სტრატეგიული დაგეგმვა და შესრულებული სამუშაოს მართვა
ორგანიზაციის წარმატების საიდუმლო ხშირად სტრატეგიული მიზნებისა და ყოველდღიური ოპერაციების ჰარმონიულ სინერგიაშია. მაგრამ როგორ ვაქციოთ სტრატეგია არა უბრალოდ დოკუმენტად, არამედ მოქმედების რეალურ გზამკვლევად და როგორ დავაკავშიროთ თითოეული თანამშრომლის ძალისხმევა კომპანიის გლობალურ მისწრაფებებთან?
თანამედროვე ბიზნეს სამყაროში, სადაც კონკურენცია მუდმივად იზრდება და ცვლილებები ყოველდღიურობის ნაწილია, სტრატეგიული ხედვის ქონა და მისი ეფექტურად განხორციელება გადამწყვეტია. ეს მოითხოვს ამბიციური, მაგრამ რეალისტური მიზნების დასახვას, პროგრესის გაზომვასა და დროული კორექტირების უნარს. ბიდიო აკადემიის კურსი “სტრატეგიული დაგეგმვა და შესრულებული სამუშაოს მართვა” სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს.
სასწავლო კურსის მიზნები
კურსის მიზანია მონაწილეებმა შეისწავლონ, როგორ დაგეგმონ და მართონ შედეგებზე ორიენტირებული მენეჯმენტის სისტემები, რომლებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებთან და უზრუნველყოფს ინდივიდუალური, გუნდური და ორგანიზაციული შედეგების ეფექტიან სინქრონიზაციას.
სასწავლო კურსის აუდიტორია
- ორგანიზაციაში მოქმედი მენეჯერები და გუნდის ლიდერები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სტრატეგიული მიზნების განხორციელებაზე
- ადამიანური რესურსების განვითარების სპეციალისტები, რომლებსაც სურთ ეფექტური შეფასების სისტემის დანერგვა
- ბიზნესის სტრატეგიული დაგეგმვის, ოპერაციების ან ადამიანური კაპიტალის მართვის სფეროში მომუშავე პროფესიონალები
სასწავლო კურსის სწავლის შედეგები
ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:
- სტრატეგიული მიზნების ეფექტიანად ჩამოყალიბებასა და კასკადირებას
- შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემური მართვას
- მიზნებზე ორიენტირებული განვითარებისა და მოტივაციის მექანიზმების დანერგვას
- მაღალპოტენციური თანამშრომლების იდენტიფიკაციას
- შეფასებისა და გაუმჯობესების პროცესების ინტეგრაციას ორგანიზაციულ კულტურაში
სწავლების მეთოდოლოგია
ტრენინგი ჩატარდება სწავლების პრაქტიკული მეთოდის გამოყენებით, რაც მსმენელებს საშუალებას მისცემს პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით უკეთ გაიაზრონ განსახილველი თემის არსი, მნიშვნელობა და შეძლონ შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
სასწავლო კურსის შინაარსი
- ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება: მისიიდან და ხედვიდან კონკრეტულ, კასკადირებულ მიზნებამდე (OKR, MBO).
- შესრულების მართვის ეფექტური სისტემების დიზაინი: HR-ის როლი, პროცესები და ციკლები მიზნების დასახვიდან უკუკავშირამდე.
- შესრულების გაზომვის ინსტრუმენტები: KPI-ების, Talent Scorecard-ების და შეფასების თანამედროვე მეთოდების პრაქტიკული გამოყენება.
- ტალანტების მართვა და მოტივაცია: შესრულების შედეგების დაკავშირება განვითარების გეგმებთან, ჯილდოებთან და მემკვიდრეობითობის დაგეგმვასთან.
- სწავლისა და გაუმჯობესების კულტურის დანერგვა: უკუკავშირის მექანიზმები, თანამშრომელთა ჩართულობა და სისტემის ადაპტაცია.
თეონა კენედი
ორგანიზაციული განვითარებისა და მართვის პროფესიონალი
მმართველობის 20+ წლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტი. საკონსულტაციო კომპანია ,,ლიდქრაფტის” დამფუძნებელი, მშენებლობის მართვის კომპანია „CMC“-ს ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
მისი მრავალფეროვანი გამოცდილება მოიცავს საკვანძო პოზიციებს სხვადასხვა ინდუსტრიაში, როგორიცაა საკონსულტაციო, ნავთობის იმპორტი და დისტრიბუცია, საცალო გაყიდვები, სტუმარ-მასპინძლობა, სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება და სამშენებლო სფეროები. წლების განმავლობაში მართვის აკადემიის ტრენერი იყო ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით, დღემდე მოწვეული ლექტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 🔗 LinkedIn
თამთა ფეტელავა
ორგანიზაციული განვითარებისა და მართვის პროფესიონალი
10+ წლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტი. საკონსულტაციო კომპანია ,,ლიდქრაფტის” თანადამფუძნებელი, სს „პაშა ბანკი საქართველოს“ ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 🔗 LinkedIn
⏲︎ ხანგრძლივობა: 15 საათი
₾ ღირებულება: 1400 ლარი