PMP
Project Management Professional (PMP) არის მსოფლიოს წამყვანი პროფესიული ტიტული, რომელსაც პროექტების მართვის ინსტიტუტი (PMI) გთავაზობთ. PMI არის წამყვანი პროფესიული ასოციაცია, რომელიც შედგება პროექტების მართვის მილიონობით პროფესიონალისგან და ინდივიდუალური პირისგან.
PMI, გლობალური ქსელის, თანამშრომლობისა და კვლევების მეშვეობით, ქმნის გლობალურად აღიარებულ სტანდარტებს, სერტიფიკატებს, ონლაინ კურსებს, ინსტრუმენტებს, ციფრულ პუბლიკაციებსა და პროფესიულ საზოგადოებებს 214 ქვეყნის მასშტაბით.
საერთაშორისო გამოცდის მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება
- პროექტის მართვის მიმართულებით მინიმუმ 36 თვიანი სამუშაო გამოცდილება
- პროექტის მართვის მიმართულებით მიღებული განათლების/ტრენინგის 35 საათი.
საერთაშორისო გამოცდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.pmi.org/certifications/project-management-pmp
PMP-ის საერთაშორისო სერტიფიკატის უპირატესობები
- PMP-ის სერტიფიკატი ხაზს უსვამს მისი მფლობელის ყველა იმ უნარს, რაც საჭიროა, როგორც პროექტის პროცესების, ასევე პროექტში ჩართული ადამიანების მართვისთვის. ამასთან ერთად, კურსის დროს შეძენილი ტექნიკები უზრუნველყოფს პროექტის უფრო მაღალ დონეზე შესრულებას
- PMP სერტიფიკატი გაგხდით მეტად თავდაჯერებულს და დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე
- PMP ხაზს უსვამს მისი მფლობელის მოქნილობას და სასურველი ბიზნეს შედეგების უფრო მოკლე დროში მიღებას, რაც ზრდის მისი დამსაქმებლი ორგანიზაციის გავლენას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
სასწავლო კურსის აუდიტორია
- მოქმედი პროექტის მენეჯერები, ვისაც სურთ საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვება
სასწავლო კურსის მოთხოვნები
- ინგლისური ენა B2
- სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით.
სწავლების მეთოდოლოგია
- თეორიული და პრაქტიკული სწავლება
- თითოეული მოდულის შემაჯამებელი ტესტირება და სიმულაციური გამოცდა
- მასალების გამეორება და საგამოცდო ტექნიკების სესიები
- ინტერაქციული თამაშები
კურსის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან უახლესი სასწავლო ლიტერატურით და ტესტებით, ასევე დამატებითი სავარჯიშოებითა და ვიდეო მასალებით.
თემატიკა
- PMP-ის გამოცდის, კურსისა და სილაბუსის მიმოხილვა და მასთან დაკავშირებული საკითხები
- პროექტის მართვის ძირითადი მეთოდოლოგიების, პროცესებისა და დომეინების მიმოხილვა
- პროექტის მენეჯერის როლის განსაზღვრა
- ეფექტური გუნდის ფორმირების ტექნიკები
- პროექტის მართვა ინიცირებიდან დასრულებამდე და პროცესში საჭირო ყველა კომპონენტის დეტალურად გავლა როგორც ცალ-ცალკე, ასევე ინტეგრირებულად
- ბიზნეს გარემოს მიმოხილვა და მისი გავლენა პროექტის წარმატებულ აღსრულებაზე
- კურსის ფინალური მოდული და შემაჯამებელი დამხმარე მასალების გაზიარება
თამთა ბასილაია – PMP, PMI-ACP
ევექსი ჰოსპიტლების სტრატეგიული პროექტის მენეჯერი
მუშაობის 8+ წლიანი გამოცდილებით, სერტიფიცირებლი პროექტის მენეჯერი (PMP, PMI-ACP). თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროექტის მართვის მოწვეული ლექტორი.
თამთა PMI საქართველოს წარმომადგენლობის წევრია და ეწევა მოხალისეობრივ საქმიანობას, რითაც ხელს უწყობს პროექტის მართვის დარგის პოპულარიზებას საქართველოში.
გაეცანით ბლოგს: ყველაფერი PMP-ის საერთაშორისო გამოცდის შესახებ
ხანგძლივობა: 35 საათი
₾ ღირებულება: განსხვავებული