დღეს გაყიდვები აღარ არის მხოლოდ ერთი გუნდის პასუხისმგებლობა ან მარტივი პროცესი, რომელსაც ერთხელ ,,ააწყობ” და შემდეგ ავტომატურად მუშაობს. თანამედროვე ბიზნესში გაყიდვები წარმოადგენს ორგანიზაციულ არქიტექტურას, სტრუქტურას, სადაც სტრატეგია, პროცესები, გუნდი და კლიენტთან ურთიერთობის ყველა წერტილი ერთმანეთთან სინქრონშია და ზრდაზე მუშაობს.
![]() |
![]() |
სწორედ ამ მნიშვნელოვან თემას მიეძღვნა ვორქშოფი „გაყიდვების არქიტექტურა“, რომელიც BDO Academy-სა და ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) პარტნიორობით გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები, მენეჯერები და გაყიდვების ლიდერები, რომელთაც სურდათ გაეგოთ, თუ როგორ უნდა გარდაქმნან გაყიდვების პროცესი ბიზნესის სტრატეგიულ არქიტექტურად.
![]() |
![]() |
ევროპული ბიზნეს ასოციაციის მმართველ დირექტორმა, მარიამ ქუჩულორიამ აღნიშნა, რომ დღევანდელ კონკურენტულ გარემოში მხოლოდ კარგი პროდუქტი ან გაყიდვების სტანდარტული მიდგომა აღარ არის საკმარისი.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ვორქშოფის ორგანიზება, რადგან ბიზნესებს სჭირდებათ ახალი ხედვა გაყიდვების პროცესებზე. გაყიდვები არ არის მხოლოდ შეთავაზება და გარიგება – ეს ორგანიზაციის სტრატეგიის, პროცესებისა და ურთიერთობების კომპლექსური სისტემაა. სწორედ ამ სისტემის აწყობაზე იყო ორიენტირებული ჩვენი შეხვედრა.“
![]() |
![]() |
BDO Academy-ის ხელმძღვანელი, ელა მანიუკიანი, აღნიშნავს, რომ სწორედ გაყიდვების სტრატეგიული ხედვაა ის, რაც ბიზნესს განვითარების საშუალებას აძლევს. მსგავსი პრაქტიკული შეხვედრები კი, მისი თქმით, კომპანიებს რეალურ შედეგებს სთავაზობს.
„ჩვენი მიზანი იყო ისეთი სივრცის შექმნა, სადაც მსმენელები არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ რეალურ ინსტრუმენტებს მიიღებენ. გაყიდვების არქიტექტურა დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გამოწვევაა – პროცესები ხშირ შემთხვევაში ფრაგმენტულად, ქაოტურად არის აწყობილი, რაც ხელს უშლის ბიზნესის მდგრად ზრდას. ამ ვორქშოფის მთავარი ღირებულება იყო მენეჯერებისთვის მიგვეცა სტრატეგიული ხედვა, თუ როგორ აქციონ გაყიდვების სისტემა ერთიან არქიტექტურად.“
ტრენერმა და ექსპერტმა დაჯი ლიპარტელიანმა ვორქშოფზე გაყიდვების პროცესის სიღრმისეული ანალიზი გააკეთა და პრაქტიკული ინსტრუმენტები გააზიარა. მისი თქმით, გაყიდვების არქიტექტურა სისტემურ ხედვას გულისხმობს.
„ყველაზე ხშირად კომპანიები გაყიდვებს მხოლოდ კომერციულ განყოფილებას ანდობენ და პროცესს იზოლირებულად ტოვებენ. სინამდვილეში, გაყიდვები იწყება იქიდან, თუ როგორ ესმის ბიზნესს თავისი კლიენტის საჭიროება. გაყიდვები არ არის მხოლოდ შეთავაზება – ეს არის ურთიერთობის მშენებლობა თითოეულ შეხების წერტილში. როდესაც დიზაინერი ფიქრობს მომხმარებლის გამოცდილებაზე, ფინანსისტი აფასებს შეთავაზების ღირებულებას კლიენტის თვალით, როცა ოპერაციები დროულად რეაგირებენ მოთხოვნებზე – სწორედ აქ იქმნება სისტემური გაყიდვები.“
ვორქშოფმა ნათლად აჩვენა, რომ გაყიდვები აღარ შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთჯერადი მოქმედება ან გაყიდვების გუნდის იზოლირებული პასუხისმგებლობა. ეს არის კომპლექსური არქიტექტურა, რომელიც სწორი აწყობის შემთხვევაში უზრუნველყოფს მდგრად ზრდასა და გრძელვადიან წარმატებას.
კორპორატიული ტრენინგპროგრამების დეტალებზე ინფორმაციის მისაღებად და კონსულტაციის დასაჯავშნად მოგვმართეთ:
Academy@bdo.ge