HR მენეჯმენტი
სასწავლო კურსის მიზნები
სასერტიფიკატო კურსის მიზანია ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკითხების ახლებური გააზრება მსოფლიო პრაქტიკისა და ადგილობრივი გამოცდილების გათვალისწინებით.
კურსის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან HRM პლატფორმა – Self.ge-ის და ელექტრონული სწავლების მართვის პლატფორმას – TalentLMS-ს.
სასწავლო კურსის აუდიტორია
კურსი განკუთვნილია ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისათვის, ვისაც სურთ გაიღრმავონ პროფესიული ცოდნის დონე და მიიღონ პრაქტიკული რჩევები თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით და ასევე იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, საკუთარი კარიერა დაუკავშირონ ადამიანური რესურსების მართვის სფეროს.
სწავლების მეთოდოლოგია
კურსს ექნება პრაქტიკული ხასიათი. თეორიულ მასალასთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან მონაწილეები
სასწავლო კურსის შინაარსი
- სტრატეგიული HR
- ადამიანური რესურსის დაგეგმვა
- თანამშრომელთა შერჩევა და დაქირავება
- თანამშრომლის სწავლება, განვითარება და გამოცდილება
- სამუშაოს შესრულების მართვა
- თანამშრომელთა მოტივაცია, შენარჩუნება, ჩართულობა და კმაყოფილება
- კომპენსაციები და ბენეფიტები
- კორპორატიული კულტურა
- შრომის სამართლებრივი საფუძვლები.
ნატო კვაჭანტირაძე, Assoc CIPD
Cenomi Retail-ის HR მენეჯერი
მუშაობის 15 + წლიანი გამოცდილებით ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.
- CIPD-ის მე-5 დონის Associate Diploma: People Management-ის მფლობელი
- მრავალწლიანი გამოცდილებით როგორც HRMS-ის დანერგვის, შესაბამისობისა და ტალანტების მენეჯმენტში, ასევე C&B-ში, payroll-ში, ჯილდოს პროგრამების შემუშავებასა და მრავალეროვნული HR აუდიტის ჩატარებაში.
ხანგძლივობა: 28 საათი
₾ ღირებულება: 900 ლარი