თანამედროვე ბიზნესის წარმატება სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ორ ფუნდამენტურ საყრდენზე: ეფექტურ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებსა და განვითარებულ ადამიანურ კაპიტალზე. როგორ შევქმნათ გარემო, სადაც ეს ორი მიმართულება ერთმანეთს ავსებს და აძლიერებს?
სწორედ ამ სტრატეგიული ხედვის საპასუხოდ, BDO Academy, ბიზნეს განათლების ერთ-ერთი ლიდერი საქართველოში და Aisitec, HR ტექნოლოგიების ინოვატორი კომპანია, სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ. ეს პარტნიორობა მიზნად ისახავს, შექმნას ერთიანი, სრულყოფილი ღირებულების ჯაჭვი ქართული კომპანიებისთვის და მათი HR გუნდებისთვის.
BDO Academy-სა და Aisitec-ის თანამშრომლობა ბუნებრივ და ლოგიკურ კავშირს ეფუძნება. ორივე კომპანია ემსახურება ერთსა და იმავე მიზანს, დაეხმაროს ბიზნესს, გახდეს უფრო ეფექტური და ადამიანზე ორიენტირებული, თუმცა ამას სხვადასხვა, ერთმანეთის შემავსებელი კუთხით აკეთებს:
- BDO-ს საგანმანათლებლო მიმართულება, BDO Academy, უკვე ათ წელზე მეტია, რაც საქართველოში პროფესიული განვითარების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერია. აკადემია აერთიანებს კორპორატიულ და ღია ტრენინგებს და ასევე ფლობს Learning Management System-ს (LMS), რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს სწავლების პროცესები მართონ, გაანალიზონ და გაზომონ. BDO Academy-ის მისიაა დაეხმაროს კომპანიებს, შექმნან სწავლის კულტურა და განავითარონ ადამიანური კაპიტალი ისე, რომ სწავლა გახდეს ბიზნესის სტრატეგიული ნაწილი.
 
 
- Aisitec კი 2016 წლიდან ქმნის HR პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც HR სისტემით ამარტივებს და ავტომატიზებულს ხდის ისეთ მნიშვნელოვან პროცესებს, როგორიცაა HR ადმინისტრირება, ნამუშევარი დროის აღრიცხვა & ცვლები, Payroll & ფინანსები, დოკუმენტბრუნვა, 360° შეფასება, ანალიტიკა და თვითმომსახურება. 
 Aisitec-ის ღირებულებებია ინოვაცია, უსაფრთხოება და ადამიანზე ზრუნვა, პრინციპები, რომლებიც ქმნის ტექნოლოგიას, რომელიც რეალურად ემსახურება ადამიანებს.
ეს თანამშრომლობა ქართული HR სივრცისთვის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის და აყალიბებს სრულყოფილ ციკლს, სადაც:
Aisitec-ის პლატფორმიდან მიღებული ანალიტიკა ეხმარება კომპანიებს, ზუსტად განსაზღვრონ, რა საჭიროებები აქვს თქვენს გუნდს, სად არის ცოდნის ნაკლებობა ან რომელი უნარების გაძლიერებაა საჭირო.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, BDO Academy-ის სერვისები და ექსპერტიზა მათ საშუალებას აძლევს, შექმნან და მიაწოდონ მიზნობრივი სასწავლო პროგრამები თანამშრომლებს. 
მარტივად რომ ვთქვათ, Aisitec ეხმარება კომპანიებს, დასვან სწორი დიაგნოზი, BDO Academy კი, შეარჩიონ და განახორციელონ ეფექტური სტრატეგია.
BDO Academy-სა და Aisitec-ის პარტნიორობა ქართული HR პროფესიონალებისთვის არაერთ საინტერესო აქტივობას ითვალისწინებს, რომლებიც მათ ახალი ცოდნითა და ინსტრუმენტებით აღჭურვას ისახავს მიზნად. კერძოდ, იგეგმება ერთობლივი ვებინარებისა და ვორქშოპების სერია, რომელიც HR ტექნოლოგიების, AI-სა და სწავლების უახლეს ტრენდებს მიეძღვნება. ამასთანავე, საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, გამოქვეყნდება ანალიტიკური სტატიები და წარმატებული ქეისები. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში კორპორატიული კლიენტებისთვის სპეციალური, ინტეგრირებული შეთავაზებებიც მომზადდება.
საბოლოოდ, BDO Academy-სა და Aisitec-ის თანამშრომლობა არის სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული HR გარემოს გაძლიერებას. ტექნოლოგიისა და განათლების სინერგია ქმნის საფუძველს, რომელზეც შენდება წარმატებული, მდგრადი და მომავალზე ორიენტირებული ბიზნესი.
