ელექტრონული კომერცია
ელექტრონული კომერცია, ასევე ცნობილი როგორც ელ. კომერცია (e-commerce), არის ონლაინ ტრანზაქციების განხორციელების პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველა ონლაინ აქტივობას, რომელიც მოიცავს პროდუქტებისა და სერვისების ყიდვასა და გაყიდვას.
სასწავლო კურსის მიზნები
კურსის მიზანია მონაწილეებმა შეისწავლონ ელექტრონული კომერციის საფუძვლები, სხვადასხვა ონლაინ პლატფორმების მართვის ხელსაწყოები და შეძლონ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება საერთაშორისო პლატფორმების დახმარებით.
სასწავლო კურსის აუდიტორია
- მცირე და საშუალო საწარმოები
- გადამყიდველები (Resellers)
- ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ვისაც სურს პრაქტიკულ დეტალებში გარკვევა, პრაქტიკული ცოდნისა და საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის გამოცდილების მიღება.
სასწავლო კურსის მოთხოვნები
- ინგლისური ენა B1
სასწავლო კურსის სწავლის შედეგები
ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:
- მინიმალური დანახარჯებით შექმნან და გამართონ სრულყოფილი, პროფესიონალური ვებგვერდი
- პლატფორმაზე დამოუკიდებლად განათავსონ პროდუქცია და მართონ გაყიდვები
- ეფექტურად გამოიყენონ საძიებო სისტემის საჭირო ხელსაწყოები
- ობიქტურად შეაფასონ მიღებული შედეგები
- ექსპორტზე გასვლისთვის საჭირო ხელსაწყოების მართვას
- გამოიმუშაონ ნებისმიერ გლობალურ ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე პროდუქციის განთავსებისთვის საჭირო უნარები.
- კურსს ექნება პრაქტიკული ხასიათი. თეორიულ მასალასთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან მონაწილეები
თემატიკა
- ელექტრონული კომერცია მეწარმეებისთვის
- Shopify-ის პლატფორმაზე მაღაზიის გახსნა
- საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია
- On Page SEO
- Shopify-ის გასაყიდი არხების ოპტიმიზაცია
- ფინალური პროექტების წარდგენა
ეკატერინა რამიშვილი
„ქისას“ დამფუძნებელი
ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, Etsy-ისა და Shopify-ის პლატფორმების ექსპერტი.
მსოფლიო მასშტაბით, გაყიდვების მაჩვენებლით Etsy-ის წარმატებული მაღაზიების 1%-ში.
ხანგძლივობა: 18 საათი
₾ ღირებულება: განსხვავებული