IT მენეჯმენტი

თანამედროვე სამყაროში კომპანიის ტექნოლოგიური განვითარება, ბიზნეს პროცესების გაციფრულება და შეძლებისდაგვარად ავტომატიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნული პროცესები წარმატებით განხორციელდეს აუცილებელია ნათელი იყოს თუ რა მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების განვითარება კომპანიისთვის და თითოეული თანამშრომლისათვის.  

სასწავლო კურსის მიზნები 

კურსის მიზანია IT მიმართულების მენეჯერებმა და ხელმძღვანელებმა ეფექტურად მართონ გუნდი და IT პროექტები, ასევე მოახდინონ IT ინვესტიციების მაქსიმალური რეალიზაცია და მინიმუმამდე შეამცირონ ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.

სასწავლო კურსის აუდიტორია

  • მცირე და საშუალო ბიზნესის IT მენეჯერები და მიმართულების ხელმძღვანელები
  • IT მიმართულების წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ უკეთ გაიაზრონ ტექნოლოგიების ზოგადი როლი და მნიშვნელობა კომპანიის განვითარებაში.

სასწავლო კურსის სწავლის შედეგები

ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:

  • კომპანიაში IT-ის როლის დანახვას და შეფასებას
  • IT-ის, ბიზნესსა და დამკვეთებს/მომწოდებლებს შორის ეფექტური კომუნიკაციების დამყარებას
  • კომპანიაში არსებულ ბიზნეს და ტექნოლოგიურ პროცესებში მონაწილე რგოლების ფუნქციების უკეთ დანახვას და გადანაწილებას
  • ბიზნეს პროცესებში არსებული ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვასა და შემცირებას მინიმუმამდე
  • IT-ში არსებული რესურსების და სერვისის ხარისხის მართვას და გაუმჯობესებას
  • IT მიმართულების თითოეული თანამშრომლისთვის მიზნის, შეფასების კრიტერიუმის და მოტივაციის ეფექტური მექანიზმის დასახვას.

მსმენელები კურსზე მიიღებენ ინფორმაციას IT-ისა და IS-ის მართვის მიმართულებით არსებულ სტანდარტებზე, რომლებიც იკვეთება ბიზნესთან და ასევე, პრაქტიკაში არსებულ მაგალითებზე, თუ როგორ ხდება რეალობაში ამ სტანდარტების გადმოტანა და სარგებლობა.

სასწავლო კურსის შინაარსი 

  • IT მიმართულება
  • ბიზნესსა და IT-ის შორის ეფექტური კომუნიკაცია
  • ინფორმაციული უსაფრთოხების როლი და მნიშვნელობა კომპანიაში
  • IT როგორც სწრაფი და ხარისხიანი სერვისის მიმწოდებელი ბიზნესისათვის
  • ინციდენტების, პრობლემების და ცვლილებების მართვის პროცესის მნიშვნელობა და პროცესებში მონაწილე რგოლები კომპანიის ჭრილში.

ხატია ბაბუხადია

ბაზისბანკის მობლური მობილური ბანკის პროდუქტის მფლობელი


ინფორმაციულ ტექნოლოგიებში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება: საბანკო და Gambling სფეროში, საჯარო სტრუქტურაში და აუდიტორულ კომპანიაში. აქედან 4 წელი ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების და მასში შემავალი რგოლების/პროცესების მართვის მიმართულებით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების ბაკალავრი და პროექტების და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით სერტიფიცირებული.

გამოცდილება

ინციდენტების მენეჯერი; ინციდენტების მართვის ჯგუფის უფროსი; ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელი.

🔗 LinkedIn

ანზორ მეხრიშვილი

BDO Georgia-ს Digital Advisory-ის მიმართულების ხელმძღვანელი


ინფორმაციულ უსაფრთხოებაში მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება. მისი ხელმძღვანელობით BDO Georgia-ში დაინერგა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სისტემა ISO/IEC 27001:2017.

სერტიფიცირებული: CISA, CISM, ISO 27001 Senior LA, ISO 27001 Senior LI.

🔗 LinkedIn

 

ხანგძლივობა: 11 საათი 

ღირებულება: განსხვავებული

რეგისტრაცია
სილაბუსი