პროექტის მართვა: სტრატეგიული ლიდერობა, AI და PMBOK® 8 სტანდარტები
კურსი ეფუძნება PMBOK® 8-ს – პროექტის მართვის უახლეს, 2025 წლის საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც ფოკუსირებულია ღირებულების შექმნასა და თანამედროვე ბიზნეს რეალობაზე. პროგრამა აერთიანებს Value-Driven Management-ს, ანუ ღირებულებაზე ორიენტირებულ მართვას, სადაც პროექტის წარმატება იზომება რეალური სარგებლით და არა მხოლოდ ვადებითა და ბიუჯეტით.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა AI-ს პროექტის მართვაში – ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას დაგეგმვის, პროგნოზირების, რისკების ანალიზისა და გადაწყვეტილებების მხარდაჭერისთვის. კურსი ასევე მოიცავს Agile და ჰიბრიდულ სტრატეგიებს, რაც საშუალებას გაძლევთ დააკავშიროთ მოქნილობა და სტრუქტურა ერთიან, პრაქტიკულ მიდგომაში.
პროგრამა ავითარებს Project Leadership Mindset-ს, პროექტის მენეჯერის თანამედროვე ტვინწყობას, რომელიც აერთიანებს ლიდერობას, პასუხისმგებლობასა და სტრატეგიულ ხედვას. მონაწილეები გაეცნობიან ციფრული ტრანსფორმაციის ხელსაწყოებს, რომლებიც ამარტივებს პროცესებს, ზრდის გამჭვირვალობას და აუმჯობესებს გუნდურ მუშაობას.
კურსის მნიშვნელოვანი კომპონენტია ასევე მდგრადობა და ეთიკა პროექტის მართვაში, რაც თანამედროვე ორგანიზაციებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც გადაწყვეტილებების მიღებისას, ისე გრძელვადიანი ღირებულების შექმნის პროცესში.
ვისთვის არის ეს კურსი?
კურსი განკუთვნილია პროექტის მენეჯერებისთვის, რომელთაც სურთ ცოდნის განახლება უახლესი, 2025 წლის სტანდარტების შესაბამისად. იგი ასევე სასარგებლოა ბიზნესის ლიდერებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან რესურსების ოპტიმიზაციისა და სტრატეგიული მიზნების უფრო ეფექტიანი მიღწევისკენ. კურსი იდეალურია დამწყები მენეჯერებისთვისაც, ვისაც სურს კარიერის დაწყება მყარ, საერთაშორისო მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, ასევე ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვინც დაინტერესებულია სამუშაო პროცესების გაციფრულებით და AI-ის გამოყენებით პროდუქტიულობის ზრდაში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კურსს არ აქვს სექტორული შეზღუდვა, იგი ეფუძნება ზოგად პროექტის მართვის პრინციპებს და ადაპტირებადია თითქმის ყველა სფეროსთვის, კონკრეტული IT პროექტების გარდა, რადგან არ პასუხობს ვიწრო ტექნიკურ სპეციფიკას.
რას ისწავლი კურსზე?
კურსის განმავლობაში გაეცნობით PMBOK® 8-ის ექვს ძირითად პრინციპს და მათ პრაქტიკულ გამოყენებას. ისწავლით ჰიბრიდულ მართვას, როგორ დააკავშიროთ Waterfall-ის სტრუქტურა Agile-ის მოქნილობასთან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა AI-ის ინტეგრაციას, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას დაგეგმვის, პროგნოზირებისა და რისკების ავტომატური ანალიზისთვის.
კურსი გაგაცნობთ ღირებულებაზე ორიენტირებულ მართვას, სადაც პროექტის წარმატება იზომება არა მხოლოდ ვადებით, არამედ მიღებული სარგებლით. ასევე შეისწავლით ციფრულ ეკოსისტემას, პროექტების მართვას ClickUp-ში, ვიზუალიზაციას Miro-ში და პროცესების ავტომატიზაციას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება Stakeholder Management-ზე, დაინტერესებული მხარეების მართვის თანამედროვე ფსიქოლოგიასა და სტრატეგიებზე.
რა იქნება შენი შედეგი?
კურსის დასრულების შემდეგ გექნებათ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ცოდნა და გაერკვევით პროექტის მართვის უახლეს მეთოდოლოგიებში. შეძლებთ სამუშაო პროცესების ავტომატიზაციას და AI-ის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენებას, რაც მოგცემთ ტექნოლოგიურ უპირატესობას. განივითარებთ სტრატეგიულ ხედვას და ისწავლით, როგორ გარდაქმნათ იდეა გაზომვად ბიზნეს ღირებულებად.
ამასთან ერთად, გაიუმჯობესებთ ლიდერობის უნარებს: გუნდის მართვას, მოტივაციასა და კრიზისულ კომუნიკაციას. კურსის განმავლობაში კი შექმნით რეალურ დოკუმენტებსა და ციფრულ ბორდებს, რომლებიც თქვენი პროფესიული პორტფოლიოს ნაწილი გახდება.
კურსს ექნება პრაქტიკული ხასიათი. თეორიულ მასალასთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან მონაწილეები.
კურსის სტრუქტურა:
1. შესავალი და გარემო: პროექტი vs ოპერაცია, PMBOK 8-ის პრინციპები
2. ინიცირება და Governance: ჩარტერი და AI ინსტრუმენტები საწყის ეტაპზე
3. პროექტის ლიდერის Mindset: პროექტი, როგორც ბიზნეს ღირებულება
4. Stakeholders & Communication: დაინტერესებული მხარეების ანალიზი და ჩართულობის სტრატეგია
5. Scope Management: მოთხოვნები, WBS და Backlog (Agile)
6. Schedule & AI Planning: გრაფიკი, კრიტიკული გზა და AI პროგნოზირება
7. Resources, Budget & Procurement: ფინანსები, ადამიანური რესურსები და შესყიდვები
8. Team Leadership & Hybrid Culture: გუნდის ფორმირება და მოტივაცია
9. Risk Management: იდენტიფიცირება და პრევენცია
10. Delivery & Quality: როგორ უზრუნველვყოთ ხარისხი და ვაკონტროლოთ მეტრიკები
11. Closure & Lessons Learned: პროექტის დასრულება და გამოცდილების კაპიტალიზაცია.
თამთა ბასილაია – PMP, PMI-ACP
პროექტის მართვის კონსულტანტი და ტრენერი
მუშაობის 8+ წლიანი გამოცდილებით, სერტიფიცირებლი პროექტის მენეჯერი (PMP, PMI-ACP). თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროექტის მართვის მოწვეული ლექტორი.
თამთა PMI საქართველოს წარმომადგენლობის წევრია და ეწევა მოხალისეობრივ საქმიანობას, რითაც ხელს უწყობს პროექტის მართვის დარგის პოპულარიზებას საქართველოში.
ხანგძლივობა: 22 საათი
₾ ღირებულება: 1000 ლარი