ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული მართვა ISO 30414 სტანდარტით
ISO 30414:2018 არის ადამიანური კაპიტალის ანგარიშგების პირველი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციულ წარმატებაში ადამიანური კაპიტალის წვლილის შეფასებას.
BDO Academy, საკონსულტაციო კომპანია EVA-სთან პარტნიორობით, დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს კურსის ფარგლებში გაეცნონ ორგანიზაციაში ISO 30414:2018 პრინციპებსა და ინსტრუმენტებს.
ISO 30414-ს შესახებ
ISO 30414 − ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება − პირველი საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციას მკაფიოდ გაიაზროს საკუთარი ადამიანური კაპიტალის რეალური წვლილი ბიზნესის წარმატებაში.
2023 წლის 31 ივლისს ევროკომისიამ მიიღო ევროპის მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტები (ESRS), ანგარიშგების ფორმა კომპანიებისთვის, რომელებიც ვალდებული არიან მოახდინონ ანგარიშგება მდგრადობასთან დაკავშირებულ ზემოქმედებებზე, რისკებსა და შესაძლებლობებზე ევროკავშირის კორპორატიული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის (CSRD) მიხედვით.
ESRS S1 სამუშაო ძალის ანგარიშგება სავალდებულო გახდება მცირე და საშუალო ბიზნესისა და მსხვილი კომპანიებისთვის. ამრიგად, კომპანიები ვალდებულნი იქნებიან განახორციელონ ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება, რათა გამოთვალონ მათ მიერ ადამიანურ კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციის უკუგება და გავლენა როგორც საკუთარი ბიზნესის, ისე ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე.
HR მეტრიკების დანერგვით, HR მენეჯერები შეძლებენ დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები ცვლილებების მიმართ და ამით გავლენა მოახდინონ და წვლილი შეიტანონ სტრატეგიულ დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
ადამიანური კაპიტალის ანალიტიკის ეფექტურად განხორციელებით, შესაძლებელია:
- გავლენა იქონიოთ ბიზნეს პარტნიორებსა და მთავარ დაინტერესებულ მხარეებზე
- გაზარდოთ კომპანიაში მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების სიხშირე
- გააძლიეროთ თანამშრომლობა ტოპ მენეჯმენტთან და გახადოთ კომუნიკაცია გამჭვირვალე და ეფექტური.
ვრცლად ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: ISO 30414:2018
სასწავლო კურსის მიზნები
აღნიშნული კურსი განკუთვნილია HR პროფესიონალებისთვის, ორგანიზაციულ წარმატებაზე მათი მუშაობის ფინანსური ღირებულებისა და გავლენის დემონსტრირებისთვის, შესაბამისი უნარებისა და ცოდნის შესაძენად.
- HR პერსონალი, ვინც უკვე ჩართულია ან აპირებს ჩაერთოს ორგანიზაციის სტრატეგიულ განვითარებაში
- HR მენეჯერები, ვინც ჩართულია HR ანალიტიკაში, ახორციელებს შედეგების ანალიზსა და ამუშავებს სტრატეგიული გადაწყვეტილებებისათვის საჭირო წინადადებებს
- HR პროფესიონალები, ვინც მართავს HR პერსონალს და პასუხისმგებელია HR მართვის სრულ ციკლზე.
სასწავლო კურსის სწავლის შედეგები
ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:
- აქტიური მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის რედიზაინსა და სტრატეგიულ დაგეგმარებაში
- განახორციელონ ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება და მონიტორინგი
- მოითხოვონ და განახორციელონ ცვლილებები მტკიცებულებებზე დაფუძნებული არგუმენტებით.
სწავლების მეთოდოლოგია
ტრენინგი მეტწილად წარიმართება სწავლების პრაქტიკული მეთოდის გამოყენებით, რაც მსმენელებს საშუალებას მისცემს პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით უკეთ გაიაზრონ განსახილველი თემის არსი და მნიშვნელობა და შეძლონ შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
კურსის დასასრულს ჩატარდება ტესტირება და მონაწილეებს საშუალება ექნებათ არჩევით მოდულად საბოლოო პროექტის წარდგენა.
სასწავლო კურსის შინაარსი
- სტრატეგიული მართვა
- ორგანიზაციული მოწყობა და ISO სტანდარტები
- ანალიტიკის მნიშვნელობა სტრატეგიული მიზნების ფორმირებისას
- კორპორაციული კულტურა და კარგი დამსაქმებლის სტრატეგია
- ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება ISO 30414 სტანდარტის შესაბამისად
- ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული მრათვა მდგრადი განვითარებისათვის.
სალომე არღვლიანი
საკონსულტაციო კომპანია EVA-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
მუშაობის 13+ წლიანი გამოცდილებით საქართველოსა და გერმანიაში. ლაიფციგის უნივერსიტეტის ორგანიზაციული პროცესებისა და ცოდნის მართვის განხრით ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი და სერტიფიცირებული ID37 მასტერი.
დანერგვის ექსპერტი შემდეგ სტანდარტებში:
- ISO 30414 – ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება
- ISO 30405 – რეკრუტინგის სისტემა
- ISO 10667-2 – HR პროცესების ხარისხის მართვა
- ISO 9001:2015 მართვის სისტემის ხარისხი
- ISO 21001:2020 საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვა.
გაეცანით ბლოგს: ადამიანური კაპიტალის ანგარიშგების ISO საერთაშორისო სტანდარტი
ხანგძლივობა: 17 საათი
₾ ღირებულება: 1 500 ლარი