პროექტის მართვა

პროექტის მართვის ცოდნა ნებისმიერ სფეროში მომუშავე როგორც საწყის, ასევე საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის საინტერესოა, თუ მათ უწევთ პროექტულ გარემოში მუშაობა, სადაც პროცესებისა და რესურსების ეფექტურად და გაცნობიერებულად მართვა, მოქნილობა და მუდმივი გაუმჯობესებისკენ სწრაფვა მნიშვნელოვანი ფაქტორებია სასურველი შედეგის მისაღებად.

სასწავლო კურსის მიზნები 

კურსის მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ პროექტის მართვის ყველა ის კომპონენტი, რაც ინიცირებიდან – პროექტის დახურვამდე არის გასათვალისწინებელი.

კურსის განმავლობაში მოხდება როგორც პროექტის მართვის სხვადასხვა მეთოდოლოგიებისა და მათ პრიორიტეტების მიმოხილვა, ასევე ტრენინგის მონაწილეები დამოუკიდებლად იმუშავებენ ინდივიდუალურ პროექტზე, სადაც სამუშაოების გაციფრულებისთვის გამოიყენებენ ისეთ დამხმარე ინსტრუმენტებს, როგორებიცაა: Jira, Miro და სხვა.

სასწავლო კურსის აუდიტორია

  • ყველა, ვისაც სურს მიიღოს და განიმტკიცოს ცოდნა პროექტების მართვის მიმართულებით. 

სასწავლო კურსის სწავლის შედეგები

ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:

  • მიშვნელოვანი კომპონენტების გათვალისწინებას პროექტის მართვის დროს
  • გაცნობიერებულად მართონ პროცესი და შეამცირონ ინტუიციური ქმედებები
  • პროექტის ფარგლებში კომუნიკაციებისა და ურთიერთობების მართვას
  • თანმიმდევრულად მართონ პროექტი ინიცირებიდან დახურვამდე და სხვადასხვა მართვის მეთოდოლოგიების გაცნობის შედეგად მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება
  • პროექტის მართვისთვის საჭირო აქტუალური ხელსაწყოების გამოყენებას.

კურსს ექნება პრაქტიკული ხასიათი. თეორიულ მასალასთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან მონაწილეები. 

სასწავლო კურსის შინაარსი 

  • პროექტის მართვის ზოგადი ტერმინოლოგიები და მართვის განსხვავებული მეთოდოლოგიები
  • პროექტის ინიცირების ეტაპის მართვა
  • პროექტის შინაარსის ფორმულირება
  • დაინტერესებული მხარეების განსაზღვრა/მართვა და საკომუნიკაციო გეგმის შედგენა
  • გუნდის მართვის მიდგომები
  • პროექტის გრაფიკის აგება და მიმდინარეობის დინამიკის მართვა ინსტრუმენტების გამოყენებით
  • რესურსების ეფექტურად გადანაწილების ტექნიკები
  • ბიუჯეტის შექმნა და მართვა
  • რისკების იდენტიფიცირება/ანალიზი და მართვა
  • ცვლილებების მართვა
  • პროექტის დახურვა

თამთა ბასილაია – PMP, PMI-ACP

ევექსი ჰოსპიტლების სტრატეგიული პროექტის მენეჯერი


მუშაობის 8+ წლიანი გამოცდილებით, სერტიფიცირებლი პროექტის მენეჯერი (PMP, PMI-ACP). თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროექტის მართვის მოწვეული ლექტორი. 

თამთა PMI საქართველოს წარმომადგენლობის წევრია და ეწევა მოხალისეობრივ საქმიანობას, რითაც ხელს უწყობს პროექტის მართვის დარგის პოპულარიზებას საქართველოში.

🔗 LinkedIn

ხანგძლივობა: 24 საათი

ღირებულება: 800 ლარი

რეგისტრაცია
სილაბუსი