მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზია (DEI)

მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზია (DEI) მოიცავს პროგრამებს, პოლიტიკებსა და პრაქტიკებს, რომლებიც ზრდის ჯგუფების ფართო სპექტრის წარმომადგენლობასა და მონაწილეობას ორგანიზაციაში. აღნიშნული მიდგომა გულისხმობს ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას, სადაც ყველა თანამშრომელს აქვს ღირსეული სამუშაო გარემო და თანაბარი წვდომა შესაძლებლობებზე.

BDO Academy, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი კომპანია, დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის (DEI) ვორქშოფის ფარგლებში გაეცნონ თანამედროვე ორგანიზაციაში DEI-ის დანერგვის და გამოყენების პრინციპებსა და ინსტრუმენტებს.

სასწავლო სემინარის მიზნები

ვორქშოფის მიზანია მონაწილეებმა მიიღონ ინფორმაცია მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის შესახებ, გააძლიერონ თავიანთი კულტურული კომპეტენცია, ამოიცნონ და შეარბილონ არაცნობიერი მიკერძოება, განავითარონ ლიდერობის ინკლუზიური უნარები და შეიძინონ პრაქტიკული ინსტრუმენტები ეფექტური DEI სტრატეგიების განსახორციელებლად და კონფლიქტების გადასაჭრელად სამუშაო ადგილზე.

სასწავლო სემინარის აუდიტორია

  • მენეჯერები და გუნდის ლიდერები, რომლებსაც სურთ შექმნან ინკლუზიური სამუშაო გარემო ორგანიზაციაში
  • HR პროფესიონალები, ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტები და DEI ოფიცრები, რომლებსაც სურთ გაიუმჯობესონ საკუთარი ცოდნა, უნარები და გაიზიარონ საკუთესო პრაქტიკები და კოლეგების გამოცდილება
  • ყველა თანამშრომელი, რომლებსაც სურთ სამუშაო ადგილზე ინკლუზიურ კულტურაში წვლილის შეტანა.

სასწავლო სემინარის სწავლის შედეგები

სემინარის მონაწილეები ვორქშოფის დასრულების შემდეგ შეძლებენ:

  • გაიაზრონ DEI-ის მნიშვნელობა და მისი სარგებლობა კერძო ორგანიზაციებისთვის
  • გაეცნონ გენდერული თანასწორობის პრაქტიკებსა და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმებს
  • გაეცნონ ორგანიზაციის შიგნით სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების ინკლუზიის, ადვოკატირებისა და მხარდაჭერის პრაქტიკებს ორგანიზაციაში
  • დაგეგმონ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნეირომრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ინკლუზიისკენ მიმართული პროექტები
  • გამოიყენონ ISO 30414 სტანდარტები DEI-თან დაკავშირებული HR მეტრიკის გასაზომად და გასაუმჯობესებლად.

სწავლების მეთოდოლოგია

ვორქშოფს ექნება პრაქტიკული ხასიათი. თეორიულ მასალასთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან მონაწილეები.

სასწავლო კურსის შინაარსი 

  • DEI-ს არსი და მნიშვნელობა, სარგებელი კერძო ორგანიზაციისთვის, მონაცემები და საუკეთესო პრაქტიკები
  • გენდერული თანასწორობა, სექსუალური შევიწროება და მისი პრევენცია ორგანიზაციაში
  • უმცირესობები და მოწყვლადი ჯგუფები (შშმ პირები, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობები და სხვა)
  • მენტალური ჯანმრთელობა და ნეირომრავალფეროვნება
  • Family-friendly ორგანიზაცია
  • პოლიტიკები და პრაქტიკები თანასწორი შესაძლებლობებისთვის
  • DEI-ს საზომი HR მეტრიკები ISO 30414 სტანდარტის მიხედვით.

ანი გაგუა

ორგანიზაციული განვითარების, HR მენეჯმენტის, სწავლისა და განვითარების კონსულტანტი


კერძო, საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის 15+ წლიანი გამოცდილებით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზაციული და შრომის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრი.

2017 წლიდან აქტიურად არის ჩართული კერძო სექტორში გენდერული თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობაში.

ამ პერიოდის განმავლობაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, USAID-ისა და ევროკავშირის დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, მან წარმატებით გაუწია დახმარება 20-ზე მეტ კერძო კომპანიას სამუშაო ადგილზე მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის ხელშემწყობი ზომების განხორციელებაში და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება შიდა კორპორატიული პოლიტიკის გადახედვაში, გენდერული და სოციალური ინკლუზიის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპებზე დაფუძნებული დასაქმებისა და შენარჩუნების პრაქტიკებისა და მეტრიკების შემუშავებაში, ასევე მენტორინგის პროგრამების დანერგვასა და სექსუალური შევიწროების საჩივრების მექანიზმების შემუშავებაში.

გარდა ამისა, ანი ატარებს სერტიფიცირებულ ტრენინგმოდულებს ადამიანური რესურსების პროფესიონალებისთვის და მენეჯერებისთვის გენდერული თანასწორობის, მრავალფეროვნების და ინკლუზიის შესახებ.

  • ჰარვარდის ქართულ ენაზე თარგმნისა და ადაპტაციის ბიზნეს მიმოხილვის ჯგუფის წევრი
  • Erickson International-ის ქოუჩის სერტიფიკატის მფლობელი. 

🔗 LinkedIn

ხანგძლივობა: 7 საათი  (1 დღე)

ღირებულება: 300 ლარი

რეგისტრაცია
სილაბუსი