დღევანდელ ბიზნეს გარემოში მოლაპარაკებების უნარი  წარმოადგენს სტრატეგიულ ინსტრუმენტს, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ორგანიზაციის ეფექტიანობასა და შედეგებზე. სწორედ ამიტომ, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია მენეჯერები ფლობდნენ არა მხოლოდ გამოცდილებას, არამედ სტრუქტურირებულ ცოდნასა და ტექნიკებს, რომელთა დახმარებითაც ისინი მიიღებენ სწორ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს

ამ საჭიროებების საპასუხოდ, BDO აკადემიამ SMART-ისა და Wissol-ის მენეჯერებისთვის ტრენინგ კურსი  „სტრატეგიული მოლაპარაკებები ბიზნესში“ ჩაატარა, რომელიც სრულად იყო მორგებული კომპანიების რეალურ გამოწვევებსა და სამუშაო პროცესზე. შეხვედრები ჩატარდა სამ ჯგუფად, თბილისში, თბილისისა და აღმოსავლეთის რეგიონის თანამშრომლებისთვის და ქუთაისში, დასავლეთის რეგიონების წარმომადგენლებისთვის.

ტრენინგების სერიას უძღვებოდა ქეთევან რუსიშვილი, Soft Skill-ებისა და გაყიდვების მიმართულების ტრენერი, მრავალწ

ლიანი პროფესიული გამოცდილებით როგორც მენეჯერული, ისე ტრენინგებისა და განვითარების მიმართულებით. მისმა პრაქტიკულმა მიდგომამ და რეალურ ქეისებზე დაფუძნებულმა სწავლების მეთოდიკამ მნიშვნელოვნად განაპირობა  ტრენინგის ეფექტიანობა.

კურსის მიზანი იყო მონაწილეების გაეუმჯობესებინათ  ეფექტური მოლაპარაკებებისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. პროგრამა აერთიანებდა ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის პრინციპებს, დამარწმუნებელი კომუნიკაციის ტექნიკებსა და გავლენის მართვის მიდგომებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანალიტიკურ აზროვნებაზე, ემოციურ ინტელექტსა და ღირებულებაზე დაფუძნებულ არგუმენტაციაზე.

დამკვეთის შეფასებით, ტრენინგის საჭიროება გამოწვეული იყო მენეჯერების ყოველდღიური ჩართულობით როგორც შიდა, ისე გარე მოლაპარაკებებში:

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ უნარების უფრო სტრუქტურირებული განვითარება. გვინდოდა, გუნდს ჰქონოდა მკაფიო ხედვა როგორ მართონ მოლაპარაკებები, როგორ გამოიყენონ არგუმენტაცია და როგორ შექმნან ორმხრივად მომგებიანი შედეგები.“

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, BDO აკადემიის არჩევა განაპირობა მისმა საერთაშორისო გამოცდილებამ და პრაქტიკაზე ორიენტირებულმა მიდგომამ:

„ BDO აკადემიის არჩევა განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ BDO არის გლობალური ქსელი, რომელიც სწავლების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს აჩენს. გარდა ამისა, საინტერესო იყო მათი ძლიერი რეპუტაცია კორპორატიული სწავლებისა და განვითარების მიმართულებით, ასევე პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამები. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ტრენინგი ყოფილიყო მაქსიმალურად მორგებული ჩვენს ბიზნეს რეალობაზე და თანამშრომლების ყოველდღიურ გამოწვევებზე.“

პროგრამა ეფუძნებოდა კომპანიის საჭიროებების სიღრმისეულ ანალიზს და მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა მოლაპარაკების სტრატეგიები და ტაქტიკები, მომზადების ეტაპები, ზეგავლენის მართვა, ნეიროკომუნიკაცია, აქტიური მოსმენა და წინააღმდეგობების გადალახვა.

ტრენინგი ჩატარდა ინტერაქტიულ ფორმატში და მოიცავდა, როგორც თეორიას, ასევე პრაქტიკას. როლური თამაშები, რეალური ქეისები და ჯგუფური მუშაობა მონაწილეებს აძლევდა შესაძლებლობას მიღებული ცოდნა უშუალოდ ტრენინგების პროცესში გამოეყენებინათ. სწავლების პროცესი ეფუძნებოდა პრინციპს: „ისწავლე – სცადე – გააანალიზე – გააუმჯობესე“.

ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა შეიძინეს პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმარებათ:

„ტრენინგმა მნიშვნელოვანი ღირებულება შექმნა როგორც ინდივიდუალური თანამშრომლების, ისე მთლიანად გუნდის ეფექტიანობის კუთხით. მონაწილეებმა შეიძინეს პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებსაც გამოიყენებენ ყოველდღიურ სამუშაო პროცესში განსაკუთრებით პარტნიორებთან/დაქვემდებარებულ პირებთან/გარე აქტორებთან კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების მართვისას. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული დადებითად აისახება როგორც საოპერაციო პროცესებზე, ასევე კომპანიის საერთო შედეგებზეც,“  აღნიშნავს ნელი ხარბედია, სმარტის პერსონალის სწავლებისა და გადამზადების სპეციალისტი და ტრენერი.

ქეთი რუსიშვილის, ტრენერის, შეფასებით, პროგრამის მთავარი ღირებულება იყო მენეჯერების ხედვის ტრანსფორმაცია:

„მოლაპარაკება აღიქმება როგორც სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ბიზნეს შედეგებზე. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ჩარჩოები, რომლებიც პირდაპირ გამოიყენება ყოველდღიურ საქმიანობაში სხვადასხვა ტიპის პარტნიორებთან და მრავალფეროვან სიტუაციებში. პროგრამის გამორჩეულობა მდგომარეობდა მის სრულ ადაპტაციაში რეალურ ბიზნეს გარემოზე. ეს არ იყო „ტრენინგი ტრენინგისთვის“ ეს იყო მიზნობრივი ინტერვენცია, რომელიც უშუალოდ აისახება სამუშაო პროცესსა და შედეგებზე. ტრენინგის შედეგად მონაწილეებს შეუძლიათ მოლაპარაკებების უფრო ეფექტურად წარმართვა, დაბრკოლებების მართვა და სასურველი შედეგების მიღწევა.”

მაგდა გაზდელიანი, ტრენინგის მონაწილე უსვამს ხაზს მის პრაქტიკულ მნიშვნელობას: 

„ტრენინგის პროცესი იყო ძალიან საინტერესო, კარგად ორგანიზებული და ეფექტური. სწავლება მიმდინარეობდა გასაგებად, თანმიმდევრულად და ინტერაქციულ ფორმატში, რაც მასალის უკეთ აღქმასა და ჩართულობას მნიშვნელოვნად ამარტივებდა. ლექტორი გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, პოზიტიური მიდგომითა და ინფორმაციის მარტივად, ამომწურავად გადმოცემის უნარით. განსაკუთრებით დასაფასებელი იყო მისი მზადყოფნა, თითოეული მონაწილისთვის ყურადღება დაეთმო და კითხვებზე დეტალურად პასუხი გაეცა. ტრენინგი იყო პრაქტიკულად ძალიან გამოსადეგი, რადგან მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაო პროცესში გამოყენებადია და მნიშვნელოვნად დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში. ეს იყო ღირებული და მოტივაციის მომცემი გამოცდილება.” 

BDO აკადემიისა და SMART-ისა და Wissol-ის ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებსრომ სწორად დაგეგმილი და ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული ტრენინგი ქმნის რეალურ ღირებულებას,  აძლიერებს მენეჯერებსაუმჯობესებს პროცესებს და ზრდის ორგანიზაციის კონკურენტულობას.