SAP Business One

SAP Business One-ი არის თანამედროვე, საერთაშორისო ERP სისტემა, რომელიც ბიზნეს პროცესების სრულ ავტომატიზაციის საშუალებას იძლევა. სისტემა გერმანული პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტის SAP-ის ერთ-ერთი ფლაგმანი პროდუქტია, რომელსაც აქტიურად იყენებენ წამყვანი ევროპული და ქართული კომპანიები.

კურსი განკუთვნილია:

  • ბუღალტრებისთვის
  • მთავარი ბუღალტრებისთვის
  • ფინანსური მენეჯერებისთვის
  • მენეჯერებისთვის
  • ოპერატორებისთვისა და კომპანიის სააღრიცხვო სისტემაში ჩართული სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

სასწავლო პროცესი დინამიურია და მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. განხილული იქნება მაგალითები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან მონაწილეები. ყოველ ტრენინგზე მსმენელები გააკეთებენ ახსნილ მასალასთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ პრაქტიკულ სამუშაოს. კურსის ბოლოს ჩატარდება ტესტირება, რის საფუძველზეც გაიცემა სერთიფიკატი.

თემატიკა

  • პროგრამის ზოგადი მიმოხილვა
  • შესყიდვა
  • მარაგები
  • გაყიდვა
  • RS – სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშფაქტურები
  • ფინანსები, ანგარიშგებები
  • ძირითადი საშუალებები, გადასახადები
  • ფულადი სახსრები
  • ხელფასი

დამატებით არჩევით მოდულებად:

  • მშენებლობა
  • წარმოება
  • ადმინისტრირება

 

მარიამ ჩაჩხიანი

“BDO აკადემიის” ტრენერი


მუშაობის 6 წლიანი გამოცდილებით, ISET-ის (International school of economics at TSU ) ეკონომიკის მაგისტრი და საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მოწვეული ლექტორი

ხანგრძლივობა: სრული კურსი – 18 სთ  

ღირებულება: 490 ლარი

დამატებით არჩევითი მოდული:

  • წარმოება: 2 სთ – 50 ლარი

  • ადმინისტრირება: 2სთ – 50 ლარი

  • მშენებლობა: 6 სთ – 150 ლარი

რეგისტრაცია
სილაბუსი