მარკეტინგი და სტრატეგიული მართვა ბიზნესის მფლობელებისთვის

„მარკეტინგი და სტრატეგიული მართვა ბიზნესის მფლობელებისთვის“ არის პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) მფლობელებსა და მეწარმეებს ეხმარება ქაოსური მარკეტინგული აქტივობებიდან სისტემურ, გაზომვად და მოგებიან სტრატეგიაზე გადასვლაში.    

1.5 თვის განმავლობაში ინტერაქტიული კურსის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან სრულ გზას ბიზნესის დიაგნოსტიკიდან ფინალურ აღსრულებამდე:    

ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი: SWOT/TOWS მატრიცებით ზრდის შესაძლებლობების აღმოჩენა.    

მომხმარებლის ქცევა და პოზიციონირება: Buyer პერსონის, Customer Journey-სა და უნიკალური ღირებულების შეთავაზების (Value Proposition) ჩამოყალიბება.    

პროდუქტის, ფასის და გაყიდვების მართვა: ფასწარმოქმნის სტრატეგიები, AIDA/5A მოდელები და კლიენტის ეჭვებთან („ძვირია“, „მოვიფიქრებ“) მუშაობა.    

ციფრული ეკოსისტემა და PR: SMM სტრატეგია, Storytelling, Meta & Google Ads მენეჯერული კონტროლი, PR და ინფლუენსერ მარკეტინგი.   

AI & ინოვაციები: თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის (ChatGPT, Claude, Gemini) ინტეგრაცია კონტენტისა და იდეების გენერირების პროცესში.    

ფინანსები და ROI: მარკეტინგული ბიუჯეტირება, KPI-ების (CAC, LTV) და ინვესტიციის უკუგების (ROI/ROAS) ზუსტი გაანგარიშება.   

კურსის მთავარი შედეგი: თითოეული მონაწილე საკუთარ ბიზნესზე მორგებულ, რეალურ 6-თვიან მარკეტინგულ სამოქმედო გეგმას (Action Plan) შეიმუშავებს და მას ფინალურ შეხვედრაზე ტრენერისგან ინდივიდუალური უკუკავშირის (Feedback) თანხლებით წარადგენს.   

  

სასწავლო კურსის აუდიტორია 

  • მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) მფლობელები, დამფუძნებლები და მეწარმეები. 
  • ბიზნესის განვითარების, მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით დასაქმებული სპეციალისტები.  
  • ადამიანები, რომელთაც სურთ მარკეტინგული ცოდნის გაღრმავება, ბიზნესის ზრდის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანად მართვა. 

სასწავლო კურსის შინაარსი: 

  • მარკეტინგის საფუძვლები და ბაზრის ანალიზი
  • მომხმარებელი, ბრენდის უპირატესობა და მარკეტინგული მიქსი
  • ბრენდის იდენტობა, ღირებულების შეთავაზება და პოზიციონირება
  • მარკეტინგული მიქსი და ფასწარმოქმნა
  • პროდუქტის/სერვისის ეფექტური გაყიდვა
  • მარკეტინგული სტრატეგია და 6-თვიანი სამოქმედო გეგმა
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR), ინფლუენსერები და პარტნიორობა
  • სოციალური მედიის სტრატეგია, Storytelling და AI ინსტრუმენტები
  • ციფრული რეკლამა და სარეკლამო კამპანიები
  • მარკეტინგის ფინანსები, ბიუჯეტირება და შედეგების შეფასება
  • ფინალური პროექტების წარდგენა და უკუკავშირი.

 

ანანო ციცვიძე

BDO Caucasus & Central Asia-ს ბრენდისა და მარკეტინგის რეგიონული ხელმძღვანელი


ანანო ციცვიძე არის BDO Caucasus & Central Asia-ს ბრენდისა და მარკეტინგის რეგიონული ხელმძღვანელი. მას მარკეტინგის, ბრენდინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში 10-წლიანი მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს, რაც მოიცავს როგორც რეგიონულ B2B სექტორს, ისე B2C მიმართულებასა და განათლების მარკეტინგს.    

ამჟამად ანანო უძღვება 5 ქვეყნის მარკეტინგულ სტრატეგიასა და საერთაშორისო გუნდებს. მისი პროფესიული გზა აერთიანებს მსხვილი ბრენდების პოზიციონირებას, ბაზარზე გასვლის (GTM) სტრატეგიების შემუშავებასა და ინოვაციური საკომუნიკაციო პროექტების მართვას.    

საკვანძო გამოცდილება და მიღწევები: 

  • ფლობს მრავალწლიან გამოცდილებას უმაღლესი განათლების სექტორში: სტრატეგიული კომუნიკაციები, ბრენდინგი, ციფრული მარკეტინგი და ახალი სეგმენტების მოსაზიდად მონაცემებზე დაფუძნებული კამპანიების და ღონისძიებების მართვა.  
  • იყო საქართველოში პირველი ქართული Gen Z სტუდენტური მეგა-სერიალის (Changing Signs) სეგმენტ პროდიუსერი და პროდუქტის მფლობელი (Product Owner). ასევე, საგანმანათლებლო პროდუქტების სერიალებში განთავსების (Product Placement) პირველი ტექნიკების დანერგვის თანაავტორი.  
  • საქართველოში პროფესიული მომსახურების ინდუსტრიაში პირველი AI-გენერირებული მარკეტინგული კამპანიის ავტორი.  

 განათლება და კვალიფიკაცია: 

MBA (ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი) – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU).    

სერტიფიცირებული PR და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი – თბილისის PR სკოლა.    

პროფესიული სერტიფიკატები: ბრენდინგი (თბილისის კომუნიკაციების სკოლა), ციფრული მარკეტინგი და ანალიტიკა (ციფრული ინდუსტრიის აკადემია), სოციალური მედიის მართვა (GeoLab). 

🔗 LinkedIn

ხანგრძლიოვობა: 33 საათი (11 შეხვედრა)

₾ ღირებულება: 1000 ლარი