CFA ინსტიტუტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გლობალური ასოციაციაა ფინანსებისა და ინვესტიციების პროფესიონალებისთვის.

CFA ინსტიტუტის მიერ შექმნილი პროგრამა ფინანსების მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო და პრესტიჟული დისტანციური სასწავლო პროგრამაა; იგი მოიცავს 3 გამოცდას და ამოწმებს ინვესტიციების ანალიზის, აქტივების შეფასების, პორტფელის მართვისა და ქონების დაგეგმვის საფუძვლებს და ამასთან, ამკვიდრებს უმაღლეს ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს.

CFA-ის პროგრამის წარმატებით დასრულებისა და CFA-ის წოდების (CFA Charterholder) მისაღებად საჭიროა გრძელი და რთული გზის გავლა, რომელიც არა მხოლოდ საგნის ცოდნას, არამედ აპლიკანტის გამძლეობას, მონდომებასა და ნებისყოფას ამოწმებს.

ამ ბლოგში გაეცნობით CFA Level I-ის გამოცდის შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს.

1. რა არის CFA charter და როგორ მივიღოთ იგი?

CFA charter არის პროფესიული წოდება, რომელიც კანდიდატს CFA-ის სამი დონის გამოცდისა და შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დაგროვების შემდგომ ენიჭება. CFA-ის გამოცდებისთვის მზადებით, კანდიდატს საკუთარ თავზე მუშაობისა და თვითდისციპლინის ისეთი უნარ-ჩვევები უმუშავდება, რომლებიც არანაკლებ ფასეულია პროფესიული საქმიანობისას.

2. არის თუ არა CFA-ის წოდება აკადემიური ხარისხი?

CFA-ის წოდება არ არის აკადემიური ხარისხი. ეს არის საერთაშორისო პროფესიული წოდება/სერტიფიკატი, რომელსაც ფინანსების, საინვესტიციო ანალიზისა და პორტფელის მენეჯმენტის კუთხით მომუშავე პროფესიონალები ხშირად მაგისტრის ხარისხსაც უთანაბრებენ ხოლმე.

3. როდის ტარდება CFA Level I-ის გამოცდა?

CFA Level I-ის გამოცდა წელიწადში 4-ჯერ ტარდება: თებერვალში, მაისში, აგვისტოსა და ნოემბერში. 2027 წლისთვის გამოცდები შემდეგ თარიღებშია ჩანიშნული:

საგამოცდო პერიოდი

ადრეული რეგისტრაციის ვადა

სტანდარტული რეგისტრაციის ვადა

22 – 28 თებერვალი, 2027

დასრულდა

დასრულდა (5 ნოემბერი, 2026)

11 – 17 მაისი, 2027

დასრულდა (14 ოქტომბერი, 2026)

10 თებერვალი, 2027

15 – 22 აგვისტო, 2027

20 იანვარი, 2027

29 აპრილი, 2027

13 – 19 ნოემბერი, 2027

ჯერ არ გამოქვეყნებულა

ჯერ არ გამოქვეყნებულა

ერთ კალენდარულ წელიწადში გამოცდაზე გასვლა მაქსიმუმ ორჯერ შეიძლება, თანაც არა ზედიზედ საგამოცდო პერიოდებში და არა 6 თვეზე ნაკლები ინტერვალით.

გამოცდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: CFA Exam Dates & Fees

4. დარეგისტრირების შემდეგ შემიძლია თუ არა CFA გამოცდის გადადება?

2027 წლის თებერვლის გამოცდიდან CFA ინსტიტუტმა ფასიანი გადადების (paid deferral) შესაძლებლობა გააუქმა. თუ კანდიდატი დაგეგმილ გამოცდაზე არ გავა, სარეგისტრაციო საფასური აღარ უბრუნდება და მომდევნო გამოცდაზე ხელახლა უწევს რეგისტრაცია და გადახდა.

გადადება შესაძლებელია მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში (emergency deferral), მაგალითად, სამედიცინო მიზეზით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით. 2027 წლიდან ორსულობა გადადების საფუძვლად აღარ ჩაითვლება, გარდა სიცოცხლისთვის საშიში გართულებებისა.

ამავე საგამოცდო პერიოდის ფარგლებში გამოცდის სხვა დღეზე გადატანა შესაძლებელია 250 აშშ დოლარის საფასურით.

დეტალები იხილეთ ბმულზე: CFA Institute deferral policy update 

5. რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე CFA-ის გამოცდაზე გასასვლელად?

პირს, რომელსაც სურს დარეგისტრირდეს Level I-ის გამოცდაზე, უნდა ჰქონდეს საერთაშორისო სამგზავრო პასპორტი და ინგლისური ენის საკმარისი ცოდნა, რადგან გამოცდა მხოლოდ ინგლისურად ტარდება. გარდა ამისა, კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი:

  • მიღებული უნდა ჰქონდეს ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხი;
  • უნდა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი, თუ არჩეული საგამოცდო პერიოდი დამთავრების თვემდე 23 თვეს ან ნაკლებს შეადგენს. Level II-ზე გასასვლელად სტუდენტს დამთავრებამდე 11 თვე ან ნაკლები უნდა ჰქონდეს დარჩენილი;
  • დაგროვებული უნდა ჰქონდეს 4 000 საათი სამუშაო გამოცდილება ან/და უმაღლესი განათლება, მინიმუმ სამი თანმიმდევრული წლის განმავლობაში (უმაღლესი განათლების თითოეული წელი 1 000 საათად ითვლება). სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი, ინვესტიციებს უკავშირდებოდეს.

დეტალები იხილეთ ბმულზე: CFA Program Policies

6. როგორი ფორმატით ტარდება CFA Level I-ის გამოცდა?

CFA Level I-ის გამოცდა კომპიუტერიზებული ფორმატით ტარდება CFA Institute-ის მიერ განსაზღვრულ ტესტ-ცენტრებში. გამოცდა ორ სესიად არის დაყოფილი: თითოეულის ხანგრძლივობა 2 საათი და 15 წუთია და 90 ტესტურ დავალებას (multiple choice questions) მოიცავს, ჯამში 180 კითხვა.

თითოეულ კითხვას სამი სავარაუდო პასუხი აქვს (A, B ან C). ყველა კითხვა თანაბრად ფასდება და არასწორ პასუხზე ქულა არ აკლდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

იხილეთ საგამოცდო ცენტრების სია ბმულზე: CFA Program Test Center Locations

7. რა საგნების ან თემების გამოცდა ხდება I დონეზე?

2027 წლის თებერვლის გამოცდიდან Level I ახალი, 2027 წლის სასწავლო პროგრამით ტარდება. იგი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • Ethical and Professional Standards
  • Quantitative Methods
  • Economics
  • Financial Statement Analysis
  • Corporate Finance (ყოფილი Corporate Issuers)
  • Equities (ყოფილი Equity Investments)
  • Fixed Income
  • Derivatives and Risk Management (ყოფილი Derivatives)
  • Alternative Investments
  • Portfolio Construction (ყოფილი Portfolio Management).

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები სამ თემას შეეხო. Quantitative Methods მთლიანად განახლდა და დაემატა ახალი საკითხი ფინანსური მონაცემების მეცნიერების (financial data science) შესახებ. Equities ახალ, უფრო პრაქტიკულ თავებად დაიყო. Ethics-ში კი თითოეულ პროფესიულ სტანდარტს ცალკე თავი დაეთმო, ხოლო GIPS I დონის პროგრამაში ცალკე საკითხად აღარ არის.

8. როგორია CFA Level I-ის გამოცდის წონითი კატეგორიები?

თემა

წონა (2027)

Ethical and Professional Standards

10-15%

Quantitative Methods

11-14%

Economics

6-9%

Financial Statement Analysis

11-14%

Corporate Finance

6-9%

Equities

11-14%

Fixed Income

11-14%

Derivatives and Risk Management

6-9%

Alternative Investments

6-9%

Portfolio Construction

8-12%

2026 წელთან შედარებით Quantitative Methods-ის წონა 6-9%-დან 11-14%-მდე გაიზარდა, Ethics-ისა კი 15-20%-დან 10-15%-მდე შემცირდა. მცირედ შეიცვალა Derivatives and Risk Management (5-8% → 6-9%) და Alternative Investments (7-10% → 6-9%).

დეტალები იხილეთ ბმულზე: CFA Program Level I exam

9. რა დრო სჭირდება გამოცდისთვის მომზადებას?

CFA ინსტიტუტის მონაცემებით, წარმატებული კანდიდატები თითოეული დონისთვის მზადებას საშუალოდ 300 საათზე მეტს უთმობენ (დაახლოებით 4-6 თვე). BDO Academy-ში გთავაზობთ ინტენსიურ და ინტერაქტიულ კურსს, რომელიც იანვრის ბოლოდან მაისის გამოცდამდე გრძელდება და ჯამში 32 შეხვედრას მოიცავს (110 სთ).

2027 წლის 27 იანვრიდან ვიწყებთ CFA-ის პირველი დონის მაისის გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსს, რომელიც 2027 წლის განახლებულ სასწავლო პროგრამას ეფუძნება. იხილეთ კურსის დეტალები ბმულზე: CFA Level I Exam კურსი

10. როგორია CFA Level I-ის გამოცდის ჩაბარების დონე?

CFA ინსტიტუტის მონაცემებით, 1963-2026 წლებში Level I-ის გამოცდას საშუალოდ კანდიდატების 41% აბარებდა.

CFA Level I Exam Pass Rate:

  • November 2025 CFA Level I exam pass rate: 43%
  • February 2026 CFA Level I exam pass rate: 45%
  • May 2026 CFA Level I exam pass rate: 39%
  • August 2026 CFA Level I exam pass rate: 43%.

11. რა ღირს გამოცდაზე გასვლა?

გამოცდის ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ადრე დარეგისტრირდებით მასზე. 2025 წლის 29 აპრილიდან CFA ინსტიტუტმა პროგრამაზე რეგისტრაციის ერთჯერადი, 350 დოლარიანი საფასური გააუქმა, ამიტომ ახლა მხოლოდ შესაბამის გამოცდაზე რეგისტრაციის საფასურს იხდით. CFA ინსტიტუტს აქვს ადრეული და სტანდარტული სარეგისტრაციო ვადები და რაც უფრო გვიან დარეგისტრირდებით, ფასი მით უფრო მაღალია.

გამოცდაზე ადრეული რეგისტრაციის საფასური 1 140 აშშ დოლარია, ხოლო სტანდარტულ ვადაში დარეგისტრირების შემთხვევაში გადაიხდით 1 490 აშშ დოლარს.

ადრეული რეგისტრაციის ორი ნამდვილად კარგი მიზეზი არსებობს: პირველი, თქვენ დაზოგავთ 350 დოლარს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ CFA-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსისთვის. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ რაც უფრო ადრე დარეგისტრირდებით, მით უფრო მალე მიიღებთ გამოცდისთვის მოსამზადებელ რესურსებზე წვდომას და დაიწყებთ მზადებას.

12. რას გულისხმობს CFA-ის პრაქტიკული უნარების მოდული (Practical Skills Modules)?

CFA პროგრამა გაფართოვდა და მოიცავს პრაქტიკული უნარების ტრენინგს, რათა კანდიდატებმა სასწავლო გეგმიდან სამსახურისთვის რელევანტური და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.

პრაქტიკული უნარების მოდული (PSM) კანდიდატთა პრაქტიკული უნარების განსავითარებლად შეიცავს ვიდეოებს, ტესტურ დავალებებს (multiple choice questions), ხელმძღვანელობით პრაქტიკასა და სიტუაციური ანალიზის მეთოდს. გამოცდის შედეგის მისაღებად კანდიდატს თითოეულ დონეზე მინიმუმ ერთი PSM მოდულის დასრულება მოეთხოვება. მოდულის დაწყება რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ დროს შეიძლება, თუმცა ის შედეგების გამოქვეყნებამდე უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცდის შედეგი გაუქმდება. თითოეული მოდულის დასასრულებლად საჭიროა 10-20 საათი.

თუ კანდიდატი გამოცდას ვერ ჩააბარებს, ხელახლა გასვლისას იმავე დონეზე ახალი მოდულის გავლა აღარ დასჭირდება.

პრაქტიკული უნარების მოდულის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: Practical Skills Modules

13. რა თემებს მოიცავს პრაქტიკული უნარების მოდული CFA-ის I დონის გამოცდებისთვის?

2027 წელს I დონის კანდიდატებს შემდეგი ორი მოდულიდან ერთის არჩევა შეუძლიათ:

  • ფინანსური მოდელირება (Financial Modeling): როგორ შექმნათ კომპანიის სამ-ანგარიშიანი ფინანსური მოდელი Excel-ში.
  • პითონის პროგრამირების საფუძვლები (Python Programming Fundamentals): საწყისი კურსი Python-ის საფუძვლების შესასწავლად და Jupyter Notebook-ის გამოსაყენებლად ფინანსებთან დაკავშირებული მონაცემთა ანალიზის პროექტებში.

14. როდის იწყება BDO Academy-ში CFA Level I-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი?

2027 წლის 27 იანვრიდან BDO Academy-ში იწყება მაისის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი.

CFA Level I-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი ჩატარდება ოთხშაბათობით (ონლაინ) და შაბათობით (აუდიტორიაში). აპრილიდან, გამოცდის მოახლოებასთან ერთად, კურსი უფრო ინტენსიური ხდება და დაემატება მესამე მეცადინეობა ჯგუფთან შეთანხმებულ დღეს.


 

ახლა, როცა ყველა კითხვაზე გაქვთ პასუხი, თამამად შეგიძლიათ დაიწყოთ მომზადება ამ გამოცდისთვის.

შემოგვიერთდით CFA I დონის გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსზე, რომელსაც გაუძღვება ზურაბ აბზიანიძე, CFA – საქართველოს ბანკის კორპორატიული საკრედიტო რისკების უფროსი მენეჯერი.