საგადასახადო სიახლეები
საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს.
სასწავლო სემინარის მიზნები
სემინარის მიზანია მსმენელებს გააცნოს 2021-2023 წელს ამოქმედებული მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეები, რომელიც მოიცავს ძირითად პრინციპებსა და დეტალებს ოფიციალური საილუსტრაციო ქეისების მაგალითზე.
სასწავლო სემინარის აუდიტორია
- ბუღალტრები
- საგადასახადო ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტები
- საგადასახადო დაბეგვრით დაინტერესებული პირები.
სწავლების მეთოდოლოგია
სემინარს ექნება პრაქტიკული ხასიათი. თეორიულ მასალასთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან მონაწილეები.
სემინარის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით და მიმდინარე მდგომარეობით არსებული ნორმატიული აქტების შესახებ (ბრძანებები, ინსტრუქციები, კომენტარები, სიტუაციური სახელმძღვანელოები და ა.შ.) საინფორმაციო ბაზა ელექტრონული ფორმით.
სასწავლო სემინარის შინაარსი
- დღგ, მოგების და წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის დეკლარაციების წარუდგენლობა
- სავარაუდო დარიცხვა (დღგ, საშემოსავლო და მოგების გადასახადები)
- ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესი
- არაარსებითი სასურსათო და არასასურსათო დანაკარგების დანაკლისად განუხილველობა
- აზარტული თამაშობებიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრა
- საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება
- დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრა
- სალაროს გონივრული ნაშთის განსაზღვრა
- საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციებისგან გათავისუფლების ღონისძიებები, რომელიც გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით
- საფინანსო სექტორის მოგების გადასახადით დაბეგვრის წესის განსაზღვრა
- დადგენილი საგადასახადო შეღავათების მოქმედების ვადის გაგრძელება
- ხანდაზმულობის ვადა
- დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება
- საგადასახადო მოთხოვნა
- ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა
- საშემოსავლო გადასახადის შეღავათის გამოყენების წესი
- მცირე ბიზნესის სტატუსი
- დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია
- საგადასახადო სამართალდარღვევა
- საგადასახადო სანქციის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენება
- საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება, რეალიზაცია და აღურიცხველობა
- ფიზიკური პირის მიერ აქტივის რეალიზაციის დაბეგვრა
თეონა პაპიაშვილი
BDO Georgia-ს საგადასახადო განყოფილების ჯგუფის ხელმძღვანელი
მუშაობის 11 წლიანი გამოცდილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.
ხანგძლივობა: 5 საათი (2 დღე)
₾ ღირებულება: განსხვავებული