ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობა

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობა გულისხმობს კანონების, რეგულაციებისა და პროცედურების საერთაშორისო ქსელს, რომელიც მიზნად ისახავს უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებისგან მიღებული შემოსავლის ან ტერორიზმის დაფინანსების გამოვლენას, რომელიც შენიღბული იყო ლეგიტიმურ შემოსავალად.

სასწავლო კურსის მიზნები 

სასწავლო კურსის მიზანია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ანგარიშვალდებული პირების ცნობიერების ამაღლება როგორც აღნიშნული სფეროში მოქმედი საკანონმდებლო და სარეკომენდაციო სახის პაკეტებზე, ასევე პრაქტიკაში იმპლემენტაციის შესახებ, რაც აუცილებელია მათ მიერ პროფესიული საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად განხორციელებისთვის.

სასწავლო კურსის აუდიტორია

  • საბუღალტრო ფირმები
  • პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრები
  • აუდიტორები
  • ყველა, ვისაც სურს განიმტკიცოს ცოდნა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ. 

სასწავლო კურსის სწავლის შედეგები

ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:

  • ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა და ცოდნა როგორც ფულის გათეთრებისა და მისი ეტაპების შესახებ, ასევე გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და სარეკომენდაციო პაკეტების შესახებ
  • რელევანტური რისკ-ფაქტორების შეფასების შედეგად ფულის გათეთრების რისკების იდენტიფიცირებასა და მართვას
  • პროფესიული საქმიანობის ფარგლებში აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებასა და შესაბამისობის სისტემის იმპლემენტაციას.

სწავლების მეთოდოლოგია

კურსს ექნება პრაქტიკული ხასიათი. თეორიულ მასალასთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან მონაწილეები

სასწავლო კურსის შინაარსი

  • საკანონმდებლო და სახელმძღვანელო დოკუმენტები
  • ფულის გათეთრების ეტაპები და მიმოხილვა
  • შესაბამისობის კონტროლის სისტემა
  • შესაბამისობის სისტემა – ინსტიტუციური და კლიენტების რისკების შეფასება, რისკის ცვლილება და პრევენციული ღონისძიებები
  • შესაბამისობის სისტემის მონიტორინგი / აუდიტი.

მარიამ პაიჭაძე

საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის დამოუკიდებელი წევრი


მუშაობის 7 წლიანი გამოცდილებით საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საბუღალტრო და აუდიტორულ ფირმებში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის მაგისტრი და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრი. 

🔗 LinkedIn

ხანგძლივობა: 5.5 საათი

ღირებულება: 300 ლარი

 

რეგისტრაცია
სილაბუსი