ფინანსები არაფინანსისტებისთვის
სასწავლო კურსის მიზნები
ფინანსები არაფინანსისტებისთვის კუსის მიზანია მსმენელებმა შეისწავლონ ფინანსური ანგარიშგების ძირითადი პრინციპები, შეიძინონ პრაქტიკული და თეორიული ცოდნა იმ საკითხების შესახებ, რომელიც მუშაობისას უნდა გაითვალისწინონ.
სწავლების პერიოდში მოხდება პრაქტიკული უნარების განვითარება ქეისების ანალიზისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებით.
სასწავლო კურსის აუდიტორია
- არაფინანსისტი დირექტორები და განყოფილების ხელმძღვანელები
- ბიზნესის მფლობელები
- თვითდასაქმებული მენეჯერები
- საშუალო დონის არაფინანსისტი მენეჯერები
სასწავლო კურსის სწავლის შედეგები
ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:
- ესმოდეთ აღრიცხვის ფუნდამენტური პრინციპები
- შეაფასონ ბიზნესის ეკონომიკა და გააანალიზონ ბიზნესის საქმიანობა
- გააუმჯობესონ ორგანიზაციული საქმიანობა და მეტად ჩაერთონ ფინანსურ დისკუსიებსა და გადაწყვეტილების მიღებაში
- კომფორტულად დაუკავშირდნენ ფინანსურ ხელმძღვანელებს და ეფექტურად შეუწყონ ხელი უკეთეს ფინანსურ შედეგებს.
სწავლების მეთოდოლოგია
კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისგან, სადაც განხილული იქნება სხვადასხვა ქეისები. ყოველი ლექციის ბოლოს მონაწილეები შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს.
სასწავლო კურსის შინაარსი
- რატომ არის მნიშვნელოვანი ფინანსების ცოდნა კომპანიის მენეჯმენტისთვის?
- ფინანსური ანგარიშგების სწორი აღქმა და კომპონენტების მიმოხილვა
- ფინანსური ანგარიშგების წაკითხვა და ანალიზი
- ხარჯთაღრიცხვა
- მომავლის პროგნოზირება
- ინვესტიციების შეფასება
მიხეილ ჟუჟუნაშვილი
BDO Georgia-ს ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის განყოფილების დირექტორი, ფინანსური მენეჯმენტის აუთსორსინგის მიმართულებით
მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება, სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) წევრი. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მოწვეული ლექტორი.
ხანგძლივობა: 12 საათი
₾ ღირებულება: განსხვავებული