მასტერი MS Excel-ში 

MS Excel არის ყველაზე გამოყენებადი აპლიკაცია მსოფლიოში, რომელიც ამარტივებს მონაცემთა ანალიზს, მათ შორის ისეთი ფინანსური მონაცემების მონიტორინგს, როგორიცაა: მოგება, ზარალი, შესყიდვები, გადახდები, ბიუჯეტის დაგეგმვა და ჩექლისტების ორგანიზებულად მართვა.

სასწავლო კურსის მიზნები 

კურსის მიზანია მსმენელებისათვის MS Excel-ის სიღრმისეული ფუნქციების გაცნობა.

სასწავლო კურსის აუდიტორია

  • ნებისმიერი დაინტერესებული პირი
  • მთავარი ბუღალტრები
  • აუდიტორები
  • ფინანსური მენეჯერები
  • ბიზნეს ანალიტიკოსები
  • მარკეტინგის მენეჯერები.

სასწავლო კურსის სწავლის შედეგები

ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:

  • იმუშაონ MS Excel-ის გაძლიერებულ ფუნქციებთან
  • შექმნან მაკროსები
  • გააძლიერონ მონაცემთა ანალიზისა და კონტროლის უნარი.

სწავლების მეთოდოლოგია

ტრენინგს ექნება პრაქტიკული ხასიათი. განხილული იქნება მაგალითები, რომლებშიც აქტიურად იქნებიან ჩართულები მსმენელები, რამდენიმე ტრენინგის შემდეგ მსმენელებს მიეცემათ პრაქტიკული დავალება, რაც მათ საკუთარი ცოდნის შემოწმების საშუალებას მისცემს. ამასთან, ჩატარდება შუალედური ტესტი და ფინალური გამოცდა. 

სასწავლო კურსის შინაარსი 

  • მონაცემების სორტირება, გაფილტვრა, გაფართოებული ფილტრები და მათი გამოყენება
  • ფუნქციები – Sumif, Sumifs, Countif, Countifs, Averageif, Averageifs, Abs, Int, Trunc, Power, Product, Round, Roundup, Rounddown, Roman, Sqrt
  • პირობითი ფორმატირება
  • მონაცემების მომხმარებლის ფორმატის შექმნა და გამოყენება
  • Lookup & Reference ფუნქციები – Lookup, Hlookup, VLookup, Match, Index, Row, Column; მათი კომბინირებული გამოყენება
  • ბაზებთან სამუშაო ფუნქციები – Dsum, Dmin, Dmax, Dcounta
  • FV, PV, Rate, NPER, PMT, IPMT, PPMT
  • Development-ის ინსტრუმენტები
  • Scenario Manager, Goal Seek, Solver.

თამარ ჩიხრაძე

მეიჯერელ საქართველოს HR ადმინისტრირებისა და რეპორტინგის უფროსი სპეციალისტი


მუშაობის 11 წლიანი გამოცდილებით. კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი.

🔗 LinkedIn

 

მარიამ ბექაური

Vabaco-ს საფინანსო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე


მუშაობის 12 და Microsoft Excel-ის ტრენერობის 7 წლიანი გამოცდილებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

🔗 LinkedIn

 

რატი დუმბაძე

ჯგუფის ხელმძღვანელი BDO Georgia-ს საგადასახადო განყოფილებაში


მუშაობის 11 და Microsoft Excel-ის ტრენერობის 5 წლიანი გამოცდილებით, კაკასიის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული.

 

ხანგრძლივობა: 26 საათი  

ღირებულება: 600 ლარი

რეგისტრაცია
სილაბუსი