ციფრული მარკეტინგი: SEO, GEO და SMM Advertising
SEO, GEO და SMM Advertising არის პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული სასწავლო კურსი, რომელიც მონაწილეებს აცნობს თანამედროვე ციფრული მარკეტინგის ძირითად მიმართულებებს – სოციალური მედიის მართვიდან და ფასიანი რეკლამიდან SEO/GEO ოპტიმიზაციამდე, ანალიტიკასა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამდე.
კურსის ფარგლებში მონაწილეები ეტაპობრივად შეისწავლიან Facebook-ისა და Instagram-ის პროფესიონალურ მართვას, Meta Ads Manager-ში სარეკლამო კამპანიების შექმნასა და ოპტიმიზაციას, მონაცემების ანალიზს, საძიებო სისტემებისთვის ვებგვერდის ოპტიმიზაციას და თანამედროვე Generative Engine Optimization (GEO) მიდგომებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამედროვე AI ინსტრუმენტების გამოყენებას SEO-ს, GEO-ს, კონტენტის შექმნის, კვლევის, ანალიზისა და მარკეტინგული პროცესების გასაუმჯობესებლად.
კურსი აერთიანებს სტრატეგიულ ხედვას, ტექნიკურ ცოდნასა და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რაც მონაწილეებს დაეხმარება მიღებული ცოდნის რეალურ პროექტებსა და ბიზნესსიტუაციებში გამოყენებაში.
კურსის მიზანი
კურსის მიზანია მონაწილეებმა მიიღონ თანამედროვე ციფრული მარკეტინგის ძირითადი მიმართულებების შესახებ როგორც სტრატეგიული, ისე პრაქტიკული ცოდნა და შეძლონ ციფრული არხების ერთიან მარკეტინგულ სისტემაში გამოყენება.
კურსი მონაწილეებს დაეხმარება:
- დამოუკიდებლად დაგეგმონ ციფრული მარკეტინგის სტრატეგია
- სწორად შეარჩიონ ბიზნესისთვის შესაბამისი ციფრული არხები
- შექმნან და მართონ Meta Ads კამპანიები
- გააანალიზონ რეკლამის შედეგები და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები
- გაიაზრონ SEO-ს როგორც ტექნიკური, ისე კონტენტური მიმართულებები
- შეისწავლონ GEO და AI პლატფორმებში ბრენდის ხილვადობის თანამედროვე მიდგომები
- გამოიყენონ AI ინსტრუმენტები ყოველდღიურ მარკეტინგულ საქმიანობაში
- ერთმანეთთან დააკავშირონ სოციალური მედია, რეკლამა, SEO, GEO, კონტენტი და ანალიტიკა.
კურსის მეთოდოლოგია
კურსი აგებულია „თეორია + პრაქტიკა + ანალიზი“ პრინციპზე და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ინსტრუმენტების ფუნქციების შესწავლას, არამედ იმის გააზრებასაც, თუ რატომ, როდის და როგორ უნდა გამოვიყენოთ კონკრეტული ინსტრუმენტი რეალურ ბიზნესსიტუაციაში.
სასწავლო პროცესში გამოყენებული იქნება:
- თეორიული მასალის პრაქტიკული მაგალითებით ახსნა
- რეალური ბიზნესქეისების განხილვა
- Meta Ads, SEO, GEO და AI ინსტრუმენტების პრაქტიკული დემონსტრაცია
- სარეკლამო კამპანიებისა და მონაცემების ანალიზი
- პრაქტიკული დავალებები
- შუალედური ტესტირება
- მონაწილეებთან დისკუსია და კითხვა-პასუხი
- კონკრეტული პრობლემების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება
- საბოლოო პრაქტიკული დავალება და ტესტირება
- უკუკავშირი და პროფესიული განვითარების რეკომენდაციები.
კურსის აუდიტორია
კურსი განკუთვნილია როგორც ციფრული მარკეტინგის სფეროში დამწყები ადამიანებისთვის, ასევე მოქმედი პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება და თანამედროვე SEO, GEO, SMM, Meta Ads და AI Marketing მიდგომების შესწავლა.
კურსი განსაკუთრებით სასარგებლოა:
- დამწყები ციფრული მარკეტერებისთვის
- Social Media Manager-ებისთვის
- Digital Marketing Manager-ებისთვის
- მარკეტინგის სპეციალისტებისა და მენეჯერებისთვის
- მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის
- მეწარმეებისა და სტარტაპების წარმომადგენლებისთვის
- კონტენტისა და კომუნიკაციების სპეციალისტებისთვის
- SEO მიმართულებით დაინტერესებული ადამიანებისთვის
- სააგენტოებში მომუშავე სპეციალისტებისთვის
- პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ AI-ის გამოყენება მარკეტინგულ საქმიანობაში.
კურსის გავლა შესაძლებელია ციფრული მარკეტინგის მიმართულებით ღრმა ტექნიკური ცოდნის გარეშეც.
კურსის შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
- ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის დაგეგმვას და შესაბამისი არხების შერჩევას
- Facebook და Instagram ბიზნესგვერდების სწორად გამართვასა და ოპტიმიზაციას
- Meta Business Suite-ისა და Ads Manager-ის გამოყენებას
- Meta Ads კამპანიების შექმნას, მართვასა და ოპტიმიზაციას
- სწორი აუდიტორიების, მიზნებისა და კამპანიის სტრუქტურის შერჩევას
- სარეკლამო შედეგების, KPI-ებისა და ძირითადი მეტრიკების შეფასებას
- მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადებას
- SEO აუდიტისა და Keyword Research-ის საბაზისო შესრულებას
- Technical SEO-ს ძირითადი პრობლემების იდენტიფიცირებას
- SEO Content Strategy-ის დაგეგმვას
- Google Search Console-ისა და GA4-ის ძირითადი მონაცემების გაანალიზებას
- GEO-ს ძირითადი პრინციპების გამოყენებას და AI პასუხების სისტემებისთვის კონტენტის უკეთ სტრუქტურირებას
- ChatGPT, Claude, Gemini და სხვა AI ინსტრუმენტების გამოყენებას მარკეტინგულ პროცესებში
- სოციალური მედიის, SEO-ს, GEO-ს, რეკლამისა და AI-ის ერთიან ციფრულ სტრატეგიაში გაერთიანებას
- მიღებული ცოდნის რეალურ ბიზნესსა და პროექტებზე პრაქტიკულად გამოყენებას.
ციფრული მარკეტინგის საფუძვლები და სტრატეგია
- Digital Marketing-ის ძირითადი მიმართულებები
- ციფრული არხები და მათი როლი ბიზნესში
- ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შექმნა
- ქართული და საერთაშორისო ბაზრის მიმოხილვა
- მომხმარებლისა და სწორი ციფრული არხების შერჩევა.
Facebook, Instagram და Social Media Marketing
- Facebook გვერდის შექმნა, გამართვა და ოპტიმიზაცია
- Instagram-ის ინტეგრაცია და ბიზნესპროფილის მართვა
- Social SEO
- Instagram სტრატეგია
- Reels-ის ალგორითმი და ორგანული ზრდა
- ჰეშთეგების გამოყენება
- სოციალური მედიისა და რეკლამის ერთიან სტრატეგიაში გაერთიანება.
Meta Ads
- Meta Business Suite და Ads Manager
- Meta Ads Manager-ის ძირითადი ინსტრუმენტები
- სარეკლამო კამპანიების მიზნები და სტრუქტურა
- Awareness, Consideration და Conversion მიმართულებები
- აუდიტორიების შექმნა და თარგეთირება
- ბიუჯეტირება და რეკლამის აუქციონის პრინციპები
- Meta Pixel და Conversion API
- ლიდების გენერაცია და Sales Funnel
- კამპანიების ოპტიმიზაცია
- Meta Ads Reporting და Attribution
- KPI-ები და შედეგების ანალიზი
- Experiments და Creative Reporting
- Meta-ის ალგორითმული ცვლილებები და Andromeda
- Meta Policy, Account Quality და ანგარიშის უსაფრთხოება.
SEO – Search Engine Optimization
- საძიებო სისტემების მუშაობის პრინციპები
- SEO აუდიტი
- Keyword Research
- Search/User Intent
- E-E-A-T
- On-page და Technical SEO
- Google Search Console და GA4
- Google Bot და Crawl/Index პროცესები
- Structured Data და Schema.org
- HTML და JavaScript Rendering
- Core Web Vitals
- Canonical Tags და Hreflang
- საიტის არქიტექტურა და URL სტრუქტურა
- Internal Linking და Breadcrumbs
- Redirect-ები და 404/Soft 404
- Crawl Budget
- Local SEO და Video SEO
- Zero-Click Search
- SEO Copywriting
- Cornerstone Content, Pillar Pages და Topic Clusters
- Content Pruning
- SEO KPI-ები და რეპორტინგი
- Google-ის ძირითადი ალგორითმები და Core Updates
- WordPress, Wix, Webflow და სხვა CMS-ების SEO ოპტიმიზაცია.
GEO – Generative Engine Optimization
- GEO-ის არსი და განვითარების მიზეზები
- SEO vs. GEO
- Generative AI საძიებო და პასუხების სისტემები
- ChatGPT, Perplexity, Gemini და სხვა AI პლატფორმების მუშაობის ლოგიკა
- AI სისტემებისთვის კონტენტის სტრუქტურირება
- Entities და Citations
- Knowledge Graph
- ბრენდისა და ვებგვერდის AI პასუხებში ხილვადობის ძირითადი პრინციპები.
AI Marketing
- ChatGPT, Claude და Gemini მარკეტინგში
- AI-ის გამოყენება Keyword Research-ში
- AI-ის გამოყენება კონტენტის შექმნასა და ოპტიმიზაციაში
- SEO და GEO პროცესების AI-ით მხარდაჭერა
- Screaming Frog + AI
- AI კრეატივები
- Conversational Marketing
- AI Marketing-ის ეთიკა
- Privacy, GDPR და Consent Mode
- Deepfake და Misinformation
- მარკეტერის როლი AI-ის ეპოქაში.
ანალიტიკა და პროფესიული განვითარება
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება
- მარკეტინგული KPI-ების განსაზღვრა
- რეპორტის მომზადება და შედეგების ინტერპრეტაცია
- რეკომენდაციების ჩამოყალიბება
- პროფესიული განვითარების Roadmap
- Meta Blueprint-ისთვის მზადება
- მარკეტინგის მიმართულების რესურსები და სერტიფიკატები.
ალექსანდრე ჩომახიძე
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ლექტორი და კონსულტანტი
ალექსანდრეს აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება ციფრული მარკეტინგის, SEO-ს, სოციალური მედიის, ონლაინ რეკლამის, ანალიტიკის, CRM სისტემებისა და ციფრული სტრატეგიის მიმართულებით.
მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც კერძო სექტორში ციფრული მარკეტინგის მიმართულების მართვას, ასევე სხვადასხვა კომპანიისა და ორგანიზაციისთვის საკონსულტაციო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.
ალექსანდრე არის Ad Summit-ის თანადამფუძნებელი, Simple Steps-ის პარტნიორი და მუშაობს m² უძრავი ქონების ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, როგორებიცაა Kutaisi International University, GIPA, SEU, Welocalize და სხვა.
როგორც ლექტორი და ტრენერი, წლების განმავლობაში მუშაობს ციფრული მარკეტინგის პროფესიონალებისა და დამწყები სპეციალისტების განვითარებაზე. მისი სასწავლო მიმართულებები მოიცავს Meta Ads-ს, SEO-ს, SMM-ს, Google-ის ეკოსისტემას, ანალიტიკას, ციფრულ სტრატეგიასა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მარკეტინგში.
ალექსანდრე ასევე იყო Cannes Lions International Festival of Creativity-ის ჟიურის წევრი.
₾ ღირებულება: 1 800 ლარი