HR ანალიტიკა
HR ანალიტიკა არის HR მონაცემების სისტემატიური შეგროვების, ანალიზისა და მისი ინტერპრეტაციის პროცესი, რათა გაუმჯობესდეს ორგანიზაციის სამუშაო შესრულება და ბიზნეს გადაწყვეტილებები. ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, HR პროფესიონალებს საშუალება აქვთ მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამუშაო ძალის ტენდენციების შესახებ, გააძლიერონ თანამშრომელთა ჩართულობის დონე და წარმართონ სტრატეგიული ინიციატივები ორგანიზაციული ბიზნეს მიზნების შესაბამისად.
სასწავლო კურსის მიზნები
სასწავლო კურსის მიზანია მონაწილეებმა, მონაცემებზე დაფუძნებული ეფექტური სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად, მიიღონ HR ანალიტიკის საბაზისო ცოდნა და გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარები.
სასწავლო კურსის აუდიტორია
- HR სპეციალისტები
- HR მენეჯერები
- კომპანიის მენეჯმენტი
- ყველა, ვისაც სურს ფლობდეს HR მონაცემების დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებს და იცოდეს, როგორ აქციოს მონაცემები ღირებულ ინფორმაციად.
სასწავლო კურსის სწავლის შედეგები
ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:
- HR ანალიტიკისა და მისი მნიშვნელობის ძირითად გაგებას
- გამოიმუშაონ HR-ისთვის დამახასიათებელი მონაცემთა ანალიზის პრაქტიკული უნარ-ჩვევები
- HR მონაცემების ინტერპრეტაციასა და გამოყენებას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებ
- HR ანალიტიკის სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და ტექნიკის გამოყენებას.
სწავლების მეთოდოლოგია
კურსს ექნება პრაქტიკული ხასიათი. თეორიულ მასალასთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან მონაწილეები.
სასწავლო კურსის შინაარსი
- HR ანალიტიკის მიმოხილვა და მისი მნიშვნელობა ბიზნესისთვის
- HR ანალიტიკის თანამედროვე მიდგომები და ტენდენციები
- HR KPI-ები და HR მეტრიკები
- პერსონალის ტრენინგები და განვითარება, ROI
- HR რეპორტინგის მნიშვნელობა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში
- HR კვლევები და მათი სახეები
- HR ანალიტიკაზე დაფუძნებული ბიუჯეტირება.
ეკა ნოზაძე
„გასტრონომ ჯგუფის“ HR ბიზნეს პარტნიორი
სხვადასხვა სფეროს წამყვან კომპანიებში უმაღლეს მენეჯერულ რგოლში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილებით. საერთაშორისო დონის პროფესიონალი ქოუჩი. ICF საქართველოს ჩაპტერის ასოცირებული წევრი.
ხანგძლივობა: 26 საათი
₾ ღირებულება: 1 200 ლარი