თანამედროვე ბიზნესის წარმატება ორ ფუნდამენტურ საყრდენს ეფუძნება: ეფექტურ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებსა და განვითარებულ ადამიანურ კაპიტალს.
როგორ შევქმნათ გარემო, სადაც ეს ორი მიმართულება ერთმანეთს ავსებს და აძლიერებს?
სწორედ ამ სტრატეგიული ხედვის საპასუხოდ, უსაფრთხოების სფეროს ლიდერმა კომპანია „ნეოტექმა“ და BDO აკადემიამ დაიწყეს თანამშრომლობა, რაც „ნეოტექში“ BDO-ს სასწავლო მართვის სისტემის (LMS) დანერგვას გულისხმობს. ეს პარტნიორობა მიზნად ისახავს, შექმნას ერთიანი, სრულყოფილი სასწავლო სისტემა კომპანიისა და მისი ტექნიკური გუნდის განვითარებისთვის.
ნეოტექისა“ და BDO Academy-ის პარტნიორობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ორივე კომპანიის მიზანია ბიზნესპროცესების გაუმჯობესება, სისწრაფის გაზრდა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მხარდაჭერა.
უსაფრთხოების სფეროში 20-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „ნეოტექისთვის“ ადამიანური რესურსების განვითარება უმთავრესი პრიორიტეტია. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მონტაჟისა და სერვისის სპეციალისტები სამუშაო დროს ძირითადად სხვადასხვა ობიექტზე ატარებენ. სწორედ ამიტომ, კომპანიისთვის მნიშვნელოვანი გახდა თეორიული სწავლების ფორმატის შეცვლა, პროცესის მაქსიმალური ოპტიმიზაცია და მისი მოქნილ, ციფრულ სივრცეში გადაყვანა, რაც თანამშრომლებს საშუალებას მისცემდა, თეორიული მასალა ადგილზე მოსვლის გარეშე, მათთვის მოსახერხებელ დროსა და გარემოში აეთვისებინათ.
BDO აკადემია, როგორც ბიზნესგანათლებისა და პროფესიული განვითარების ლიდერი, კომპანიებს თანამედროვე LMS პლატფორმას სთავაზობს. ეს სისტემა ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, სწავლების პროცესები მართონ ნებისმიერი ადგილიდან.
ეს თანამშრომლობა ქმნის ეფექტურ, ჰიბრიდულ სასწავლო ციკლს, სადაც:
BDO LMS პლატფორმის მეშვეობით თანამშრომლები თეორიულ მასალას ონლაინ, თავისთვის მოსახერხებელ დროსა და მობილური მოწყობილობების გამოყენებით გადიან
მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე, „ნეოტექის“ ტრენინგ ცენტრში მხოლოდ პრაქტიკული მეცადინეობები და სიმულაციური დავალებები ტარდება.
შედეგად, BDO LMS-ის მეშვეობით თეორიული სწავლება სრულად ციფრულ და სწრაფ ფორმატში გადადის, „ნეოტექის“ ტრენინგ ცენტრი კი მიღებული ცოდნის პრაქტიკულ რეალიზებასა და დახვეწას უზრუნველყოფს.
დანერგვის პროცესი BDO-სა და „ნეოტექის“ გუნდების მჭიდრო, ეფექტური პარტნიორობით წარიმართა. სისტემის გაშვებიდან 6 თვეში თანამშრომლობამ უკვე თვალსაჩინო და გაზომვადი შედეგები აჩვენა:
- პლატფორმაზე უკვე ჩართულია 50-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი
- თანამშრომელთა 80%-მა წარმატებით გაიარა 4 საკვალიფიკაციო კურსი
- ტესტირების გავლის მაჩვენებელი 98%-ს აღემატება, ჩართულობა კი 96%-ზე მეტია
- თეორიულ სწავლებაზე დახარჯული დრო დაახლოებით განახევრდა, რამაც სამუშაო პროცესები გაცილებით ეფექტიანი გახადა.
პლატფორმის ანალიტიკური შესაძლებლობები მენეჯმენტს ეხმარება, სტრატეგიული გადაწყვეტილებები ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღოს. სწორედ BDO LMS-ის ანალიტიკა გახდება წლის ბოლოს თანამშრომელთა შეფასებისა და დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი.
საბოლოოდ, „ნეოტექისა“ და BDO აკადემიის თანამშრომლობა არის სტრატეგიული ნაბიჯი, რომელმაც კომპანიაში თვითსწავლის კულტურა გააძლიერა. თანამედროვე ტექნოლოგიისა და პრაქტიკული გამოცდილების სინერგია ქმნის საფუძველს, რომელზეც შენდება წარმატებული, მდგრადი და მომავალზე ორიენტირებული ბიზნესი.