ფინანსური ანალიზი

ფინანსური ანალიზი არის ბიზნესის, პროექტების, ბიუჯეტისა და სხვა ფინანსური ტრანზაქციების შეფასებისა და ანალიტიკის პროცესი სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად. 

სასწავლო კურსის მიზნები 

კურსის მიზანია მონაწილეებს გააცნოს ფინანსური ანალიზისა და მენეჯემენტის საფუძველები და მეთოდები, კომპანიის მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებისა და რისკების შეფასების მიდგომები, სხვადასხვა მეთოდებით კომპანიის საბაზრო ღირებულების დადგენა და ფინანსური მოდელირების საუკეთესო პრაქტიკები.

სასწავლო კურსის აუდიტორია

  • ფინანსური ანალიტიკოსები და მენეჯერები
  • ბუღალტრები
  • საშუალო და მცირე კომპანიების დირექტორები
  • ყველა, ვისაც სურს განიმტკიცოს ცოდნა ფინანსებში.

სასწავლო კურსის სწავლის შედეგები

ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:

  • გაანალიზონ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და დაგეგმონ მისი მომავალი
  • შექმნან კომპანიის ფინანსური ბიუჯეტი და გაანალიზონ კომპანიის პროექტებისა და ინვესტიციების მომგებიანობა
  • MS Excel-ის მეშვეობით შექმნან სხვადასხვა ფინანსური მოდელი.

კურსს ექნება პრაქტიკული ხასიათი. თეორიულ მასალასთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან მონაწილეები.

სასწავლო კურსის შინაარსი 

  • კორპორატიული ფინანსების საფუძველები
  • ფინანსური უწყისების ანალიზი
  • საბრუნავი კაპიტალის მართვა
  • კომპანიის ფინანსური მოდელის აწყობა MS Excel-ში
  • ბიზნესის შეფასება და მისი მეთოდოლოგიები
  • ბიუჯეტირების პრინციპები და პროცესი
  • ვარიაცების ანალიზი და მისი წარდგენა
  • შემაჯამებელი პროექტი

ნიკოლოზ ახალაია

ბიზნეს კონსულტანტი და Logistics Solutions-ის მთავარი ფინანსური ოფიცერი 


CFA-ის მე-3 დონის კანდიდატი, FMVA® სერტიფიკატის მფლობელი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საერთაშორისო ფინანსების ბაკალავრი. მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება, საფინანსო და საბანკო მიმართულებით.

🔗 LinkedIn

ხანგძლივობა: 30 საათი  

ღირებულება: 800 ლარი

რეგისტრაცია
სილაბუსი