IFRS 16 და Covid 19-ით გამოწვეული ცვლილებები

სასწავლო სემინარი ეხება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტს ფასს 16 (იჯარა), სადაც სტუდენტები დეტალურად შეისწავლიან იჯარების სააღრიცხვო პოლიტიკას. სწავლების პროცესში მოხდება პრაქტიკული უნარების განვითარება სიტუაციური მაგალითების (ქეისების) ანალიზისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებით.

სასწავლო სემინარის მიზნები 

სემინარის მიზანია სტუდენტებმა შეიძინონ პრაქტიკული და თეორიული ცოდნა იმ საკითხების შესახებ, რომელიც მუშაობისას უნდა გაითვალისწინონ. 

სასწავლო სემინარის აუდიტორია

  • ბუღალტრები
  • აუდიტორები
  • ფინანსისტები
  • ყველა, ვისაც სურს განიმტკიცოს ცოდნა ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის აღნიშნულ სტანდრტში და იყოს კონკურენტული ბაზარზე.

სასწავლო სემინარის სწავლის შედეგები

მონაწილეები სემინარის დასრულების შემდეგ შეძლებენ:

  • შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას
  • ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებასა და ბოლომდე მიყვანას
  • ორგანიზაციაზე მორგებული გადაწყვეტილებების შერჩევას, დანერგვასა და გამოყენებას
  • დასკვნების გაკეთებას
  • აღნიშნულ საკითხებზე ეფექტურ კომუნიკაციას

Covid 19-ის გავლენა იჯარების აღრიცხვაზე

სემინარის ფარგლებში განიხილება საიჯარო ხელშეკრულების იმ ცვლილებების აღრიცხვა, რომელიც განაპირობა კოვიდ 19-ით გამოწვეულმა გარემოებებმა (მაგალითად საიჯარო გადასახადის შემცირება, გათავისუფლება, სუბსიდირება და ა.შ).

სწავლების მეთოდოლოგია

სემინარს ექნება პრაქტიკული ხასიათი. თეორიულ მასალასთან ერთად განხილული იქნება სიტუაციური მაგალითები (ქეისები) ანალიზისა და გამოცდილების გაზიარებით

სასწავლო სემინარის შინაარსი 

  • იჯარის იდენტიფიკაცია
  • იჯარის ვადა
  • იჯარაში ნაგულისხმევი საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრა
  • მოიჯარის ზღვრული სასესხო განაკვეთი
  • საიჯარო გადასახდელის განსაზღვრა
  • იჯარის საწყისი აღიარება და შემდგომი აღრიცხვა
  • დაბალი ღირებულების აქტივის იჯარა
  • პორტფელური აღრიცხვა
  • ცვლილებების აღრიცხვა
  • Covid 19-ით გამოწვეული ცვლილებების აღრიცხვა
  • პრაქტიკული მაგალითები

შალვა ოზბეთელაშვილი

BDO Georgia-ს აუდიტის განყოფილების მენეჯერი


მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით აღრიცხვა აუდიტში, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების სპეციალისტი და სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) სტუდენტი.

 

ხანგძლივობა: 5 საათი  (2 დღე)

ღირებულება: 200 ლარი 

რეგისტრაცია
სილაბუსი