სახელმწიფო შესყიდვები

სახელმწიფო შესყიდვა, იგივე საჯარო შესყიდვა არის პროცესი, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების მიერ საქონლის, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას სპეციალური პროცედურების გამოყენებით. მათ, ვისაც აინტერესებს სახელმწიფო შესყიდვები და სურს ცოდნის გაღრმავება ამ სფეროში, BDO Academy გთავაზობთ კურსს – სახელმწიფო შესყიდვები.

სასწავლო კურსის მიზნები 

კურსის მიზანია ტრენინგის მონაწილეებმა შეისწავლონ სახელმწიფო შესყიდვების პრინციპები, ტენდერების სახეები, პროცედურები, დავების განხილვის სპეციფიკა და გაიღრმავონ ცოდნა სახელმწიფო შესყიდვებში.

სასწავლო კურსის აუდიტორია

  • გაყიდვების სპეციალისტები და იურისტები, ვისაც სურთ შეიძინონ დამატებითი ცოდნა და გაიუმჯობესონ უნარები
  • ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლები, ვისაც სურთ სახელწიფო შესყიდვების სფეროში ჩართვა და მონაწილეობა.
  • კურსს ექნება პრაქტიკული ხასიათი. თეორიულ მასალასთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან მონაწილეები.

თემატიკა

  • ელექტრონული ტენდერი და მისი პრინციპები
  • ელექტრონული ტენდერის ჩატარების მეთოდები (ტენდერის სახეები), ძირითადი განსხვავებები
  • ელექტრონული ტენდერის გამოცხადება, სატენდერო განცხადება და დოკუმენტაცია, ტენდერის შეჩერება და შეწყვეტა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღება
  • პრეტენდენტთა შეფასება და ტენდერის ეტაპები; ეტაპების განხილვა (შერჩევა-შეფასებიდან – ხელშეკრულების გაფორმებამდე; დისკვალიფიკაციის საფუძვლები, გამარჯვებულად გამოვლენა)
  • თეთრი და შავი სია
  • გასაჩივრების წესები
  • დავების განხილვის საბჭო.

გელა ივანიძე

BDO Legal-ის უფროსი იურისტი


შპს ბიდიო ლეგალში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო სამართლის მაგისტრი.

ხანგძლივობა: 8 საათი  

ღირებულება: 300 ლარი

რეგისტრაცია
სილაბუსი