Loading Events

« ყველა ღონისძიება

This ღონისძიება has passed.

თანამედროვე სამუშაო გარემო – ინფორმაციული ტექნოლოგიები და უსაფრთხოების რისკები

მაისი 25 19:00 20:15

8 ივნისიდან ვიწყებთ IT მენეჯმენტის კურსს, სადაც მსმენელები მიიღებენ ინფორმაციას IT-ისა და IS-ის მართვის მიმართულებით არსებულ სტანდარტებზე და პრაქტიკაში არსებულ მაგალითებზე.

გამოწვევები, რომლის წინაშეც თანამედროვე მსოფლიო დგას, აისახა ინფორმაციული ტექნოლოგიების და უსაფრთხოების სფეროზე. ამიტომაც, გიწვევთ ვებინარზე, სადაც ხატია ბაბუხადია და ანზორ მეხრიშვილი ისაუბრებენ იმაზე, თუ რა შეიცვალა IT ოპერაციების მართვაში და რა ახალი, დამატებითი რისკები მოიტანა დისტანციურად მუშაობის აუცილებლობამ

ვებინარზე დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.office.com/r/gqiK8Y5ivB

ტრენერების შესახებ:

ხატია ბაბუხადია – BDO Georgia-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელი.

ხატიას ინფორმაციულ ტექნოლოგიებში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს საბანკო და Gambling სფეროში, საჯარო სტრუქტურაში და აუდიტორულ კომპანიაში. აქედან 3 წელი ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების და მასში შემავალი რგოლების/პროცესების მართვის მიმართულებით

ანზორ მეხრიშვილი – BDO Georgia-ს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი.

ანზორს ინფორმაციულ უსაფრთხოებაში მუშაობის 9 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი ხელმძღვანელობით BDO Georgia-ში დაინერგა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სისტემა ISO/IEC 27001:2017

IT მენეჯმენტის კურსის შესახებ დეტალები იხ. ბმულზე: https://bdoacademy.edu.ge/it-menejmenti/