ფინანსური ანალიზი
ფინანსური ანალიზი არის ბიზნესის, პროექტების, ბიუჯეტისა და სხვა ფინანსური ტრანზაქციების შეფასებისა და ანალიტიკის პროცესი სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად.
სასწავლო კურსის მიზნები
კურსი განკუთვნილია იმ პროფესიონალებისთვის, ვინც უკვე ფლობს ფინანსურ ცოდნას და სურს უფრო ღრმად დაეუფლოს ფინანსური ანალიზისა და მენეჯმენტის პრაქტიკებს. პროგრამა ყურადღებას ამახვილებს კომპანიის ფინანსური გადაწყვეტილებების შეფასების თანამედროვე მიდგომებზე, რისკების ანალიზზე, სხვადასხვა მეთოდით კომპანიის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის უფრო განვითარებულ ტექნიკებსა და ფინანსური მოდელირების პრაქტიკულ, პროფესიულ სტანდარტებზე.
სასწავლო კურსის აუდიტორია
- მოქმედი პრაქტიკოსი ფინანსისტები და ანალიტიკოსები
- ბუღალტრები
- ყველა, ვისაც სურს განიმტკიცოს ცოდნა ფინანსებში.
სასწავლო კურსის სწავლის შედეგები
ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:
- გაანალიზონ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და დაგეგმონ მისი მომავალი
- შექმნან კომპანიის ფინანსური ბიუჯეტი და გაანალიზონ კომპანიის პროექტებისა და ინვესტიციების მომგებიანობა
- შეაფასონ ფინანსური ანგარიშგების სანდოობა და დააიდენტიფიცირონ მნიშვნელოვანი მუხლები.
კურსს ექნება პრაქტიკული ხასიათი. თეორიულ მასალასთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან მონაწილეები.
სასწავლო კურსის შინაარსი
- კორპორატიული ფინანსების საფუძველები
- ფინანსური უწყისების ანალიზი
- საბრუნავი კაპიტალის მართვა
- კომპანიის ფინანსური მოდელის აწყობა MS Excel-ში
- ბიზნესის შეფასება და მისი მეთოდოლოგიები
- ბიუჯეტირების პრინციპები და პროცესი
- ვარიაცების ანალიზი და მისი წარდგენა
- შემაჯამებელი პროექტი
ტრენინგის ბოლო +1 შეხვედრა დაეთმობა Amadeo-ს ფუნქციონალისა და ფინანსური ავტომატიზაციის მიმოხილვას.
შეხვედრის ფარგლებში მიმოიხილება შემდეგი საკითხები:
- Amadeo პლატფორმის გაცნობა ფინანსური მენეჯერისთვის/ანალიტიკოსისთვის: პლატფორმის სტრუქტურა და ძირითადი ლოგიკა, ფინანსური მონაცემების ინტეგრაცია და ბაზისური ანალიზი, P&L და ash Flow Dashboard-ების მიმოხილვა
- KPI და ფინანსური უწყისების ანალიზი: ფინანსური უწყისების ავტომატიზაცია, KPI-ების შექმნა და მონიტორინგი
- ბიუჯეტის მართვა: ფულადი ნაკადების პროგნოზირება და მონიტორინგი, ბიუჯეტის დაგეგმარება და ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია
- კონტრაგენტები და დავალიანების ანალიზი, კონტრაგენტების ფინანსური მონიტორინგი, დავალიანებების მართვა და ანალიზი.
შეხვედრას გაუძღვება გიორგი ჩუგოშვილი – ფინანსური ანალიტიკისა და ბიზნეს რეპორტინგის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტი და amadeo.ge-ის დამფუძნებელი.
მიხეილ ჟუჟუნაშვილი, ACCA
BDO Georgia-ს ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის განყოფილების დირექტორი, ფინანსური მენეჯმენტის აუთსორსინგის მიმართულებით
მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება, სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) წევრი. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მოწვეული ლექტორი.
🔗 LinkedIn
ბექა ჩიქოვანი, ACCA
მენეჯერი, BDO Georgia-ს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულება
აქვს 5+ წლიანი გამოცდილება საკონსულტაციო სფეროში, მათ შორის შეფასების სერვისებში, ბიზნეს გეგმებსა და ბაზრის კვლევაში, ფინანსურ ანალიზში, დიუ დილიჯენსში, ტრანზაქციულ მომსახურებებში, კაპიტალის ბაზრებსა და დაფინანსების მოზიდვაში, ასევე ფინანსურ ექსპერტიზაში სასამართლო დავების მხარდაჭერისთვის.
ფლობს CFA Institute-ის მდგრადი ინვესტირების სერტიფიკატს, არის CFA II დონის კანდიდატი და ACCA-ის 13 გამოცდიდან 9 წარმატებით აქვს ჩაბარებული.
განათლება მიღებული აქვს კოზმინსკის უნივერსიტეტში (ფინანსები და ბუღალტერია, MSc), ISET-ში (ეკონომიკა, MSc) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (გამოყენებითი მათემატიკა, BSc).
ბექას სამუშაო გამოცდილება მოიცავს მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებთან საკონსულტაციო საქმიანობას სხვადასხვა სექტორში.
ხანგძლივობა: 26 საათი
₾ ღირებულება: 900 ლარი