MS Project
BDO Academy წარმოგიდგენთ სასერტიფიკატო კურსს MS Project-ში, რომელიც არის პროექტის მართვისთვის განკუთვნილი აპლიკაცია. სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ პროექტის მენეჯერებს და პროექტში ჩართულ სხვა როლის თანამშრომლებს გაუმარტივოს ინფორმაციის დაგეგმვა, განახლება და მართვა. სისტემაში შესაძლებელია პროექტის ამოცანების, მათი შესრულების ვადების, დავალებებთან დაკავშირებული დანახარჯებისა და გეგმა-ფაქტიური ანალიზის მართვა.
სასწავლო კურსის მიზნები
კურსის მიზანია მსმენელებისათვის MS Project-ის ძირითადი ფუნქციების გაცნობა და პრაქტიკაში გამოყენება.
სასწავლო კურსის აუდიტორია
- პროექტის მენეჯერები
- პროექტის კოორდინატორები
- პროექტში ჩართული თანამშრომლები
- პროექტის სპონსორები
სასწავლო კურსის სწავლის შედეგები
ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:
- მართონ MS Project-ში ამოცანები, რესურსები და მათთან დაკავშირებული დანახარჯები
- მიღებული საბაზისო ცოდნის გამოყენებით თავი გაართვან სამუშაო პროცესში არსებულ კონკრეტულ დავალებებს
- გააკეთონ პროექტის გეგმა-ფაქტიური ანალიზი
- დააფორმირონ რეპორტები
- შეასრულონ მარტივი მონაცემთა ანალიზი.
სწავლების მეთოდოლოგია
კურსს ექნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სახე. კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება ფინალური გამოცდა.
სასწავლო კურსის შინაარსი
- პროექტის მართვის ძირითადი ტერმინოლოგია და პროცესი
- შესავალი MS Project-ში
- პროექტის მართვა
- რესურსებისა და დავალებების მართვა
- პროექტის შეფასება და ანალიზი
- აწყობადი ფუნქციები.
ხანგძლივობა: 12 საათი
₾ ღირებულება: განსხვავებული