ორგანიზაციების გრძელვადიანი წარმატება პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანური კაპიტალის ეფექტურ მართვასთან. ევროკავშირის ახალი დირექტივების (CSRD) ფონზე, გამჭვირვალე და მონაცემებზე დაფუძნებული ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება (ISO 30414) უკვე აუცილებლობას წარმოადგენს.
როგორ შეუძლია HR მენეჯერს მონაცემებით დაასაბუთოს საკუთარი გადაწყვეტილებები და აჩვენოს რომ მისი გუნდის მუშაობას კომპანიისთვის რეალური სარგებელი მოაქვს?
BDO Academy-ისა და საკონსულტაციო კომპანია EVA-ს საერთო კურსი „ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული მართვა ISO 30414:2018 სტანდარტით“ სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს: ის HR პროფესიონალებს აძლევს მონაცემებზე დაფუძნებულ ბერკეტებს, რათა დაასაბუთონ საკუთარი სტრატეგიული ღირებულება.
ამ საკითხებზე კი ჩვენ ვესაუბრეთ ელენე ლოგუას, სავალდებულო დაზღვევის ცენტრის HR და ადმინისტრაციული განყოფილების უფროსს, რომელმაც ცოტა ხნის წინ BDO აკადემიაში გაიარა აღნიშნული კურსი.
სტრატეგიული ხედვა და ახალი სტანდარტის აღმოჩენა
ელენეს პროფესიული საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება ადამიანური კაპიტალის განვითარებას, სტრატეგიული მართვის პროცესებში აქტიურ ჩართულობასა და ორგანიზაციული კულტურის გაძლიერებას. როგორც ის აღნიშნავს, BDO Academy-ისთან აქტიური პროფესიული ურთიერთობა აკავშირებს და მუდმივად ადევნებს თვალს ჩვენს მიერ შეთავაზებულ სიახლეებს.
„ISO 30414:2018 სტანდარტის კურსის შესახებ ინფორმაცია სწორედ BDO Academy-ის გვერდის საშუალებით მივიღე. თემა იმდენად აქტუალური და ჩემი საქმიანობისთვის რელევანტური იყო, რომ კურსზე რეგისტრაციის გადაწყვეტილება მალევე მივიღე“
მოლოდინები და მიღებული ღირებულება
კურსის დაწყებამდე ელენეს მთავარი მოლოდინი ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული მართვის უახლესი მიდგომებისა და თავად ISO 30414:2018 სტანდარტის სიღრმისეული შესწავლა იყო.
„კურსმა მომცა ის კონკრეტული ინსტრუმენტები, რომელიც HR პროცესების მონაცემებზე დაფუძნებული მართვისთვის მჭირდებოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია კურსის შინაარსი და ლექტორთან მუშაობის პროცესი. ტრენინგები იყო იდეალურად სტრუქტურირებული, პრაქტიკულ მაგალითებზე დაფუძნებული და თანამედროვე ტენდენციებზე სრულად მორგებული. ლექტორი კი, სალომე არღვლიანი, გამოირჩეოდა არა მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმით, არამედ ცოდნის გადმოცემის უნიკალური სტილით. მისი კეთილგანწყობა და ენერგიულობა ქმნიდა ისეთ დინამიკურ და ინტერაქტიულ გარემოს, სადაც რთული საკითხების ათვისება მარტივდებოდა.“
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და მომავლის ხედვა
ინტერვიუს დასასრულს, ელენემ გაგვიზიარა, თუ როგორ იყენებს უკვე მიღებულ ცოდნას თავის პროფესიულ საქმიანობაში.
„კურსზე მიღებულ ცოდნას უკვე აქტიურად ვიყენებ ადამიანური კაპიტალის ანალიზში, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებასა და ორგანიზაციული პროცესების გაუმჯობესებაში. ეს სტანდარტი მაძლევს საშუალებას, ვისაუბრო მონაცემების ენაზე, დავასაბუთო HR ინიციატივების ფინანსური სარგებელი და ვაჩვენო ჩვენი გუნდის პირდაპირი გავლენა ბიზნესის შედეგებზე. დარწმუნებული ვარ, ეს ცოდნა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ორგანიზაციულ ეფექტიანობას, ისე ადამიანური კაპიტალის მართვის ხარისხს ჩვენს კომპანიაში.“
ISO 30414:2018 სტანდარტი არა მხოლოდ HR პროფესიონალებისთვის, არამედ ორგანიზაციისთვის ქმნის მნიშვნელოვან ღირებულებას. მისი გამოყენებით ადამიანური კაპიტალის მართვა უფრო სტრატეგიული, გამჭვირვალე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ხდება.
ტრენინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – „ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული მართვა ISO 30414 სტანდარტით“