საგადასახადო კოდექსი
საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს.
სასწავლო კურსის მიზნები
კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს მოქმედი გადასახადების მიხედვით დაბეგვრის ძირითადი პრინციპები, გააცნოს – საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, გადასახადის გადამხდელის ელექტრონული პორტალი და საერთაშორისო დაბეგვრის ზოგადი პრინციპები.
სასწავლო კურსის აუდიტორია
- დამწყები და პრაქტიკოსი ბუღალტრები
- საგადასახადო დაბეგვრის საკითხებით დაინტერესებული პირები, რომელთაც დაგროვებული აქვთ გარკვეული გამოცდილება და შეძენილი აქვთ ზოგადი ცოდნა ფინანსური აღრიცხვის სფეროში
სასწავლო კურსის სწავლის შედეგები
ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:
- საგადასახადო სისტემისა და დაბეგვრის პრინციპების გამოყენებას
- საქართველოს საგადასახადო კოდექსთან მუშაობას
- საქართველოში მოქმედი გადასახადების შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნის გაღრმავებას
- გადასახადებთან დაკავშირებული ძირითადი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გაცნობას
სწავლების მეთოდოლოგია
კურსს ექნება პრაქტიკული ხასიათი. თეორიულ მასალასთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან ტრენინგის მონაწილეები. გარკვეული თემების დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირებები ცოდნის შესამოწმებლად.
კურსის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით და მიმდინარე მდგომარეობით არსებული ნორმატიული აქტების შესახებ (ბრძანებები, ინსტრუქციები, კომენტარები, სიტუაციური სახელმძღვანელოები და ა.შ.) საინფორმაციო ბაზა ელექტრონული ფორმით.
სასწავლო კურსის შინაარსი
- საქართველოს საგადასახადო სისტემა
- გადასახადის გადამხდელისა და საგადასახადო ორგანოს ურთიერთობა – უფლებები და ვალდებულებები
- საგადასახადო ვალდებულებისა და ანგარიშგების მარეგულირებელი საკითხები
- საქართველოში მოქმედი საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები
- მოგების გადასახადის ე.წ. ძველი და ახალი მოდელები, მათ შორის არსებული სხვაობების შესწავლა, დადებითი და უარყოფითი მხარეების ანალიზი
- საერთაშორისო დაბეგვრა და გადასახადისაგან თავის არიდების აღკვეთა – ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულების გამოყენების პრინციპები
- საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება – ინტეგრირებული ტარიფი
- საგადასახადო კონტროლი
- საგადასახადო სამართალდარღვევის სახეები და პასუხისმგებლობა
- საგადასახადო დავის წარმოება
თეონა პაპიაშვილი
BDO Georgia-ს საგადასახადო განყოფილების ჯგუფის ხელმძღვანელი
მუშაობის 11 წლიანი გამოცდილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.
ხანგრძლივობა: 40 საათი
₾ ღირებულება: 600 ლარი