ტრენერების ტრენინგი
მათ, ვისაც ზრდასრულთა განათლების პრინციპები აინტერესებს და ცოდნის სხვებისთვის გაზიარება და ტრენერობა სურს BDO Academy გთავაზობთ კურსს ტრენერების ტრენინგი (TOT).
სასწავლო კურსის მიზნები
კურსის მიზანია მსმენელებმა შეისწავლონ ტრენინგის დიზაინი, შეიძინონ ან გაიუმჯობესონ ტრენინგის ჩატარების უნარები.
სასწავლო კურსის აუდიტორია
- ტრენინგ დეველოპერები და ტრენერები, ვისაც სურთ შეიძინონ დამატებით ცოდნა და გაიუმჯობესონ უნარები
- ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლები, ვისაც სურთ ტრენინგ ინდუსტრიაში ჩართვა, საკუთარი ტრენინგ მოდულების შექმნა და ჩატარება.
სასწავლო კურსის სწავლის შედეგები
ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:
- სრულყოფილად დაადგინონ ტრენინგ საჭიროებები
- შექმნან საკუთარი მასალები, რაც საჭიროა ტრენინგის ხარისხიანად ჩასატარებლად
- გამოიმუშაონ ეფექტური პრეზენტაციის ჩატარების უნარები
- შეიძინონ მსმენელებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარები
- მართონ სტრესი ტრენინგის ჩატარებისას
- შეიმუშაონ მსმენელების შეფასების სისტემა
- შეიმუშაონ ტრენინგის უკუკავშირის ფორმა, რასაც გამოიყენებენ შემდგომი სესიებისთვის
- PPT-ისა და სხვა დამხმარე ვიზუალური მასალების შექმნას.
სწავლების მეთოდოლოგია
ტრენინგს ექნება პრაქტიკული ხასიათი. ტრენერისთვის საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ, მსმენელები გააკეთებენ დავალებას – თავად ჩაატარებენ დემო ტრენინგს და მიიღებენ უკუკავშირს.
სასწავლო კურსის შინაარსი
- ზრდასრულთა განათლების პრინციპები და მეთოდები
- ტრენინგისთვის მომზადება
- ტრენინგის დიზაინი
- ეფექტური პრეზენტაციები
- პრეზენტაციის ჩატარება
- კომუნიკაცია ტრენინგის დროს
- ტრენინგის წარმართვა
- ტრენინგის ჩატარება
- ტრენინგის შემდგომი მოქმედებები
სოფიო მამესწარაშვილი
ფსიქოლოგი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, სერტიფიცირებული ტრენერი,
COS Concept Of Safety-ის ტრენინგებისა და განვითარების ლიდი.
მუშაობის +15 წლიანი გამოცდილება, მათ შორის 8 წელი საჯარო სექტორში და 7 წელი კერძო კომპანიებში, HR დეპარტამენტის ტრენინგებისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
აქვს ზრდასრულთა სწავლებისა და ტრენინგების მიმართულებით მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება.
🔗 LinkedIn
ხანგრძლივობა: 24 საათი
₾ ღირებულება: 1 000 ლარი