თანამედროვე ორგანიზაციებისთვის ადამიანური რესურსების მართვა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ რეკრუტინგი და შიდა ადმინისტრირება. ეს სფერო სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით ისეთ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, როგორიცაა ISO 30414. აღნიშნული სტანდარტი ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, გააუმჯობესონ ადამიანური კაპიტალის მართვის პროცესები და შექმნან მყარი საფუძველი ბიზნესის გრძელვადიანი ზრდისთვის.

რატომ არის ISO 30414 მნიშვნელოვანი?

ISO 30414 არის პირველი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ადამიანური კაპიტალის მართვის სტრატეგიულ მიდგომებსა და მართვის სტრუქტურებს მოიცავს. ის ხელს უწყობს მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად გამოიყენონ თანამშრომლების პოტენციალი და გააუმჯობესონ HR პროცესები.

თაკო ჭაბუკიანის გამოცდილება

,,ომედიას” HR მენეჯერი, თაკო ჭაბუკიანი, ამ სფეროს ერთ-ერთი წარმატებული სპეციალისტია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ადამიანური რესურსების მართვაში. ცოტა ხნის წინ მან წარმატებით გაიარა ბიდიო აკადემიაში  კურსი “ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული მართვა ISO 30414 სტანდარტით” და გაგვიზიარა თავისი გამოცდილება:

“პროფესიული განვითარება უწყვეტი პროცესია. მიხარია, რომ ბიდიო აკადემიაში გავიარე კურსი -,,ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული მართვა ISO 30414 სტანდარტით’’.

განსაკუთრებით მომეწონა, რომ კურსი ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც გვთავაზობს მრავალფეროვან მეტრიკებს HR სისტემების გასაზომად და გასაუმჯობესებლად. მარტივად რომ ვთქვა – გადაწყვეტილებებს მივიღებთ მონაცემებზე დაყრდნობით და შევძლებთ ჩვენი მაჩვენებლების შედარებას საერთაშორისო ბაზრის ტენდენციებთან!

ტრენერის პროფესიონალიზმმა და პრაქტიკულმა გამოცდილებამ მოგვცა არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღების, არამედ კონკრეტული მეტრიკების შერჩევისა და კომპანიაში დანერგვის დაგეგმვის საშუალება. განსაკუთრებით საინტერესო იყო სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელ მონაწილეებთან გამოცდილების გაზიარება!

სამწუხაროდ, HR მიმართულებით პროფესიული განვითარების კურსები ჩვენს ბაზარზე დეფიციტურია, ამიტომ ბიდიო აკადემიის ინიციატივა განსაკუთრებით დასაფასებელია. თუ  HR ხართ და გაინტერესებთ, როგორ გახადოთ თქვენი პროცესები უფრო გაზომვადი და ეფექტური – ეს კურსი ნამდვილად თქვენთვისაა!”

ვისთვის არის ეს კურსი?

,,ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული მართვა ISO 30414 სტანდარტით’’ – კურსი განკუთვნილია HR მენეჯერებისთვის, ბიზნეს ლიდერებისთვის და ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვინც დაინტერესებულია თანამედროვე HR სტრატეგიებით. კურსი მოიცავს ორ საერთაშორისო სტანდარტს – ISO 9001 და ISO 30414. მათი საშუალებით შესაძლებელია ადამიანური რესურსების უფრო ეფექტური მართვა და ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება.

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია

კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან, თუ როგორ შექმნან და დანერგონ ადამიანური კაპიტალის მართვის სისტემა, რომელიც ორიენტირებულია მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებზე. მსმენელები გაეცნობიან საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს და პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის HR პროცესების სრულყოფას. კურსი მოიცავს ინტერაქტიულ სესიებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და ქეისების განხილვას.