სახელშეკრულებო სამართალი
სახელშეკრულებო სამართლის ტრენინგი ეხება გარიგებებთან დაკავშირებით იმ ზოგად და სპეციალურ სამართლებრივ ნორმებს, რომლებსაც ძირითადად საქართველოს სამოქალაქო და შრომის კოდექსში ვხვდებით. კურსი აერთიანებს საკითხებს, რომლებიც არსებითია სახელშეკრულებო სამართლისთვის და მნიშვნელოვნად, განაპირობებს ხელშეკრულებების ხარისხს.
სასწავლო სემინარის მიზნები
სემინარის მიზანია მსმენელებს გააცნოს როგორც ხელშეკრულებებთან დაკავშირებით სამართლებრივი ნორმები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ხელშეკრულების შინაარსს, ხარისხსა და სტატუსს, ასევე ჩამოაყალიბოს და განავითაროს სახელშეკრულებო მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული უნარები.
სასწავლო სემინარის აუდიტორია
სახელშეკრულებო სამართლის ტრენინგი გამიზნულია ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც რაიმე ფორმით უწევს ხელშეკრულებებთან შეხება, იქნება ეს სტუდენტი, მოქმედი იურისტი, HR, ბუღალტერი, აუდიტორი, საწარმოს ხელმძღვანელი თუ სხვა.
სასწავლო კურსის სწავლის შედეგები
სემინარის ფარგლებში სწორად შერჩეული თეორიული საკითხები და პრაქტიკული მაგალითები, მსმენელს შესაძლებლობას მისცემს სემინარის დასრულებისას, მეტი თავდაჯერებით განიხილოს ხელშეკრულებები, შეიტანოს მისთვის სარფიანი ცვლილებები და თავადაც შეადგინოს მარტივი ხელშეკრულების ფორმა.
სემინარს ექნება პრაქტიკული ხასიათი. თეორიულ მასალასთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან მონაწილეები.
თემატიკა
- ზოგადი ნორმები გარიგებების შესახებ
- ქმედუნარიანობის მნიშვნელობა გარიგების დადებისას
- გარიგების ფორმა და სახეები
- თანხმობა და წარმომადგენლობა გარიგებებში
- გარიგების ბათილობა და მისი შედეგები
- ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი და მისი ფარგლები
- კეთილსინდისიერების/გულისხმიერების პრინციპის მიზანი და მნიშვნელობა
- ხელშეკრულების არსებითი პირობები
- ოფერტი და აქცეპტი
- მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება
- ხელშეკრულებიდან გასვლა
- სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება, დარღვევა და დარღვევისგან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება
- ხელშეკრულებ(ებ)ის შინაარსი ნასყიდობის, ნარდობის (მომსახურების) და შრომის ხელშეკრულებების მაგალითზე.
ზურა ნატროშვილი
BDO Georgia-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი (კერძო სამართლის მიმართულებით) და ლექტორობის 7 წლიანი გამოცდილებით.
ხანგძლივობა: 6 საათი (2 დღე)
₾ ღირებულება: 250 ლარი