SAP Business One

SAP Business One-ი არის თანამედროვე, საერთაშორისო ERP სისტემა, რომელიც ბიზნეს პროცესების სრულ ავტომატიზაციის საშუალებას იძლევა. სისტემა გერმანული პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტის SAP-ის ერთ-ერთი ფლაგმანი პროდუქტია, რომელსაც აქტიურად იყენებენ წამყვანი ევროპული და ქართული კომპანიები.

სასწავლო კურსის აუდიტორია

  • ბუღალტრები
  • მთავარი ბუღალტრები
  • ფინანსური მენეჯერები
  • მენეჯერები
  • ოპერატორები და კომპანიის სააღრიცხვო სისტემაში ჩართული სხვა დაინტერესებული პირები.

სწავლების მეთოდოლოგია

სასწავლო პროცესი დინამიურია და მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. განხილული იქნება მაგალითები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან მონაწილეები. ყოველ ტრენინგზე მსმენელები გააკეთებენ ახსნილ მასალასთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ პრაქტიკულ სამუშაოს. კურსის ბოლოს ჩატარდება ტესტირება, რის საფუძველზეც გაიცემა სერთიფიკატი.

სასწავლო კურსის შინაარსი 

  • პროგრამის ზოგადი მიმოხილვა
  • მარაგების მართვის მოდული
  • მარაგებთან დაკავშირებული რეპორტები
  • შესყიდვების მოდული
  • შესყიდვებთან დაკავშირებული რეპორტები
  • გაყიდვების მოდული & CRM
  • გაყიდვებთან დაკავშირებული რეპორტები
  • წარმოების მოდული
  • წარმოების რეპორტები
  • გრძელვადიანი აქტივები
  • ძირითადი საშუალებების რეპორტები
  • ფინანსური აღრიცხვა/ფულადი სახსრების მართვა
  • ფინანსური რეპორტინგი
  • ფულადი სახსრების ანალიზი
  • ადმინისტრირება

თორნიკე დარჩია

BDO Georgia-ს C-level service delivery lead


მუშაობის 4 წლიანი გამოცდილებით, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) ბაკალავრი.

ხანგრძლივობა: 18 სთ  

ღირებულება: 490 ლარი

რეგისტრაცია
სილაბუსი