ეფექტური მომსახურება 

მომხმარებლების კმაყოფილება ბიზნესის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. კურსი მსმენელებს საშუალებას აძლევს დეტალურად გაეცნონ მომხმარებელთან ურთიერთობის ყველა ეტაპს, პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით თვალსაჩინოდ დაინახონ მომსახურების პროცესში არსებული პრობლემები, გაეცნონ ამ პრობლემების გამოსწორების გზებს და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ სერვისის მართვის უნარი.

სასწავლო კურსის მიზნები 

  • ოპერატორები
  • ადმინისტრატორები
  • კრედიტ ოფიცრები
  • ყველა, ვისაც საქმიანი ურთიერთობები აქვს მომხმარებლებთან.

სასწავლო კურსის სწავლის შედეგები

ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:

  • მომსახურების პროცესის გაუმჯობესებას
  • მომხმარებლის საჭიროებების სწორად და სწრაფად განსაზღვრას
  • სტრესის მართვას მომსახურების პროცესში
  • რთულ მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესებას
  • კონფლიქტური სიტუაციების შემცირებას.

ტრენინგს ექნება პრაქტიკული ხასიათი. განხილული იქნება ქეისები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან მონაწილეები.

თემატიკა

  • რა არის მომსახურება
  • მომსახურების ეტაპები
  • პირველადი კონტაქტი
  • სუბიექტური რეალობა
  • სხეულის ენა
  • მოთხოვნილების გამოვლენა
  • კითხვის დასმის ტექნიკა
  • მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და ალტერნატივები
  • გაყიდვების პროცესის მართვა
  • რთულ მომხმარებელთან ურთიერთობა
  • ნეგატიური ინფორმაციის მიწოდება
  • მომსახურების სტანდარტების შემუშავება ჯგუფებში

ქეთევან რუსიშვილი

ფინანსებისა და საბანკო საქმის მაგისტრი, ტრენერი


15 წელზე მეტი ხნის პრაქტიკული გამოცდილებით მენეჯმენტსა და ლიდერობაში. იგი წლების განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანელობდა საბანკო ფილიალსა და სხვადასხვა კომპანიის დეპარტამენტებს, სადაც მისი ძირითადი საქმიანობა ლიდერობას, სტრატეგიულ მართვასა და შედეგებზე ორიენტირებულ მენეჯმენტს უკავშირდებოდა.
ქეთევანი აქტიურად მოღვაწეობს, როგორც მოწვეული ტრენერი და ლექტორი. იგი პროფესიონალებს ამზადებს შემდეგი საკვანძო მიმართულებებით: Soft Skills, მომსახურების სტანდარტები და ეფექტური მომსახურება, გაყიდვები და მოლაპარაკებები, ლიდერობა და მენეჯმენტი

🔗 LinkedIn

ლიკა ჯაფარლი 

Soft Skills ტრენერი, სოციალური ფსიქოლოგი


12 წლიანი აქტიური გამოცდილება ტრენინგებისა და განვითარების სფეროში, კონფლიქტების მართვის მაგისტრი, ჩატარებული აქვს 500-ზე მეტი სოციალური უნარ-ჩვევების ტრენინგი თუ კონსულტაცია, როგორც ბიზნეს, ისე საჯარო სექტორში.

🔗 LinkedIn

ხანგრძლივობა: 12 საათი

ღირებულება: განსხვავებული

რეგისტრაცია
სილაბუსი