About Mertsi Rtveladze

This author has not yet filled in any details.
So far Mertsi Rtveladze has created 17 blog entries.

BDO Academy | Aisitec: ახალი შესაძლებლობა ქართული კომპანიებისთვის და მათი HR გუნდებისთვის

2025-10-30T15:40:38+04:00

თანამედროვე ბიზნესის წარმატება სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ორ ფუნდამენტურ საყრდენზე: ეფექტურ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებსა და განვითარებულ ადამიანურ კაპიტალზე. როგორ შევქმნათ გარემო, სადაც ეს ორი მიმართულება ერთმანეთს ავსებს და აძლიერებს? სწორედ ამ სტრატეგიული ხედვის საპასუხოდ, BDO Academy, ბიზნეს განათლების ერთ-ერთი ლიდერი საქართველოში და Aisitec, HR ტექნოლოგიების ინოვატორი კომპანია, სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ. ეს პარტნიორობა მიზნად ისახავს, შექმნას ერთიანი, სრულყოფილი ღირებულების ჯაჭვი ქართული კომპანიებისთვის და მათი HR გუნდებისთვის. BDO Academy-სა და Aisitec-ის თანამშრომლობა ბუნებრივ და ლოგიკურ კავშირს ეფუძნება. ორივე კომპანია ემსახურება ერთსა და იმავე მიზანს, დაეხმაროს ბიზნესს, გახდეს უფრო ეფექტური და ადამიანზე ორიენტირებული, თუმცა ამას სხვადასხვა, ერთმანეთის შემავსებელი კუთხით აკეთებს: BDO-ს საგანმანათლებლო მიმართულება, BDO [...]

BDO Academy | Aisitec: ახალი შესაძლებლობა ქართული კომპანიებისთვის და მათი HR გუნდებისთვის2025-10-30T15:40:38+04:00

რატომ არის PHRi სერტიფიკატი პასუხი ბიზნესის მთავარ გამოწვევებზე? მარიამ გელაშვილის ისტორია

2025-10-28T13:44:13+04:00

ადამიანური კაპიტალის მართვის როლი კომპანიების წარმატებაში არსებითად გაიზარდა. დღეს კომპანიები ეძებენ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებსაც შეუძლიათ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილებები და პირდაპირი გავლენა მოახდინონ ბიზნესის შედეგებზე. მაგრამ როგორ უნდა დაამტკიცოს HR პროფესიონალმა, რომ ის მზად არის ამ ახალი, სტრატეგიული როლისთვის? პასუხი გლობალურ სტანდარტებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ კვალიფიკაციაშია, რომელთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი PHRi (Professional in Human Resources - International™) სერტიფიკატია. რას ნიშნავს, იყო სტრატეგიული HR პარტნიორი?   PHRi-ის ანალიზი HRCI-ის (Human Resource Certification Institute) მიერ შემუშავებული PHRi-ის გამოცდის სტრუქტურა თავად გვიჩვენებს, თუ როგორია თანამედროვე HR-ის როლი. გამოცდის 50%-ზე მეტი ეთმობა არა ოპერაციულ, არამედ სტრატეგიულ საკითხებს: ბიზნესის მართვა (Business Management) - 14% სამუშაო ძალის [...]

რატომ არის PHRi სერტიფიკატი პასუხი ბიზნესის მთავარ გამოწვევებზე? მარიამ გელაშვილის ისტორია2025-10-28T13:44:13+04:00

რატომ არის შრომის კოდექსის ცოდნა ბიზნესის სტრატეგიული ამოცანა

2025-10-01T17:55:18+04:00

საქართველოს შრომის კოდექსი უბრალოდ წესების კრებული არ არის. ის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობის ფუნდამენტური ჩარჩოა. ეს ჩარჩო პირდაპირ გავლენას ახდენს კომპანიის სტაბილურობაზე, რეპუტაციასა და ფინანსურ მდგომარეობაზე. დღევანდელ ბიზნეს გარემოში, სადაც კანონმდებლობა მუდმივად იცვლება, ამ ნორმების ზედაპირული ცოდნა საკმარისი აღარ არის. დღეს HR და ბიზნესს მენეჯმენტს სჭირდება არა მხოლოდ ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა, არამედ იურიდიული რისკების სწორი კონტროლიც. შრომის კოდექსი ურთიერთობის ყველა ეტაპს დეტალურად არეგულირებს. ის ეხება ყველაფერს: დაწყებული კანდიდატის შერჩევიდან, დასრულებული თანამშრომლის გათავისუფლების რთულ პროცედურებამდე. ამ ნორმების არასწორმა ინტერპრეტაციამ კი, შესაძლოა, სერიოზული სამართლებრივი დავა და გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოიწვიოს. სწორედ აღნიშნული საკითხების სიღრმისეულად შესასწავლად შეიქმნა BDO Academy-ის შრომის სამართლის კურსი. ტრენინგები [...]

რატომ არის შრომის კოდექსის ცოდნა ბიზნესის სტრატეგიული ამოცანა2025-10-01T17:55:18+04:00

პროექტების მართვა: გლობალური გამოწვევები და ადგილობრივი გამოცდილება

2025-09-23T10:55:33+04:00

თანამედროვე ბიზნესში იდეები ყველაზე ძვირფასი ვალუტაა, თუმცა, მათი ღირებულება ნულს უტოლდება, თუ ბრწყინვალე ჩანაფიქრი რეალურ, ხელშესახებ საქმედ არ იქცა. სწორედ აქ შემოდის ,,პროექტების მართვა’’, დისციპლინა, რომელიც ქაოსს სტრუქტურად აქცევს და გუნდებს საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს. პროექტების მართვა ბევრად მეტია, ვიდრე ამოცანების განაწილება და ვადების კონტროლი. ის წარმოადგენს ბიზნეს კომპეტენციას, რომელიც სტრატეგიული აზროვნების, გუნდის მართვისა და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების სინთეზს მოითხოვს. როგორც აღმოჩნდა, პროფესიონალებზე, რომლებიც ამ კომპეტენციების ერთობლიობას ფლობენ, გლობალური მოთხოვნა უპრეცედენტოდ გაიზარდა. გლობალური პერსპექტივა: რატომ იქცა პროექტის მენეჯერი მომავლის პროფესიად?Project Management Institute-ის (PMI) უახლესი კვლევა, Global Project Management Talent Gap 2025, ერთგვარი განგაშის ზარია გლობალური ეკონომიკისთვის. ანგარიშის მიხედვით, პროექტის მენეჯმენტი მომავალი ათწლეულის [...]

პროექტების მართვა: გლობალური გამოწვევები და ადგილობრივი გამოცდილება2025-09-23T10:55:33+04:00

ISO 30414 სტანდარტის სტრატეგიული საჭიროება HR-ებისთვის – ინტერვიუ ელენე ლოგუასთან

2025-09-10T18:03:52+04:00

ორგანიზაციების გრძელვადიანი წარმატება პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანური კაპიტალის ეფექტურ მართვასთან. ევროკავშირის ახალი დირექტივების (CSRD) ფონზე, გამჭვირვალე და მონაცემებზე დაფუძნებული ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება (ISO 30414) უკვე აუცილებლობას წარმოადგენს. როგორ შეუძლია HR მენეჯერს მონაცემებით დაასაბუთოს საკუთარი გადაწყვეტილებები და აჩვენოს რომ მისი გუნდის მუშაობას კომპანიისთვის რეალური სარგებელი მოაქვს? BDO Academy-ისა და საკონსულტაციო კომპანია EVA-ს საერთო კურსი „ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული მართვა ISO 30414:2018 სტანდარტით“ სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს: ის HR პროფესიონალებს აძლევს მონაცემებზე დაფუძნებულ ბერკეტებს, რათა დაასაბუთონ საკუთარი სტრატეგიული ღირებულება. ამ საკითხებზე კი ჩვენ ვესაუბრეთ ელენე ლოგუას, სავალდებულო დაზღვევის ცენტრის HR და ადმინისტრაციული განყოფილების უფროსს, რომელმაც ცოტა ხნის წინ BDO აკადემიაში გაიარა აღნიშნული კურსი. სტრატეგიული ხედვა [...]

ISO 30414 სტანდარტის სტრატეგიული საჭიროება HR-ებისთვის – ინტერვიუ ელენე ლოგუასთან2025-09-10T18:03:52+04:00

BDO Academy-სა და EBA-ს პარტნიორობით გამართული ვორქშოფი – ,,გაყიდვების არქიტექტურა”

2025-08-07T16:26:41+04:00

დღეს გაყიდვები აღარ არის მხოლოდ ერთი გუნდის პასუხისმგებლობა ან მარტივი პროცესი, რომელსაც ერთხელ ,,ააწყობ'' და შემდეგ ავტომატურად მუშაობს. თანამედროვე ბიზნესში გაყიდვები წარმოადგენს ორგანიზაციულ არქიტექტურას, სტრუქტურას, სადაც სტრატეგია, პროცესები, გუნდი და კლიენტთან ურთიერთობის ყველა წერტილი ერთმანეთთან სინქრონშია და ზრდაზე მუშაობს. სწორედ ამ მნიშვნელოვან თემას მიეძღვნა ვორქშოფი „გაყიდვების არქიტექტურა“, რომელიც BDO Academy-სა და ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) პარტნიორობით გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები, მენეჯერები და გაყიდვების ლიდერები, რომელთაც სურდათ გაეგოთ, თუ როგორ უნდა გარდაქმნან გაყიდვების პროცესი ბიზნესის სტრატეგიულ არქიტექტურად. ევროპული ბიზნეს ასოციაციის  მმართველ დირექტორმა, მარიამ ქუჩულორიამ აღნიშნა, რომ დღევანდელ კონკურენტულ გარემოში მხოლოდ კარგი პროდუქტი ან გაყიდვების სტანდარტული მიდგომა აღარ არის საკმარისი. „ჩვენთვის [...]

BDO Academy-სა და EBA-ს პარტნიორობით გამართული ვორქშოფი – ,,გაყიდვების არქიტექტურა”2025-08-07T16:26:41+04:00

„ლიდერობა და მართვა“ – BDO აკადემიის ტრენინგების სერია ,,ტოიოტა ცენტრი თეგეტაში”

2025-07-15T13:05:09+04:00

დღევანდელი ბიზნეს რეალობა მენეჯერისგან მოითხოვს, რომ ის გასცდეს პროცესების მართვას და შეითავსოს ლიდერის, ემპათიური კომუნიკატორისა და გუნდის განვითარებაზე ორიენტირებული მენტორის როლი.  სწორედ ამ ხედვაზე დაყრდნობით შექმნა BDO აკადემიამ სპეციალურად მორგებული ტრენინგპროგრამა „ლიდერობა და მართვა“, რომელიც ,,ტოიოტა ცენტრი თეგეტას'' მენეჯერებისთვის განხორციელდა. პროგრამის შინაარსი და სტრუქტურა სრულად ასახავდა კომპანიის რეალურ საჭიროებებს. აქცენტი კეთდებოდა იმ კომპეტენციებზე, რომლებიც დღეს მენეჯერს ლიდერის როლში აყენებს: გადაწყვეტილებების მიღება, შთაგონება, მოტივაცია და თანამშრომელთა განვითარება. რატომ არის მენეჯერების განვითარება სტრატეგიული პრიორიტეტი? პარტნიორის ხედვა აღნიშნული პარტნიორობა აჩვენებს, რომ ,,ტოიოტა ცენტრი თეგეტა'' პროფესიულ განვითარებას ბიზნესის სტრატეგიულ მიმართულებად აღიქვამს.   როგორც ინტერვიუში აღნიშნეს HR გუნდის წარმომადგენლებმა - ნინო ჭანტურიამ, ადამიანური კაპიტალის მენეჯერმა და მაგდა [...]

„ლიდერობა და მართვა“ – BDO აკადემიის ტრენინგების სერია ,,ტოიოტა ცენტრი თეგეტაში”2025-07-15T13:05:09+04:00

რა უნდა იცოდე კურსის დაწყებამდე? 6 ნაბიჯი  

2025-06-24T11:11:49+04:00

ცოდნა მაშინ იძენს სიღრმეს, როცა ზუსტად იცი თუ რატომ იღებ მას. სწავლის პროცესს ყოველთვის წინ უნდა უძღვებოდეს მნიშვნელოვანი შეკითხვები: რატომ მივდივარ ამ გზით? რას ველოდები? რას ვცდილობ მივაღწიო? რისთვის ვარ მზად?    ბლოგში გაეცნობი 6 პრაქტიკულ ნაბიჯს, რომელიც დაგეხმარება, სწავლის პროცესი გააზრებულად დაგეგმო და მიღებული ცოდნა რეალურ, გამოყენებად გამოცდილებად აქციო.   განსაზღვრე სწავლის მიზანი სწავლა, რომელსაც მიზანი არ აქვს, იშვიათად იძლევა შედეგს. თუ კურსზე დარეგისტრირდი მხოლოდ იმიტომ, რომ თემა საინტერესოდ ჟღერდა, მიღებული გამოცდილებაც შესაძლოა ზედაპირული იყოს. სწავლის პროცესის დაწყებამდე ჰკითხე საკუთარ თავს: რა კონკრეტული სარგებელი უნდა მივიღო ამ კურსიდან? სად გამოვიყენებ ამ ცოდნას? როცა მიზანი კონკრეტულია, ცოდნაც შენს რეალურ საჭიროებაზეა მორგებული. [...]

რა უნდა იცოდე კურსის დაწყებამდე? 6 ნაბიჯი  2025-06-24T11:11:49+04:00

პერსპექტივა 6/1

2025-06-13T17:06:48+04:00

BDO Academy-ის ახალი ვიდეო კამპანია მრავალფეროვანი პერსპექტივების იდეაზეა აგებული. რატომ "პერსპექტივა 6/1"? შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სწავლის მიზანი ერთია - კონკრეტული ცოდნის მიღება. და ეს ასეა მანამ, სანამ არ აღმოვაჩენთ თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები იდენტურ ინფორმაციას განსხვავებულად. სწორედ ამიტომ, ჩვენი კამპანია არ ცდილობს ერთი უნივერსალური პასუხის პოვნას. ის გვანახებს, თუ როგორ შეიძლება ერთი და იგივე კითხვაზე მოიძებნოს ექვსი განსხვავებული პერსპექტივა.   სწავლა იწყება შეკითხვით, გრძელდება მოსმენით და სრულდება ინდივიდუალური ხედვის ჩამოყალიბებით.  სწორი პასუხი იბადება განსხვავებული შეხედულებების ანალიზით, რომელიც საბოლოოდ მიგიყვანს შენს პასუხამდე. რომელ კითხვებზე მიიღებთ პასუხს? კითხვები მოდის ყოველდღიური, რეალური სიტუაციებიდან. ზუსტად ისეთი, როგორიც შენს პროფესიულ გზაზე გაგჩენია. მაგალითად: „რას მივიღებ ამ [...]

პერსპექტივა 6/12025-06-13T17:06:48+04:00

სემინარი “AI პროექტების მენეჯმენტში”: ერთობლივი ნაბიჯი მომავლისკენ

2025-08-07T16:06:35+04:00

BDO აკადემიამ EBA-სა და BTU-სთან პარტნიორობით ჩაატარა სემინარი „AI პროექტების მენეჯმენტში“. ღონისძიებას BDO აკადემიის პროექტების მართვის ტრენერი, თამთა ბასილაია, უძღვებოდა. სემინარს დაესწრნენ კერძო სექტორის წარმომადგენლები, EBA-ს წევრები და ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ქალთა მენტორობა ტექნოლოგიების პროგრამებში“ ბენეფიციარები. სემინარი მიზნად ისახავდა ეჩვენებინა, როგორ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს თანამედროვე კომპანიები პროექტების მართვაში და როგორ შეიძლება ამ პროცესში ქართული ბიზნესის გაძლიერება. გვინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ ევროპის ბიზნეს ასოციაციას (EBA) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. BDO აკადემიისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პარტნიორობა, რადგან ის ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას, ბიზნეს საზოგადოების გაძლიერებასა და ინოვაციების დანერგვას. AI პროექტებში: თამთა ბასილაიას ხედვები და რჩევები ამ წარმატებული სემინარის შემდეგ, გადავწყვიტეთ [...]

სემინარი “AI პროექტების მენეჯმენტში”: ერთობლივი ნაბიჯი მომავლისკენ2025-08-07T16:06:35+04:00