წესები და პირობები

როგორ ხდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება ჩვენ მიერ

შპს „ბიდიო კონსალტინგ“ არის საქართველოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო ნომრით: 205214230. შპს „ბიდიო კონსალტინგ“ წარმოადგენს გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული გარანტიით შეზღუდული კომპანიის „ბიდიო ინტერნეშენალ ლიმიტედის“ წევრს და შედის „ბიდიოს“ დამოუკიდებელი ფირმების საერთაშორისო ქსელის შემადგენლობაში.

შპსბიდიო კონსალტინგისბრენდი ბიდიო აკადემია (BDO Academy) არის ბიდიო ჯგუფის ტრენინგებისა და განვითარების მიმართულება. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ ბიდიო აკადემიის სერვისებით მოსარგებლე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.

იურიდიული მისამართი: თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ყაზბეგის გამზირი, N42
ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ივანე თარხნიშვილის ქუჩა, N2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ჩვენ შესახებ მეტი იხილეთ ვებგვერდზე.

  • ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
  • არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
  • ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით;

წინამდებარე პოლიტიკით გაგიზიარებთ ინფორმაციას ყველა იმ პრინციპის შესახებ, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას. ასევე, გაგაცნობთ, თუ როგორ გიცავთ კანონი და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს აგროვებს შპს „ბიდიო კონსალტინგი“ თქვენთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას და როგორ ხდება ამ მონაცემების გამოყენება.

თქვენი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.

თქვენ უფლება გაქვთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, მოითხოვოთ მონაცემების განახლება, გასწორება, შევსება, შეწყვეტა წაშლა ან განადგურება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია, თუ როგორ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი მომართვის შემთხვევაში, ვალდებულები ვართ მოგაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, როგორც მონაცემთა გაცნობა, ისე მათი ასლების გადმოცემა.

კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ ასევე გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემის დაბლოკვა, ცვლილება, გასწორება, განახლება, შევსება, დამატება, გადატანა, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

თქვენს პერსონალურ მონაცემებს მოვიპოვებთ ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან:

  • როდესაც ხდებით ჩვენი დამკვეთი და იყენებთ ჩვენს მომსახურებებს;
  • როდესაც რეგისტრირდებით ჩვენს ონლაინ სერვისებზე;
  • სატელეფონო/ელექტრონული კომუნიკაციისას, ან ჩვენთან ვიზიტისას;
  • როდესაც იყენებთ ჩვენს ციფრულ არხებს;

თქვენს პერსონალურ მონაცემებს დავამუშავებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

  • გაცხადებული გაქვთ თანხმობა მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჩვენს შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, ან თქვენი მოთხოვნით ხელშეკრულების დასადებად;
  • მონაცემთა დამუშავება ეფუძნება კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ვამუშავებთ, შესაბამის საფუძვლებზე და მიზნებზე მითითებით.

პერსონალური მონაცემების ტიპები

დამუშავების საფუძველი

შეგროვების მიზანი

სახელი, გვარი,

პირადი ნომერი,

ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჩვენს შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, ან თქვენი მოთხოვნით ხელშეკრულების დასადებად;

თქვენთვის მომსახურების გაწევა;

თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის (მაგ. ტრენინგ კურსის სილაბუსის) მოწოდება.

ინფორმაცია გავლილი ტრენინგ კურსების, გამოცდის შედეგებისა და სერტიფიკატების შესახებ. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჩვენს შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად.

თქვენთვის მომსახურების გაწევა.

ტრენინგ კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის/სერტიფიკატის გადმოცემა.

თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა გავუზიაროთ ჩვენთან დასაქმებულ ან დამოუკიდებელ ტრენერებს, რომლებიც თქვენთვის ბიდიო აკადემიის საშუალებით ატარებენ ტრენინგებს.

ჩვენ შესაძლოა თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარება დაგვჭირდეს ბიდიო ჯგუფის ფირმებს შორის, თქვენთვის მომსახურების მიწოდების და ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევის მიზნებისთვის.

იმ შემთხვევაში, იმ შემთხვევაში, თუ ხდება თქვენი პერსონალური მონაცემის საერთაშორისო გადაცემა, აღნიშნული განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, ასეთი გადაცემისას, მივმართავთ ყველა ძალისხმევას, რათა მონაცემები გადავცეთ უსაფრთხოდ და კონფიდენციალურობის სრული დაცვით, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან სრული შესაბამისობით.

პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის ჩვენ ვამუშავებთ მხოლოდ თქვენს ელექტრონული ფოსტის მისამართს და მხოლოდ თქვენი გაცხადებული თანხმობის შემთხვევაში.

თქვენ უფლება გაქვთ უარი თქვათ თქვენი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე ნებისმიერ დროს.

პირდაპირი მარკეტინგის წესებსა და პირობებზე მეტი იხილეთ აქ.

ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ მიღებული გვაქვს სათანადო ტექნიკური და  ორგანიზაციული ზომები მონაცემთა წინამდებარე პოლიტიკისა და კანონის შესაბამისად დამუშავების უზრუნველსაყოფად.

ჩვენი კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილება, პასუხისმგებელია ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის პროცესზე და სისტემების მუდმივ მონიტორინგზე.

მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დანერგილი გვაქვს შემდეგი პროცესები:

  • წვდომის მართვის პროცესი
  • ტექნიკური სისუსტეების მართვის პროცესი
  • მონაცემთა გაჟონვის მონიტორინგის პროცესი
  • მონაცემთა და/ან მონაცემთა მატარებლების შიფრაციის პროცესი
  • მონაცემთა კლასიფიცირებისა და მარკირების პროცესი
  • თანამშრომელთა ტრენინგების პროცესი
  • განახლებების მართვის პროცესი

თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ და ვინახავთ კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით და ჩვენთვის დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, ნებისმიერ დროს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენთვის დროული და სრულფასოვანი მომსახურების მოწოდებას და  შესაძლოა შეფერხდეს ჩვენი მომსახურება.

თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში ან იმ ვადის გასვლის შემდეგ, რა ვადითაც მუშავდება თქვენი მონაცემები, ისინი ნადგურდება წინასწარ დადგენილი წესით. მონაცემთა განადგურება გულისხმობს ელექტრონულად დაცული პერსონალური მონაცემების სამუდამო წაშლას, ხოლო ფიზიკური ფორმით შენახული მონაცემების ფიზიკურ განადგურებას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი მოთხოვნის შემთხვევაშიც კი, ჩვენ შესაძლოა ვერ გავანადგუროთ თქვენი პერსონალური მონაცემები, ჩვენთვის კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, რომელიც გვავალდებულებს მონაცემთა შენახვას კონკრეტული ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ კანონმდებლობითა და წინამდებარე დოკუმენტით თქვენთვის მონიჭებული უფლებების რეალიზება, ან თუ გაგიჩნდათ კითხვები წინამდებარე დოკუმენტის თაობაზე, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მეილზე: bdo@bdo.ge ან გვეწვიოთ მისამართზე: თბილისი, ივ. თარხნიშვილის N2, ვერე ბიზნეს ცენტრი.