მიმდინარე მოვლენებმა გვიჩვენა, რომ თურმე ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი სახლიდან გაუსვლელად. ამიტომაც მთავარია – გავხადოთ სახლში ყოფნა მეტად პროდუქტიული.
ყოველდღიური ტექნოლოგიური განვითარება გვიჩვენებს, რომ განათლებას ნამდვილად არ აქვს საზღვრები. ამიტომაც, დღესდღეობით, დისტანციური სწავლების მრავალი მეთოდი თუ საშუალება არსებობს, რის მიმართაც ინტერესი დღითიდღე იზრდება.
რა არის დისტანციური სწავლება?
დისტანციური სწავლება გულისხმობს ნებისმიერი ადგილიდან, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად ინტერნეტით ცოდნის მიღებას.
დისტანციური სწავლების სხვადასხვა ტიპი არსებობს:
- ვებინარი
- სინქრონული, ასინქრონული ან შერეული სწავლება
- ღია გრაფიკით, ფიქსირებული დროით და ა.შ.
მთავარია ავირჩიოთ კომფორტული გზა და დავგეგმოთ ის ჩვენს სასარგებლოდ.
ცალსახად, დისტანციური განათლება საკლასო ტიპის კურსებისგან, სტუდენტის ან მასწავლებლის ფიზიკური ყოფნა/არ ყოფნის თვალსაზრისით განსხვავდება. მაგრამ,
რა უპირატესობები აქვს დისტანციურ განათლებას?
- გაზრდილი თავისუფალი დრო
- მრავალფეროვანი და მარტივად ხელმისაწვდომი ონლაინ კურსები
- მოქნილი გრაფიკი
- ნაკლები ხარჯი
- შეუზღუდავი გეოგრაფიული არეალი
იმის და მიუხედავად, სტუდენტის თუ მასწავლებლის როლში ხარ, დისტანციური განათლებისთვის საჭიროა გამართული Online პლატფორმის მოძიება, რაც გულისხმობს მარტივად გამოყენებად, მოსახერხებელ სისტემას, რომელიც:
- აღჭურვილია ციფრული დაფით
- შესაძლებელია ეკრანისა და აუდიოს ჩაწერა
- ქმნის და აზიარებს მედიას
- შესაძლებელია პირდაპირი კომუნიკაცია
- და რაც მთავარია, მორგებულია ყველანაირ მოწყობილობაზე.
23 მარტიდან, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე BDO Academy-მ დისტანციური სწავლების მეთოდი დანერგა და წარმატებით ახორციელებს მას Microsoft Teams-ის დახმარებით.
არ დაკარგო დრო უქმად – გამოიყენე ის თვითგანვითარებისთვის.
#დარჩისახლში და #ისწავლესახლიდან
#კენწეროარარსებობს