ტალანტების მოზიდვა, შერჩევა და აყვანა
სასწავლო კურსი წარმოადგენს პრაქტიკაზე ორიენტირებულ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე, სტრუქტურირებული და სამართლიანი რეკრუტმენტის მიდგომების განვითარებას. კურსი ეყრდნობა რეალურ სამუშაო პრაქტიკას და ხელს უწყობს ეფექტური, გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებას თანამშრომელთა შერჩევის პროცესში.
მიზანი
კურსის მიზანია მონაწილეებს ჩამოუყალიბოს ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რომლებიც აუცილებელია სწორი ადამიანების მოზიდვის, ობიექტური შეფასებისა და ეფექტური შერჩევის გადაწყვეტილებების მისაღებად.
პროგრამა მოიცავს რეკრუტმენტის სრულ ციკლს კადრის საჭიროების სწორად განსაზღვრიდან, ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის ეტაპებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და ახალი თანამშრომლების ადაპტაციამდე (onboarding).
აუდიტორია
პროგრამა განკუთვნილია მენეჯერებისთვის, HR სპეციალისტებისა და ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვინც მონაწილეობს თანამშრომელთა შერჩევისა და აყვანის პროცესში.
სასწავლო პროცესი აგებულია ინტერაქციულ ფორმატში და აერთიანებს თეორიულ ცოდნას, რეალურ ქეისებს, ჯგუფურ დისკუსიებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რაც უზრუნველყოფს აქტიურ ჩართულობასა და პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტაციას.
შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
-
სტრუქტურირებული და პროგნოზირებადი რეკრუტმენტის პროცესის შექმნას
-
ბიზნესის საჭიროებებსა და ადამიანურ ფაქტორს შორის ბალანსის დაცვას
-
კანდიდატების ობიექტურ შეფასებასა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას
-
ისეთი შერჩევის სისტემის დანერგვას, რომელიც ზრდის თანამშრომლების წარმატებისა და შენარჩუნების ალბათობას.
ტალანტების მოზიდვა, შერჩევა და აყვანა
კურსი ეფუძნება ინტერაქციულ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლების მეთოდოლოგიას, რომელიც აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და რეალურ სამუშაო გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პრაქტიკულ დავალებებს.
სასწავლო პროცესი სტრუქტურირებულია 6 შეხვედრად (თითოეული 2 საათი) და მოიცავს რეკრუტმენტის სრულ ციკლს კადრის საჭიროების განსაზღვრიდან, შერჩევისა და ინტერვიუს ეტაპებით, საბოლოო გადაწყვეტილებასა და ადაპტაციამდე.
მეთოდოლოგია მოიცავს:
-
რეალურ ქეისებზე მუშაობას
-
ჯგუფურ დისკუსიებსა და როლურ თამაშებს
-
პრაქტიკულ დავალებებს (როლის პროფილი, ვაკანსიის ტექსტი, სკრინინგი, ინტერვიუს კითხვები)
-
უკუკავშირსა და გადაწყვეტილებების ერთობლივ ანალიზს.
მეთოდოლოგიის მიზანია მონაწილეებმა მიღებული ცოდნა პირდაპირ გადაიტანონ პრაქტიკაში და ჩამოაყალიბონ სტრუქტურირებული, სამართლიანი და ეფექტური რეკრუტმენტის მიდგომა.
ტალანტების მოზიდვა, შერჩევა და აყვანა
ნატო კვაჭანტირაძე, Assoc CIPD
Cenomi Retail-ის HR მენეჯერი
მუშაობის 15 + წლიანი გამოცდილებით ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.
- CIPD-ის მე-5 დონის Associate Diploma: People Management-ის მფლობელი
- მრავალწლიანი გამოცდილებით როგორც HRMS-ის დანერგვის, შესაბამისობისა და ტალანტების მენეჯმენტში, ასევე C&B-ში, payroll-ში, ჯილდოს პროგრამების შემუშავებასა და მრავალეროვნული HR აუდიტის ჩატარებაში.
ხანგრძლივობა: 12 საათი
₾ ღირებულება: 500 ლარი