თანამედროვე ბიზნესში იდეები ყველაზე ძვირფასი ვალუტაა, თუმცა, მათი ღირებულება ნულს უტოლდება, თუ ბრწყინვალე ჩანაფიქრი რეალურ, ხელშესახებ საქმედ არ იქცა. სწორედ აქ შემოდის ,,პროექტების მართვა’’, დისციპლინა, რომელიც ქაოსს სტრუქტურად აქცევს და გუნდებს საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს.

პროექტების მართვა ბევრად მეტია, ვიდრე ამოცანების განაწილება და ვადების კონტროლი. ის წარმოადგენს ბიზნეს კომპეტენციას, რომელიც სტრატეგიული აზროვნების, გუნდის მართვისა და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების სინთეზს მოითხოვს. როგორც აღმოჩნდა, პროფესიონალებზე, რომლებიც ამ კომპეტენციების ერთობლიობას ფლობენ, გლობალური მოთხოვნა უპრეცედენტოდ გაიზარდა.

გლობალური პერსპექტივა: რატომ იქცა პროექტის მენეჯერი მომავლის პროფესიად?Project Management Institute-ის (PMI) უახლესი კვლევა, Global Project Management Talent Gap 2025, ერთგვარი განგაშის ზარია გლობალური ეკონომიკისთვის. ანგარიშის მიხედვით, პროექტის მენეჯმენტი მომავალი ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ და მოთხოვნად მიმართულებად ყალიბდება. ციფრები კი თავად მეტყველებს:

„2025 წლისთვის მსოფლიოში პროექტების მენეჯმენტის სფეროში დაახლოებით 40 მილიონი პროფესიონალია, რაც მასშტაბით უდრის ისეთი დარგების ზომას, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტი ან მედიცინა. თუმცა, 2035 წლისთვის მოთხოვნა გაიზრდება 65 მილიონამდე, რაც 30 მილიონამდე პროფესიონალის დეფიციტს შექმნის.“

რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ კომპანიებს, სამშენებლო სექტორიდან დაწყებული IT ინდუსტრიით დამთავრებული, მნიშვნელოვნად გაუჭირდებათ იმ კვალიფიციური კადრების პოვნა, რომლებსაც იდეების რეალურ შედეგებად ქცევა შეუძლიათ. ეს არა მხოლოდ რისკია ბიზნესის ეფექტიანობისთვის, არამედ ისტორიული შესაძლებლობაა იმ ადამიანებისთვის, ვინც მზად არის, დაეუფლოს ამ მოთხოვნად პროფესიას.

გამოცდილებიდან ახალ ცოდნამდე: სოფო ბედუკაძე
გლობალური ტენდენციების ფონზე, საინტერესოა, როგორ აღიქმება ეს პროფესია საქართველოში. ამის გასაგებად, ჩვენ ვესაუბრეთ სოფო ბედუკაძეს, BDO აკადემიის პროექტების მართვის კურსის კურსდამთავრებულს, რომელიც დღეს „ჭკვიანი სახლების“ სისტემების დანერგვის, ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ სფეროში მოღვაწეობს.

სოფოს გზა პროექტების მართვაში, ბევრი პროფესიონალის მსგავსად, პრაქტიკული გამოცდილებით დაიწყო.

შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში საკუთარი თავი აღმოვაჩინე. პროექტების მართვა აღმოჩნდა მიმართულება, სადაც ჩემი მრავალწლიანი კარიერული გამოცდილებით, საკუთარი თავის რეალიზაცია საუკეთესოდ შევძელი,“ 

თუმცა, ნებისმიერი წარმატებული პროფესიონალისთვის დგება მომენტი, როცა პრაქტიკული გამოცდილება თეორიულ ჩარჩოსა და თანამედროვე მეთოდოლოგიებს საჭიროებს. სწორედ ამან უბიძგა სოფოს ახალი ცოდნის ძიებისკენ:

მქონდა სურვილი, ჩემი პრაქტიკული გამოცდილება თეორიული ცოდნითა და თანამედროვე მიდგომებით გამემყარებინა, რისთვისაც BDO Academy საუკეთესო არჩევანი იყო.“

ცოდნიდან თავდაჯერებულობამდე
სოფო კურსის მთავარ უპირატესობად სტრუქტურირებულ პროგრამას, ტრენერის მაღალ პროფესიონალიზმსა და პრაქტიკულ მაგალითებს გამოყოფს:

„კურსი კარგად იყო სტრუქტურირებული, ტრენერის პროფესიონალიზმი განსაკუთრებული იყო. მყარი თეორიული ცოდნის გარდა, შეხვედრებზე გაზიარებულ იქნა პრაქტიკული მაგალითები და თანამედროვე ინსტრუმენტები. მეგობრული გარემოც აუცილებლად უნდა აღინიშნოს.“

ტრენინგებმა უშუალო და ხელშესახები გავლენა მოახდინა მის ყოველდღიურ საქმიანობაზე. ეს იყო ტრანსფორმაცია ვარაუდიდან ცოდნამდე, რაც პროფესიული თავდაჯერებულობის ქვაკუთხედია.

„თუ კი ადრე ვფიქრობდი, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება შესაძლოა სწორი ყოფილიყო, ახლა ზუსტად ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღო, რადგან ის ყველაზე ეფექტური იქნება. კურსმა ჩემი მიდგომები უფრო სტრუქტურირებული და მიზანმიმართული გახადა.“

ინვესტიცია საკუთარ თავში
საბოლოოდ, პროფესიული განვითარება უწყვეტი პროცესია. ტექნოლოგიები იცვლება, ბაზარი ახალ გამოწვევებს გვთავაზობს და ის, რაც გუშინ მუშაობდა, ხვალ შეიძლება არაეფექტური აღმოჩნდეს. სოფოს რჩევა ყველასთვის, ვინც კარიერულ წინსვლაზე ფიქრობს, მარტივი და ამავდროულად ფუნდამენტურია:

„თუ ადამიანი მიისწრაფვის კარიერული ზრდისა და წარმატებისკენ, ახალი უნარების ათვისება ყოველთვის სასარგებლოა. ეს არის საკუთარ თავში ჩადებული საუკეთესო ინვესტიცია, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ პროფესიული მიზნების განხორციელებაში.“

BDO Academy-ის პროექტების მართვის კურსი სწორედ ამ მიზნით არის შექმნილი, თეორიისა და პრაქტიკის სინთეზით, პროფესიონალებს მისცეს ის უნარები, რომლებიც გლობალური ბაზრის ტენდენციების ფონზე სულ უფრო მეტად ფასობს.

თუ, თქვენი გუნდისთვის კორპორატიული ტრენინგის დაგეგმვა გსურთ, დაგვიკავშირდით:
Academy@bdo.ge
ღია ჯგუფის კურსზე დასარეგისტრირებლად კი გადადით ბმულზე: პროექტების მართვა