PHRi

PHRi საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიული ტიტულია, რომელსაც ადამიანური რესურსების მართვის სერტიფიცირების ინსტიტუტი (HRCI) გთავაზობთ. HRCI მსოფლიო მასშტაბით ლიდერი ორგანიზაციაა, რომელიც აწესებს ოქროს სტანდარტებს ადამიანური რესურსების მართვის კუთხით. 500 000-მდე HR პროფესიონალი უკვე სერტიფიცირებულია 125-ზე მეტ ქვეყანაში.

PHRi-ის ტიტულის მფლობელები ხვდებიან ტიტულოვან სპეციალისტთა მონაცემთა ბაზაში. საერთაშორისო ან მაღალი ორგანიზაციული სტანდარტით მომუშავე დამსაქმებელი ორგანიზაციები, პირველ რიგში, ამ ბაზებში ეძებენ მომავალ თანამშრომლებს. ტიტულის მოპოვების შემთხვევაში თქვენს რეზიუმეში, პროფესიულ და სოციალურ ქსელებში თქვენი სახელის და გვარის გასწვრივ მიუთითებთ PHRi-ის ელექტრონულ სამკერდე ნიშანს. მაგ. Teiko Bokuchava, PHRi

საერთაშორისო გამოცდის მოთხოვნები

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება პროფესიონალურ დონეზე HR-ის პოზიციაზე + სამაგისტრო ხარისხი ან საეთაშორისო ექვივალენტი ​

ან

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროფესიონალურ დონეზე HR-ის პოზიციაზე + საბაკალავრო ხარისხი ან საერთაშორისო ექვივალენტი

ან

  • მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება პროფესიონალურ დონეზე HR-ის პოზიციაზე + ატესტატი ან საერთაშორისო ექვივალენტი

გამოცდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.hrci.org/our-programs/our-certifications/PHRi

PHRi-ის საერთაშორისო ტიტულის უპირატესობები

  1. დასაქმების შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ
  2. უფრო მაღალი დასაქმების კოეფიციენტი
  3. სწრაფი კარიერული წინსვლა
  4. მაღალი ანაზღაურება
  5. PHRi-ის კურსდამთავრებულის პრესტიჟული სტატუსი, რომელსაც რეზიუმეში მიუთითებთ.

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • ინგლისური ენა B2
  • აკადემიური ხარისხი ან სამუშაო გამოცდილება HR-ის მიმართულებით

სწავლების მეთოდოლოგია

კურსს ექნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სახე. ჩატარდება ყოველკვირეული ტესტი და განხილული იქნება ქეისები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან მონაწილეები.

სასწავლო კურსის შინაარსი 

  • ზოგადი მითითებები გამოცდაზე გასასვლელად. HR ადმინისტრირება და გაზიარებული მომსახურება
  • ტალანტების მოზიდვა
  • კომპენსაციის სარგებელი და სამუშაო გამოცდილება
  • თანამშრომელთა ურთიერთობები და რისკების მართვა
  • ტალანტების მენეჯმენტი და განვითარება
  • ადამიანური რესურსების საინფორმაციო მენეჯმენტი.

თეიკო ბოკუჩავა, GPHR

სერტიფიცირებული “ადამიანური რესურსების მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის” HRCI მიერ


მუშაობის 19 წლიანი გამოცდილებით ადამიანური რესურსების კუთხით.

  • კემბრიჯის უნივერსიტეტის ლუსი კავენდიშ კოლეჯის მოსახლეობის და განვითარების კურსდამთავრებული
  • ნეირო ლინგვისტური პროგრამირების პრაქტიკოსი, სერტიფიცირებული საერთაშორისო ნეირო ლინგვისტური პროგრამირების ასოციაციის მიერ
  • ქოუჩი ნეირო ლინგვისტური პროგრამირების გამოყენებით, სერტიფიცირებული ნეირო ლინგვისტური პროგრამირების საერთაშორისო საზოგადოების მიერ
  • ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ლიდერობის ინტენსიური კურსის სერტიფიცირებული.

🔗 LinkedIn

ხანგრძლივობა: 28 საათი  

ღირებულება: 1 500 ლარი

* კურსზე მოქმედებს 3 თვიანი შიდა განვადება

რეგისტრაცია
სილაბუსი