არარეზიდენტი პირების დაბეგვრა
საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს.
სასწავლო სემინარის მიზნები
სემინარის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს მოქმედი გადასახადების მიხედვით არარეზიდენტი პირების დაბეგვრის ძირითადი პრინციპები.
სასწავლო სემინარის აუდიტორია
- დამწყები და პრაქტიკოსი ბუღალტრები
- საგადასახადო დაბეგვრის საკითხებით დაინტერესებული პირები, რომელთაც დაგროვებული აქვთ გარკვეული გამოცდილება და შეძენილი აქვთ ზოგადი ცოდნა ფინანსური აღრიცხვის სფეროში.
სასწავლო კურსის სწავლის შედეგები
მონაწილეები სემინარის დასრულების შემდეგ შეძლებენ:
- საგადასახადო სისტემისა და დაბეგვრის პრინციპების გამოყენებას
- საქართველოს საგადასახადო კოდექსთან მუშაობას
- საქართველოში მოქმედი არარეზიდენტი პირების გადასახადების შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნის გაღრმავებას
- არარეზიდენტი პირების გადასახადებთან დაკავშირებული ძირითადი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გაცნობას.
სწავლების მეთოდოლოგია
სემინარს ექნება პრაქტიკული ხასიათი. თეორიულ მასალასთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან სემინარის მონაწილეები.
სემინარის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით და მიმდინარე მდგომარეობით არსებული ნორმატიული აქტების შესახებ (ბრძანებები, ინსტრუქციები, კომენტარები, სიტუაციური სახელმძღვანელოები და ა.შ.) საინფორმაციო ბაზა ელექტრონული ფორმით.
სასწავლო სემინარის შინაარსი
- საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები (ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მოგება, დივიდენდი, როიალტი, პროცენტი და სხვა)
- ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულების გამოყენების წესი და გათავისუფლებით სარგებლობისთვის დადგენილი მოთხოვნების დაცვა
- არარეზიდენტი პირის მიერ გაწეული მომსახურების უკუდაბეგვრის დღგ-ით დაბეგვრა (მ.შ. ავანსად გადახდილი მომსახურების თანხის დღგ-ით დაბეგვრა)
- არარეზიდენტ პირთან დაკავშირებული ოპერაციების მოგების გადასახადით დაბეგვრა.
თეონა პაპიაშვილი
BDO Georgia-ს საგადასახადო განყოფილების ჯგუფის ხელმძღვანელი
მუშაობის 11 წლიანი გამოცდილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.
ხანგრძლივობა: 5 საათი (2 დღე)
₾ ღირებულება: განსხვავებული