Payroll
ფეიროლის მართვა წარმოადგენს ორგანიზაციის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ პროცესს, რომელიც აერთიანებს HR-სა და ფინანსურ ფუნქციებს, შრომით კანონმდებლობასა და ზუსტ სახელფასო გამოთვლებს.
მიზანი
კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ფეიროლის პროცესების სრულყოფილი ცოდნა, რომელიც მოიცავს ხელფასების ადმინისტრირებას, საქართველოს შრომით კანონმდებლობას, დაბეგვრის პრინციპებსა და სახელფასო გამოთვლებს. კურსი ორიენტირებულია პრაქტიკულ სამუშაოზე და უზრუნველყოფს ფეიროლის პროცესების სწორ, ეფექტურ და კონტროლირებად წარმოებას.
აუდიტორია
კურსი განკუთვნილია:
-
HR სპეციალისტებისა და HR ადმინისტრატორებისთვის
-
Payroll (ფეიროლის) სპეციალისტებისთვის
-
ფინანსების და ბუღალტერიის თანამშრომლებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან სახელფასო პროცესებში
-
დამწყები პროფესიონალებისთვის, ვისაც სურს ფეიროლის მიმართულებით ცოდნის გაღრმავება
-
მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისა და მენეჯერებისთვის, რომლებიც თავად მართავენ ფეიროლის პროცესებს.
შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
-
ფეიროლის პროცესის სრულ ციკლში გააზრებასა და მართვას საქართველოს შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად
-
ხელფასების, ბონუსების, ზეგანაკვეთური და ღამის სამუშაო საათების, ასევე დაქვითვების სწორად გამოთვლას
-
Excel-ში სახელფასო უწყისის დამოუკიდებლად შექმნას და ფეიროლის პროცესების ავტომატიზაციას
-
ფეიროლის მონაცემების კონტროლს, ანგარიშების გადამოწმებასა და ტიპური შეცდომების თავიდან აცილებას.
Payroll
კურსი მოიცავს ფეიროლის მართვის სრულ ციკლს შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლებიდან და ანაზღაურების სისტემების ჩამოყალიბებიდან, სახელფასო გამოთვლების, დაბეგვრისა და შესაბამისი ანგარიშგების ჩათვლით. სასწავლო პროგრამა ფოკუსირებულია პრაქტიკულ ქეისებზე, რეალურ მაგალითებსა და Excel-ის გამოყენებით ფეიროლის პროცესების ეფექტურ მართვაზე.
Payroll
თამარ ჩიხრაძე
,,მეიჯერელ საქართველოს” ფეიროლისა და ადმინისტრირების მენეჯერი
მუშაობის 11 წლიანი გამოცდილებით. კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი.
ხანგრძლივობა: 14 საათი
₾ ღირებულება: 500 ლარი