ფინანსური ანგარიშგების აუდიტი

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი წარმოადგენს კომპანიის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი  მხარის მიერ კომპანიის ფინანსური ანგარიშგების/ინფორმაციის შემოწმებას. კურსი მოიცავს აუდიტის პროცესის ძირითად ეტაპებს – დაგეგმვას, რისკების შეფასებას, ტესტირებას, მტკიცებულებების შეგროვებასა და აუდიტის დასკვნის ფორმირებას.

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი დამწყებთათვის

ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პრაქტიკული კურსი შექმნილია დამწყები და ჯუნიორი აუდიტორებისთვის, სტუდენტებისთვის და ფინანსების სფეროში დასაქმებული პირებისთვის, რომლებიც სურთ მიიღონ აუდიტის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა საერთაშორისო აუდიტის სტანდარტების (ISA) შესაბამისად. კურსის განმავლობაში მონაწილეები ეტაპობრივად გაივლიან აუდიტის სრულ პროცესს დაგეგმვიდან საბოლოო აუდიტის ანგარიშამდე. ტრენინგი აერთიანებს თეორიას და პრაქტიკულ მაგალითებს.

კურსის მიზანი

კურსის მიზანია მონაწილეებმა:

  • გაიგონ აუდიტის არსი და აუდიტორის პასუხისმგებლობები
  • შეისწავლონ რისკზე დაფუძნებული აუდიტის მიდგომა
  • შეძლონ აუდიტის პროცედურების დაგეგმვა და დოკუმენტირება
  • პრაქტიკულად გამოიყენონ ISA სტანდარტები
  • მიიღონ საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესში.

სასწავლო კურსის აუდიტორია

კურსი განკუთვნილია:

  • დამწყები და ჯუნიორი აუდიტორებისთვის
  • ბუღალტრებისა და ფინანსისტებისთვის
  • ACCA -ის სტუდენტებისთვის
  • ფინანსური მიმართულების სტუდენტებისთვის
  • ნებისმიერი პირისთვის, ვისაც სურს აუდიტის სფეროში კარიერის დაწყება.
  • ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ძირითადი პრინციპებისა და აუდიტორის როლის გააზრება
  • აუდიტის პროცესის ძირითადი ეტაპების გაცნობა დაგეგმვიდან დასკვნამდე
  • აუდიტში გავრცელებული რისკებისა და ძირითადი ტესტირების პროცედურების დაიდენტიფიცირება
  • ფინანსური ანგარიშგების მნიშვნელოვანი მუხლების აუდიტის საფუძვლების გაგება
  • უდიტის სამუშაო ფაილების, checklist-ებისა და საბაზისო დოკუმენტაციის პრაქტიკაში გამოყენება
  • საწყისი პრაქტიკული ცოდნის მიღება აუდიტის სფეროში კარიერის დასაწყებად.

 

გიორგი მეტრეველი
მენეჯერი, BDO Georgia-ს აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების განყოფილება



ფინანსების სფეროში ფლობს მუშაობის 8+ წლიან გამოცდილებას. ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფინანსების მიმართულებით ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს. წარმატებით აქვს დასრულებული ACCA Global-ის პირველი და მეორე დონე, ხოლო ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (GFPAA) 13 გამოცდიდან 11.

⏲︎ ხანგრძლივობა: 30 საათი (12 შეხვედრა)

₾ ღირებულება: 1500

დონე: დასაწყისი / Junior