გაყიდვები
გაყიდვების წარმატება არ არის მხოლოდ პროდუქტის ან სერვისის გაყიდვა – ეს არის მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციის, ნდობისა და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი.
კურსი მოიცავს გაყიდვების თანამედროვე მიდგომებს, მომხმარებლის ფსიქოლოგიას, მოლაპარაკების ტექნიკებსა და გაყიდვების სტრატეგიებს. კურსი აგებულია თეორიულ და პრაქტიკულ ელემენტებზე, რაც უზრუნველყოფს მიღებული ცოდნის დაუყოვნებლივ გამოყენებას რეალურ სამუშაო პროცესში.
სასწავლო კურსის მიზნები
- გაყიდვების თანამედროვე მიდგომების ცოდნა
- მომხმარებლის ფსიქოლოგიის უკეთ გააზრება
- მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარება
- გაყიდვების პროცესის ოპტიმიზაცია და სტრატეგიული დაგეგმვა
- ციფრული გაყიდვების არხების გამოყენების უნარი
სასწავლო კურსის აუდიტორია
- გაყიდვების მენეჯერებისა და წარმომადგენლებისთვის
- ბიზნესის განვითარების სპეციალისტებისთვის
- მარკეტინგის და კლიენტთა მომსახურების გუნდებისთვის
- ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს გაყიდვების და მოლაპარაკებების უნარების გაუმჯობესება
სასწავლო კურსის სწავლის შედეგები
ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:
- დანერგონ თანამედროვე გაყიდვების მიდგომები სამუშაო პროცესში
- შეძლონ გაყიდვა ყველა ციფრული არხიდან
- დანერგონ ლიდების გენერაციის ახალი მეთოდები
- შექმნან ხარისხიანი სამუშაო ბაზა
სწავლების მეთოდოლოგია
კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებისგან, რაც ხელს უწყობს მიღებული ცოდნის სწრაფად და ეფექტურად ათვისებას:
- თეორიული სესიები
- პრაქტიკული სავარჯიშოები და სამუშაო ჯგუფები
- რეალური ქეისების განხილვა და ანალიზი
- ინტერაქტიული დისკუსიები
სასწავლო კურსის შინაარსი
- გაყიდვების მენეჯერის როლი და პირადი ბრენდინგი
- ციფრული და სოციალური გაყიდვების ტენდენციები
- ცივი ზარებიდან შეხვედრამდე: ტექნიკები
- მოლაპარაკების წარმოება და გარიგების დახურვა
- ლიდების გენერაცია და ნეთვორქინგი
- Upselling და Cross-selling სტრატეგიები
ქეთევან რუსიშვილი
წამყვან კომპანიებში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება.
პრაქტიკული ექსპერტიზა Soft Skill- ების განვითარებაში, გაყიდვებსა და მომხმარებელთა მომსახურებაში.
ლექტორი, ტრენერი
20 წელზე მეტი ხნის პრაქტიკული გამოცდილებით მენეჯმენტსა და ლიდერობაში. იგი წლების განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანელობდა საბანკო ფილიალსა და სხვადასხვა კომპანიის დეპარტამენტებს, სადაც მისი ძირითადი საქმიანობა ლიდერობას, სტრატეგიულ მართვასა და შედეგებზე ორიენტირებულ მენეჯმენტს უკავშირდებოდა.
ქეთევანი აქტიურად მოღვაწეობს, როგორც მოწვეული ტრენერი და ლექტორი. იგი პროფესიონალებს ამზადებს შემდეგი საკვანძო მიმართულებებით: Soft Skills, მომსახურების სტანდარტები და ეფექტური მომსახურება, გაყიდვები და მოლაპარაკებები, ლიდერობა და მენეჯმენტი
🔗 LinkedIn
⏲︎ ხანგძლივობა: 9 საათი (3 დღე)
₾ ღირებულება: განსხვავებული