მენეჯმენტი

გუნდის მენეჯმენტი არის ინდივიდის ან ორგანიზაციის უნარი, მართოს და კოორდინირება გაუწიოს ინდივიდთა ჯგუფს დავალების შესასრულებლად. 

სასწავლო კურსის მიზნები

მართვის კურსის მიზანია მსმენელებმა შეიძინონ გუნდის მართვის საბაზისო და პრაქტიკული უნარები, რომელიც გუნდთან მუშაობისთვის არის საჭირო.

სწავლების პერიოდში მოხდება პრაქტიკული უნარების განვითარება, სპეციალური სავარჯიშოების, ქეისების ანალიზის, ტესტებისა და როლური თამაშების საშუალებით.

სასწავლო კურსის აუდიტორია

  • დამწყები მენეჯერები და გუნდის ლიდერები
  • საშუალო რგოლის მენეჯერები.

სასწავლო კურსის სწავლის შედეგები

ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების მერე შეძლებენ:

  • განსაზღვრონ თანამშრომლების ინდივიდუალური მოტივაციის წყაროები
  • დაამოტივირონ გუნდის წევრები
  • აზრი მისცენ თანამშრომლების სამუშაოს
  • მართონ ცვლილებები
  • ხელი შეუწყონ თანამშრომლების განვითარებას.

სწავლების მეთოდოლოგია

კურსი შედგება თეორიული (20%) და პრაქტიკული (80%) მეცადინეობებისგან. პრაქტიკული უნარების განვითარება მოხდება სპეციალური სავარჯიშოების, ქეისების ანალიზის, ტესტებისა და როლური თამაშების საშუალებით.

სასწავლო კურსის შინაარსი

  • მენეჯერის როლი და მისია
  • თანამედროვე მიდგომა თანამშრომლის მოტივაციისადმი
  • სამუშაოსთვის აზრის შეძენა
  • თანამშრომლების მოტივირება ცვლილებების დროს
  • თანამშრომლების უნარების განვითარება.

თეიკო ბოკუჩავა, GPHR

სერტიფიცირებული “ადამიანური რესურსების მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის” HRCI მიერ


მუშაობის 19 წლიანი გამოცდილებით ადამიანური რესურსების კუთხით.

  • კემბრიჯის უნივერსიტეტის ლუსი კავენდიშ კოლეჯის მოსახლეობის და განვითარების კურსდამთავრებული
  • ნეირო ლინგვისტური პროგრამირების პრაქტიკოსი, სერტიფიცირებული საერთაშორისო ნეირო ლინგვისტური პროგრამირების ასოციაციის მიერ
  • ქოუჩი ნეირო ლინგვისტური პროგრამირების გამოყენებით, სერტიფიცირებული ნეირო ლინგვისტური პროგრამირების საერთაშორისო საზოგადოების მიერ
  • ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ლიდერობის ინტენსიური კურსის სერტიფიცირებული.

🔗 LinkedIn

ხანგძლივობა: 9 საათი  (2 დღე)

ღირებულება: განსხვავებული

რეგისტრაცია
სილაბუსი