კორპორატიული სწავლება საზღვრებს მიღმა: საწარმოს რისკების მართვის (ERM) ტრენინგი
Mertsi Rtveladze2025-05-16T16:37:33+04:00For English version, please scroll down ↓ თანამედროვე ბიზნესის წარმატება დიდწილად ეფუძნება თანამშრომელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და გლობალურ ცოდნას. კორპორატიული სწავლება გასცდა ლოკალურ საზღვრებს და იქცა სტრატეგიულ ინსტრუმენტად, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და ინოვაციური მიდგომების ათვისებაში. BDO აკადემია ამაყობს, რომ არის კორპორატიული განათლების გლობალური პროცესის აქტიური მონაწილე და პარტნიორობას უწევს წამყვან ორგანიზაციებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი ბოლოდროინდელი თანამშრომლობა Uzbek Leasing International-თან – 1995 წელს დაარსებულ უზბეკეთის ერთ-ერთ წამყვან სალიზინგო კომპანიასთან, რომელიც საერთაშორისო კაპიტალის მონაწილეობით ოპერირებს და მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორების განვითარების ხელშეწყობას. სწორედ ამ კომპანიის მენეჯერები ეწვივნენ სპეციალურად საქართველოს, რათა [...]