ბიზნესის გრძელვადიანი წარმატებისთვის, ადამიანური კაპიტალის ეფექტური მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება და მონაცემების ანალიტიკა კომპანიის სტრატეგიის ეფექტურობასა და ეფექტიანობას განსაზღვრავს. ანგარიშგების სისტემატიური განხორციელებით, HR პროფესიონალებს შეუძლიათ გავლენა იქონიონ ბიზნეს პარტნიორებსა და მთავარ დაინტერესებულ მხარეებზე, გაზარდონ კომპანიაში მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების სიხშირე, გააძლიერონ თანამშრომლობა ტოპ მენეჯმენტთან და გახადონ კომუნიკაცია გამჭვირვალე და ეფექტიანი.
არსებობს HR მენეჯმენტის მრავალი განსხვავებული სისტემა და პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს პერსონალში განხორციელებული ინვესტიციიდან მიღებული სარგებელის მაქსიმიზაციას – გლობალურად მის სტანდარტიზებას კი, ISO 30414 იძლევა.
1. რა არის ISO 30414?
ISO 30414 − ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება − პირველი საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციას მკაფიოდ გაიაზროს საკუთარი ადამიანური კაპიტალის რეალური წვლილი ბიზნესის წარმატებაში. აღნიშნული სტანდარტი გამოიყენება ყველა ტიპისა და ზომის საწარმოებისთვის, რომელიც განსაზღვრავს ინსტრუქციებს HR-ის ძირითადი მიმართულებების შესახებ, როგორიცაა – ორგანიზაციული კულტურა, თანამშრომელთა დაქირავება და გადინება, პროდუქტიულობა, ლიდერობა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
2. რატომ ISO 30414 და რატომ ახლა?
2023 წლის 31 ივლისს ევროკომისიამ მიიღო ევროპის მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტები (ESRS), ანგარიშგების ფორმა კომპანიებისთვის, რომელებიც ვალდებული არიან მოახდინონ ანგარიშგება მდგრადობასთან დაკავშირებულ ზემოქმედებებზე, რისკებსა და შესაძლებლობებზე ევროკავშირის კორპორატიული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის (CSRD) მიხედვით.
ESRS S1 სამუშაო ძალის ანგარიშგება სავალდებულო გახდება მცირე და საშუალო ბიზნესისა და მსხვილი კომპანიებისთვის. ამრიგად, კომპანიები ვალდებულნი იქნებიან განახორციელონ ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება, რათა გამოთვალონ მათ მიერ ადამიანურ კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციის უკუგება და გავლენა როგორც საკუთარი ბიზნესის, ისე ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე.
ტრადიციული ფინანსური ანგარიშგება შეიცავს მინიმალურ ინფორმაციას ორგანიზაციის ტალანტების მართვის ეფექტურობისა და პროდუქტიულობის შესახებ შემოსავლებთან და მოგებასთან მიმართებაში. ISO 30414 ადამიანური კაპიტალის ანგარიშგების სტანდარტი აგვარებს ამ ხარვეზს რეკომენდაციებით, რომელიც მოიცავს ტალანტების მართვის ყველა მიმართულებას.
3. რას მოიცავს ISO 30414?
ISO 30414 სახელმძღვანელო მოიცავს 60 მეტრიკას, რომელიც დაყოფილია 11 ძირითად კატეგორიად:
- შესაბამისობა და ეთიკა
- ხარჯი
- მრავალფეროვნება
- ლიდერობა
- ორგანიზაციული კულტურა
- ორგანიზაციული ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა
- პროდუქტიულობა
- დაქირავება, მოქნილობა და ბრუნვა
- უნარები და შესაძლებლობები
- ჩანაცვლების დაგეგმვა (succession planning)
- სამუშაო ძალის ხელმისაწვდომობა.
4. ISO 30414 ადამიანური კაპიტალის სტანდარტებისა და სერტიფიცირების უპირატესობები
ISO 30414:2018 არის ადამიანური კაპიტალის ანგარიშგების პირველი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციულ წარმატებაში ადამიანური კაპიტალის წვლილის შეფასებას. HR მეტრიკების დანერგვით, HR მენეჯერებს საშუალება აქვთ დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები ცვლილებების მიმართ და ამით გავლენა მოახდინონ და წვლილი შეიტანონ სტრატეგიულ დაგეგმვასა და განხორციელებაში.
5. როდის იწყება BDO Academy-ში ISO 30414-ის შემსწავლელი კურსი?
5 ოქტომბრიდან, საკონსულტაციო კომპანია EVA-სთან პარტნიორობით, იწყება „ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული მართვა ISO 30414 სტანდარტით“ კურსი, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს ტრენინგის ფარგლებში გაეცნონ ორგანიზაციაში ISO 30414:2018 პრინციპებსა და ინსტრუმენტებს.
კურსს გაუძღვება სალომე არღვლიანი – საკონსულტაციო კომპანია EVA-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, სერტიფიცირებული ID37 მასტერი, მუშაობის 13+ წლიანი გამოცდილებით საქართველოსა და გერმანიაში.