ეფექტური ბიზნეს გეგმა

ტრენინგის მიზანი

კურსის მიზანია მონაწილეებმა პრაქტიკულად ისწავლონ ბიზნეს გეგმის მომზადება, მისი სტრუქტურის სწორად ჩამოყალიბება, ბაზრის კვლევის ძირითადი მიდგომები და ფინანსური ნაწილის (ფინანსური მოდელის) აწყობა. კურსი ორიენტირებულია იმაზე, რომ მონაწილეებმა შეძლონ ბიზნეს გეგმის მომზადება რეალური გამოყენებისთვის: გრანტზე, ბანკზე, ინვესტორთან ან პარტნიორებთან წარსადგენად. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება Excel-ში პროგნოზირებაზე, ფინანსური მოდელირების ლოგიკასა და მზა შაბლონების გამოყენებაზე.

სამიზნე აუდიტორია

ტრენინგი განკუთვნილია:

  • მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისა და მენეჯერებისთვის
  • დამწყები მეწარმეებისა და სტარტაპების დამფუძნებლებისთვის
  • ინოვატორებისა და საგრანტო/საკონკურსო პროგრამების მონაწილეებისთვის
  • ბიზნესის განვითარების, გაყიდვების ან ოპერაციების თანამშრომლებისთვის, ვინც ჩართულია დაგეგმვაში
  • დამწყები ფინანსური ანალიტიკოსებისა და ბიზნეს კონსულტანტებისთვის.

მოსალოდნელი შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  • ბიზნეს გეგმის სტრუქტურის სწორად ჩამოყალიბებას
  • შემოსავლების ლოგიკის დაგეგმვას (ფასი, მოცულობა, გაყიდვების არხები, სეზონურობა)
  • ხარჯების სტრუქტურის სწორად დალაგებას (ფიქსირებული/ცვლადი, პირდაპირი/არაპირდაპირი)
  • ფინანსური მოდელის საბაზისო ვერსიის შექმნას
  • მომგებიანობის და ეფექტიანობის შეფასებას (მარჟები).

კურსი აგებულია პრაქტიკულ და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომაზე. სწავლების პროცესში მონაწილეები ეტაპობრივად გაივლიან ყველა ძირითად ნაბიჯს ბიზნეს იდეის ჩამოყალიბებიდან სრულფასოვანი ბიზნეს გეგმის შექმნამდე. პროგრამა მოიცავს ბაზრის ანალიზისა და ბიზნესის სტრატეგიული დაგეგმვის პრინციპებს, ფინანსური მოდელირების პრაქტიკულ სამუშაოებს MS Excel-ში, ხოლო კურსის დასასრულს მონაწილეები მოამზადებენ დასრულებულ ბიზნეს გეგმას და ისწავლიან მის ეფექტურ პრეზენტაციას.

თამარ ონიანი

ფინანსური ანალიტიკოსი | Nutrimax LLC


აქვს 10-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ფინანსებისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით. 2022 წლიდან არის „BDO აკადემიის“ ლექტორი. 9 წლის განმავლობაში მუშაობდა „BDO საქართველოს“ კორპორაციული ფინანსების დეპარტამენტში, სადაც აქტიურად იყო ჩართული არაერთ მნიშვნელოვან ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტში.

მონაწილეობდა მნიშვნელოვან პროექტებში შემდეგი მიმართულებით: Enterprise Georgia (აწარმოე საქართველოში) მცირე და საშუალო მეწარმეების განათლებისა და მხარდაჭერის პროგრამა (20242025), საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ბიზნეს გეგმის კურსი კონკურსში გამარჯვებულ ინოვატორებთან 2024 წელი, UN Women პროექტი: „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“ 20222023 წლები, მედეგი ქალი ფერმერები ძლიერი და მშვიდობიანი საზოგადოებების ასაშენებლად (ააიპ მშვიდობის კერა მანათეა  ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით) ტრენინგი: „როგორ მოვამზადოთ ბიზნეს გეგმა“ 2023 წელი, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (BAF) განგრძობითი პროფესიული სწავლება (CPD): ფინანსური ანალიზი 2022 წელი.

 

🔗 LinkedIn

🕙 ხანგძლივობა: 8 საათი

 ₾ ღირებულება: 300 ლარი