სპეციალისტი MS Excel-ში
MS Excel არის ყველაზე გამოყენებადი აპლიკაცია, რომელიც ამარტივებს მონაცემთა ანალიზს, მათ შორის ისეთი ფინანსური მონაცემების მონიტორინგს, როგორიცაა: მოგება, ზარალი, შესყიდვები, გადახდები, ბიუჯეტის დაგეგმვა და ჩექლისტების ორგანიზებულად მართვა.
სასწავლო კურსის მიზნები
კურსის მიზანია მსმენელებისათვის ექსელის ძირითადი ფუნქციების გაცნობა და პრაქტიკაში გამოყენება.
სასწავლო კურსის აუდიტორია
- ნებისმიერი დაინტერესებული პირი
- ადმინისტრაციული ასისტენტები
- შესყიდვების მენეჯერები
- ოპერატორები
- საკრედიტო ექსპერტები.
სასწავლო კურსის სწავლის შედეგები
ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:
- იმუშაონ MS Excel-ის ფორმულების, ფუნქციებისა და გრაფიკების გამოყენებით
- მიღებული საბაზისო ცოდნის გამოყენებით თავი გაართვან სამუშაო პროცესში არსებულ კონკრეტულ დავალებებს
- შეასრულონ გამოთვლები დიდ მონაცემებზე
- გააკეთონ ფორმატირებები
- ააგონ დიაგრამები
- შეასრულონ მარტივი მონაცემთა ანალიზი
სწავლების მეთოდოლოგია
ტრენინგს ექნება პრაქტიკული ხასიათი. განხილული იქნება მაგალითები, რომლებშიც აქტიურად იქნებიან ჩართულები მსმენელები. რამდენიმე ტრენინგის შემდეგ მსმენელენს მიეცემათ ერთი პრაქტიკული დავალება, რაც მათ საკუთარი ცოდნის შემოწმების საშუალებას მისცემს. ამასთან, ჩატარდება შუალედური ტესტი და ფინალური გამოცდა.
სასწავლო კურსის შინაარსი
- MS Excel-ის დიალოგურ ფანჯარასთან მუშაობა
- სტანდარტული ფუნქციები – Sum, Average, Count Number, Max, Min
- ლოგიკური ფუნქციები – If, Iferror, And, Or
- ტექსტური ფუნქციები – Left, Right, Trim, len
- დროის ფუნქციები – Year, Month, Day, Today, Date
- მათემატიკური ფუნქციები – Power, Round, SQRT, Sumif, Sumifs, Subtotal
- სტატისტიკური ფუნქციები – Averageif, Averageifs
- ცხრილისა და სიების დათვალიერებისა და დამუშავების ფუნქციები – Vlookup, Hlookup
- დიაგრამის აგება და ფორმატირება
- მონაცემების სორტირება
- ექსელში დადგენილი სამუშაო კლავიშების გამოყენება
- პირობითი ფორმატირება
- შერეული მისამართები
- Paste Special, ფორმულისგან გათავისუფლება
- მონაცემების გახლეჩა და შეერთება Concatenate
რატი დუმბაძე
ჯგუფის ხელმძღვანელი BDO Georgia-ს საგადასახადო განყოფილებაში
მუშაობის 11 და Microsoft Excel-ის ტრენერობის 5 წლიანი გამოცდილებით, კაკასიის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული.
თამარ ჩიხრაძე
მეიჯერელ საქართველოს HR ადმინისტრირებისა და რეპორტინგის უფროსი სპეციალისტი
მუშაობის 11 წლიანი გამოცდილებით. კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი.
გიორგი ბერძენიშვილი
ჯგუფის ხელმძღვანელი BDO Georgia-ს საგადასახადო განყოფილებაში
მუშაობის 9 და Microsoft Excel-ის ტრენერობის 4 წლიანი გამოცდილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
რატი გუბელაძე
მეგალაბის ფინანსური დირექტორის მოადგილე
მუშაობის 6 წლიანი გამოცდილებით. კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრი.
ანა ქაცარავა
თიბისი უზბეკეთის BI ანალიტიკის თიმ ლიდი
მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით. ბიზნეს და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მაგისტრი და აგრარული უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის ბაკალავრი.
ხანგრძლივობა: 26 საათი
₾ ღირებულება: 500 ლარი